სკოლა პოლიგლოტის 1-ლი (ბ) კლასის დამრიგებელმა ეკა ჩიტრეკაშვილმა ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე: “შეგრძნების ორგანოები”. მოსწავლეებმა შეისწავლეს ადამიანის შეგრძნების ორგანოები და მათი ფუნქციები. შეასრულეს სახალისო აქტივობები და იმსჯელეს ორგანოების მნიშვნელობაზე. მადლობა ქალბატონ ეკას ასეთი საინტერესო გაკვეთილისათვის.
სკოლა ,,პოლიგლოტი“ მე-2 (ბ) კლასში მასწავლებლებმა ნათია ქანთარიამ და ანუკი ლაბაძემ ინტეგრირებული გაკვეთილი ჩაატარეს მათემატიკასა და ინგლისურში. გაკვეთილის მიზანი იყო საგნების ფარგლებში მიღებული ცოდნის ერთმანეთთან დაკავშირება და სიახლეების აღმოჩენა. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ ინტერაქციაში და ასევე აითვისეს ახალი ლექსიკური და მათემატიკური ერთეულები. დიდი მადლობა მასწავლებლებს საინტერესო და სახალისო გაკვეთილისთვის.
28 მარტს, სკოლა პოლიგლოტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერების კათედრის წევრებმა, მათემატიკის მასწავლებლებმა ნინო დაუშვილმა და ზურა შუბითიძემ ჩაატარეს ,,პი” რიცხვისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობდნენ მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები. ღონისძიების ფარგლებში ისაუბრეს „პი“ რიცხვის ისტორიაზე, მის როლზე ცხოვრებაში, არქიტექტურაში, კულტურაში. დამსწრე მე-7 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია ამ რიცხვთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ პრეზენტაციები… Continue reading ,,პი” რიცხვისადმი მიძღვნილი ღონისძიება
სკოლა პოლიგლოტის 3 (ა, ბ და გ) კლასის მოსწავლეები ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა თეატრში დაესწრნენ სპექტაკლს “ურჩხული და ლამაზმანი”, რომელიც საოცარი მუსიკით, ქორეოგრაფიით, ულამაზესი კოსტიუმებით გაფორმებული წარმოდგენაა. მოსწავლეებმა საინტერესოდ და ნაყოფიერად გაატარეს დღე.
სკოლა პოლიგლოტში არაფორმალური განათლების ფარგლებში გაიმართა პროფესორ ცირა ბარბაქაძის მასტერკლასი: დისნეის აზროვნების 3 სკამი. დისნეის სტრატეგია გამოიყენება მაშინ, როცა გჭირდებათ საკითხის/პრობლემის შემოქმედებითი გადაწყვეტა. მასტერკლასის მიზანი იყო მოსწავლეებს დახმარებოდა საკითხის გადაჭრის სხვადასხვა გზის მოძიებაში, რისკ ფაქტორების დამუშავებაში და სამოქმედო გეგმის შედგენაში. ამ საინტერესო მეთოდით მოსწავლეები ძალიან დაინტერესდნენ. მათ თავიანთ თავში უნდა აღმოეჩინათ და აქტიურად მოერგოთ მეოცნებეს,… Continue reading პროფესორ ცირა ბარბაქაძის მასტერკლასი: დისნეის აზროვნების 3 სკამი.
სკოლა ,,პოლიგლოტის” მასწავლებელმა სოფო მუმლაძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი 1-ლი (ა და ბ) კლასის მოსწავლეებისათვის მათემატიკაში თემაზე: „არითმეტიკული მოქმედებები”. გაკვეთილის მიზანი იყო 20-ის ფარგლებში შედარება, წინა და მომდევნო რიცხვების დადგენა, ნახატის შესაბამისი რაოდენობების დასახელება, ასევე 20-ის ფარგლებში რიცხვების შეკრება-გამოკლებაც. გაკვეთილი მოიცავდა მრავალფეროვან აქტივობებს, რომელსაც მოსწავლეებმა თავი კარგად გაართვეს და წამახალისებელი შეფასებებიც დაიმსახურეს.
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნინო კაპანაძემ მე-3 (ბ) კლასში ჩაატარა ღია გაკვეთილი, თემაზე – ნაცვალსახელი და ზმნა. გაკვეთილის მიზანი იყო, მოსწავლეებს საკუთარი დაკვირვებებით აღმოეჩინათ ზმნის ფორმაცვალება პირის ნაცვალსახელების მიხედვით და გამოეტანათ შესაბამისი დასკვნები. მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი დავალებებს.
სკოლა პოლიგლოტის უცხო ენების კათედრა შეუერთდა ევროპის მასშტაბით დაგეგმილი ევროპელი ავტორების დღის აღსანიშნავ ღონისძიებას. მე-7 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებელთან, ქეთევან კუპატაძესთან და კლასის დამრიგებელ, ნინო გოგოლაძესთან, ერთად მოაწყვეს წაკითხული წიგნების განხილვა. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა იმსჯელეს საყვარელი ავტორებისა და მათი შემოქმედების შესახებ, გააკეთეს საინტერესო პრეზენტაციები. ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება და მაღალი სააზროვნო… Continue reading ევროპელი ავტორების დღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა სკოლა პოლიგლოტში
სკოლა პოლიგლოტის მოსწავლეებისა და მასწავლებლების წარმატებები ქვეყნის ფარგლებს სცდება. ჩვენი სკოლის მასწავლებელი სოფიო ლიჩელი და მოსწავლე ბარბარე ალთუნაშვილი ერევანში, სომხეთის კულტურის დღეებს დაესწრნენ. ჩვენი მოსწავლის არაჩვეულებრივი ნახატები გამოიფინა არა მარტო ერევნის თეატრში არამედ საქართველოს საელჩოშიც, სადაც ბატონმა ელჩმა გიორგი შარვაშიძემ ბარბარე და ქალბატონი სოფიო საპატიო სიგელებით დააჯილდოვა. სკოლა პოლიგლოტი ულოცავს მათ ამ წარმატებას და მომავალშიც… Continue reading პოლიგლოტის წარმატება სომხეთში
პოლიგლოტის 1-ლი (გ) კლასის მასწავლებელმა სოფო მუმლაძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი მათემატიკაში თემაზე: „არითმეტიკული მოქმედებები”. გაკვეთილის მიზანი იყო 20-ის ფარგლებში როგორც რიცხვების შეკრება- გამოკლება, ასევე შედარებაც. მოსწავლეებმა კარგად გაართვეს თავი ამ გამოწვევას და წამახალისებელი სტიკერებიც დაიმსახურეს. გაკვეთილზე გამოჩნდა მოსწავლეთა ცოდნა და მაღალი ჩართულობა.
22 მარტს აღინიშნება წყლის მსოფლიო დღე, რომლის მიზანიც ამ კუთხით ცნობიერების ამაღლებაა. მე-2 (ბ) კლასის მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით საინტერესო აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა, დაამზადეს პოსტერები – “როგორ დავზოგოთ წყალი”, იმსჯელეს წყლის მნიშვნელობასა და დანიშნულებაზე. მიუხედავად იმისა რომ წყალი დედამიწის უდიდეს ნაწილს ფარავს, პლანეტაზე მაინც არსებობს სასმელი წყლის დეფიციტი. ჩვენი ვალდებულებაა გავუფრთხილდეთ და დავზოგოთ სასმელი წყალი.
21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. სკოლა პოლიგლოტი უერთდება დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს! ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს !
21 მარტს, ტყის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელსაც სკოლა პოლიგლოტის მოსწავლეებიც შეუერთდნენ. ტყის დაცვასა და აღდგენას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ცოცხალი ორგანიზმების კეთილდღეობისთვის. ჩვენი მოსწავლეები, იაზრებენ ტყის მნიშვნელობას დედამიწაზე. შექმნეს პოსტერები, როლითაც მოუწოდებენ საზოგადოებას რომ ტყეს გაფრთხილება და მოვლა სჭირდება.
სკოლა ,, პოლიგლოტის” 1-ლი (ა) კლასის მოსწავლეები , დამრიგებელ ნონა წამალაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე, სოციალურ საწარმო ,,კოდალაში”. მათ წარმატებით გაიარეს მასტერკლასი, დაამზადეს ყვავილები დედის და ქალთა დღის აღსანიშნავად. მოსწავლეებმა საინტერესო და შთაბეჭდილებებით სავსე დღე გაატარეს.
სკოლა პოლიგლოტის მე-2 (ა) კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ მაკა ტოფაძესთან ერთად წარმოადგინეს დედის დღისადმი მიძღვნილი, ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია ,,დედავ სიცოცხლის დიდო საწყისო!” მოსწავლეებმა მხატვრულად შეასრულეს დედაშვილობაზე შექმნილი ლექსები და სიმღერები. დიდი სიყვარულით მიულოცეს დედებს და ქალბატონებს გაზაფხულთან ერთად დედის დღე და ქალთა დღე. დიდი მადლობა ქალბატონ მაკას ასეთი ლამაზი ღონისძიებისათვის, ასევე მუსიკის მასწავლებელს ანი ზაზაშვილს და მშობლებს… Continue reading მე-2 (ა) კლასის დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება