277434798_3048791195334857_8538478073891513546_n

თბილისის თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების პროექტების მენეჯერი სტუმრად სკოლა ,,პოლიგლოტში”

სკოლა ,,პოლიგლოტში“ სტუმრად იმყოფებოდა თბილისის თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების პროექტების მენეჯერი თეკო ძიძიგური. იგი შეხვდა მე-10 მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს. შეხვედრაზე ქალბატონმა თეკომ გააკეთა საინტერესო პრეზენტაცია, გააცნო მოსწავლეებს უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამები, ესაუბრა სტუდენტურ ცხოვრებასა და მომავლის პროფესიებზე. შეხვედრამ ჩაიარა თბილ, მეგობრულ ატმოსფეროში. სტუმარმა პასუხი გასცა მოსწავლეების შეკითხვებს. დიდი მადლობა ქალბატონ თეკოს საინტერესო პრეზენტაციისათვის.

სრულად ნახვა

VIII კლასის ექსკურსია ეთნოგრაფიულ მუზეუმში

სკოლა ,,პოლიგლოტის“ VIII კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ თბილისის სახელმწიფო ეთნოგრაფიულ მუზეუმში და დაათვალიერეს საბჭოთა ოკუპაციის დარბაზი. მოსწავლეები გულდასმით გაეცნენ გამოფენილ ექსპონატებს, გაიაზრეს რეპრესიების სავალალო შედეგები და მოისმინეს საინტერესო ინფორმაცია ამ პერიოდში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ამ გასვლითი გაკვეთილის მიზანი იყო უკვე შესწავლილი მასალის განმტკიცება და ცოდნის გაღრმავება. ექსკურსიის ორგანიზატორი იყო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ანა ჯავახიშვილი.

სრულად ნახვა

სტუმრად ხელოვნების მუზეუმში

სკოლა „პოლიგლოტის“ მე-8 კლასის მოსწავლეები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგ ქეთევან მაისურაძესთან ერთად ეწვივნენ ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმს, სადაც ჩაერთნენ საგანმანთლებლო პროგრამაში „აღმოაჩინე შენი მხატვარი.“ პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ XX საუკუნის ქართულ მხატვრობას, მათთვის უცნობ თანამედროვე ქართველ მხატვრებს, მათ სტილს, ისტორიულ პერიოდებს და აითვისეს ხელოვნებაში დანერგილი საკვანძო სიტყვების მნიშვნელობა. მოსწავლეებმა მოინახულეს მხატვრების: ნათელა იანქოშვილის, ირაკლი… Continue reading სტუმრად ხელოვნების მუზეუმში

სრულად ნახვა

,,ახალი წელი მაკნატუნებისა და ფერიების სამყაროში”

სკოლა ,,პოლიგლოტის” Iგ კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ სოფო მუმლაძესთან და გახანგრძლივებული ჯგუფის მასწავლებელ ანი ქათამაძესთან ერთად, დადგეს საახალწლო ღონისძიება ,,ახალი წელი მაკნატუნებისა და ფერიების სამყაროში”. მოსწავლეებმა არაჩვეულებრივად გაართვეს თავი თავიანთ სიტყვებსა და ლექსებს, იმღერეს საშობაო სიმღერები და მაყურებელს საოცარი ემოციები აჩუქეს. დიდი მადლობა პედაგოგებს სოფო მუმლაძეს, ანი ქათამაძეს, ინგლისური ენის პედაგოგს მარიამ ცაბაძეს და მუსიკის პედაგოგს… Continue reading ,,ახალი წელი მაკნატუნებისა და ფერიების სამყაროში”

სრულად ნახვა

IIბ კლასი სტუმრად ხელოვნების სასახლეში

სკოლა ,,პოლიგლოტის” IIბ კლასის მოსწავლეები, დამრიგებელ ნინო კაპანაძესთან ერთად, იმყოფებოდნენ ხელოვნების სასახლეში. დაათვალიერეს მუზეუმი და მოისმინეს სასახლის შთამბეჭდავი ისტორია. მოსწავლეები დაესწრნენ საგანმანათლებლო პროგრამას “საშობაო მეჯლისი”, რომლის ფარგლებში მიიღეს საინტერესო თეორიული ცოდნა მეჯლისის ისტორიასთან დაკავშირებით და თავადაც დაამზადეს მშვენიერი ნიღბები. ბავშვები ამაღლებული საახალწლო განწყობით დაბრუნდნენ სკოლაში.

სრულად ნახვა

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

12 დეკემბერს სკოლა ,,პოლიგლოტსა“ და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი. სკოლა ,,პოლიგლოტი“ და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი წლებია თანამშრომლობს და ახორციელებს საინტერესო საგანმანათლებლო და შემეცნებით პროექტებს. მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმა ურთიერთ თანამშრომლობაზე დაფუძნებული მრავალი საინტერესო ღონისძიება და პროექტი, სადაც სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები მიიღებენ აქტიურ მონაწილეობას. დიდი მადლობა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს, მის რექტორს ბატონ… Continue reading ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

სრულად ნახვა

X კლასი სტუმრად მწერალთა სახლში

სკოლა ,,პოლიგლოტის” მე-10 კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ მწერალთა სახლში არსებულ რეპრესირებული მწერლების მუზეუმს, სადაც, დაათვალიერეს უნიკალური სამუზეუმო ექსპონატები, პირადი წერილები და ფოტო მასალა. აგრეთვე, გაეცნენ გამორჩეული ქართველი ქველმოქმედისა და მეწარმის დავით სარაჯიშვილის მოღვაწეობას. სკოლა ,,პოლიგლოტი“ დიდ მადლობას უხდის მწერალთა სახლს თანამშრომლობისთვის.

სრულად ნახვა

ტრენინგი თემაზე: შრომის უსაფრთხოების ზოგადი საკითხები

7 დეკემბერს, სკოლა ,,პოლიგლოტის“ პედაგოგებისა და ადმინისტრაციის მუშაკებისათვის ჩატარდა ტრენინგი. ტრენინგი დაორგანიზებული იყო შრომის უსაფრთხოების მენეჯერის ლევან სამხარაძის მიერ. ტრენინგს უძღვებოდა ,,ჯეოსეიფთის“ შრომის უსაფრთხოების ინსტრუქტორი ანა სანაძე. სწავლების თემატიკა იყო: შრომის უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნები; შრომის უსაფრთხოების საკანონმდებლო რეგულაციები და პრინციპები; ინდივიდუალური დაცვის საშუალებებისა და მოვლა/შენახვის წესები. ტრენინგი ძალიან საინტერესოდ წარიმართა. დიდი მადლობა ქალბატონ ანას ძალიან… Continue reading ტრენინგი თემაზე: შრომის უსაფრთხოების ზოგადი საკითხები

სრულად ნახვა

IIა კლასი სტუმრად ციფრულ მუზეუმში

სკოლა ,,პოლიგლოტის“ IIა კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ თბილისის ,,ციფრულ სივრცეში”. მოსწავლეებმა იმოგზაურეს ისტორიულ ადგილებში და დაათვალიერეს წყალქვეშა სამყარო, ნახეს ისტორიულ მოვლენებზე აგებული ფილმი ,,ბაზალეთის ტბა”, რომელშიც ასახულია თამარ მეფის ეპოქა, აუდიო-ვიზუალური ინსტალაციებით და სპეცეფექტებით, მოსწავლეები ემოციებს ვერ მალავდნენ, მათ ეს დღე არასოდეს დაავიწყდებათ. დიდი მადლობა კლასის დამრიგებელ მაკა ტოფაძეს საინტერესო აქტივობისთვის და მშობლებს მხარდაჭერისთვის.

სრულად ნახვა

შიდა სასკოლო ტურნირი ჭადრაკში

სკოლა ,,პოლიგლოტში“ ოლიმპიური სისტემით ჩატარდა შიდა სასკოლო ტურნირი ჭადრაკში. შეჯიბრი ჩაატარეს ფიდეს მსაჯებმა, სკოლა ,,პოლიგლოტის“ ჭადრაკის პედაგოგებმა ინგა ხურცილავამ და სოფიო ტყეშელაშვილმა. ტურნირის I ადგილის გამარჯვებული გახდა ნუცა მთვარელიძე, II ადგილზე გავიდა ცოტნე მამფორია, ხოლო III ადგილი დაიკავა გაბრიელ როსტიაშვილმა.

სრულად ნახვა

,,კახეთო – ჩემო კახეთო”

2023 წლის 1 დეკემბერს Vlბ კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს ღონისძიება თემაზე: ,,კახეთო – ჩემო კახეთო“. ღონისძიება დაიგეგმა კახეთის ისტორიულ ეთნოგრაფიული მხარის შესწავლის შემდეგ. ბავშვებმა ლექსები სიმღერები და ცეკვები მიუძღვნეს საქართველოს ამ ულამაზეს მხარეს. ღონისძიების ორგანიზატორი იყი კლასის დამრიგებელი ქალბატონი ნაზი ზაალიშვილი, რომელსაც ვუხდით დიდ მადლობას ამ საინტერესო და შთამბეჭდავი ღონისძიებისათვის.

სრულად ნახვა

,,შემთხვევითი სიტყვების კავშირი”

არაფორმალური განათლების ფარგლებში სკოლა პოლიგლოტი • School Polygloti-ში ჩატარდა პროფესორ ცირა ბარბაქაძის მასტერკლასი შემოქმედებითი უნარების გასააქტიურებლად. მონაწილეები ხალისით ჩაერთვნენ აქტივობაში: “შემთხვევითი სიტყვების კავშირი”. მონაწილეები იღებენ ბარათებს ორი სხვადასხვა შემთხვევითი სიტყვით და ცდილობენ მათ შორის საერთოს პოვნას. შემთხვევით სიტყვებს შორის საერთოს აღმოჩენა – საინტერესო ძიებების წყარო აღმოჩნდა და მოსწავლეებმა დაუსაზღვრავი ფანტაზია გამოავლინეს. მოსწავლეებს არც მასწავლებლები ჩამორჩნენ.… Continue reading ,,შემთხვევითი სიტყვების კავშირი”

სრულად ნახვა

სოციალური პროექტი

სკოლა „პოლიგლოტის“ VIა და VIბ კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ძალიან საინტერესო სოციალური პროექტი თემაზე: „Save Animals, Save the Earth“, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებში გადაშენების პირას მყოფი ცხოველების დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლება. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ჩაერთნენ სხვადასხვა პრაქტიკულ აქტივობაში, როგორიცაა: ზოოპარკის ინფო-ტურში მონაწილეობა, ზოოპარკის ვიზიტორებისა და თანამშრომლების გამოკითხვა, საქართველოს მასშტაბით წითელ ნუსხაში შეყვანილი ცხოველების შესახებ ინფორმაციული ბუკლეტებისა… Continue reading სოციალური პროექტი

სრულად ნახვა

სტუმრად ხელოვნების სასახლეში

სკოლა ,,პოლიგლოტის“ IIIა და IIIბ კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ ხელოვნების სასახლეს, სადაც დაესწრნენ საგანმანათლებლო-შემეცნებით პროექტს: ” ქართული ანიმაცია – ჯადოსნური სამყარო”. მოსწავლეები გაეცნენ სასახლის ისტორიას, მოისმინეს ანიმაციის შექმნის ისტორია და თავადაც შექმნეს ნახატები ცნობილი ანიმაციებიდან. ექსკურსია იყო საინტერესო, შემეცნებითი და სახალისო. დიდი მადლობა კლასის დამრიგებლებს თამარ რიჟამაძეს და ანა ნიჟარაძეს საინტერესო პროექტისათვის და მშობლებს აქტიური ჩართულობისათვის.

სრულად ნახვა

შეჯიბრი ,,ლოგიკური თამაშები”

სკოლა ,,პოლიგლოტში“ მათემატიკის მასწავლებლებმა თამარ რიჟამაძემ და ნათია ქანთარიამ III კლასის მოსწავლეებთან ჩაატარეს შეჯიბრი ,,ლოგიკური თამაშები”. ღონისძიება დატვირთული იყო სხვადასხვა აქტივობებით: მარტივი მოქმედებებით, ლოგიკური ამოცანებითა და კაპიტნების შეჯიბრით. სულ შვიდი გუნდი მონაწილეობდა. პირველ ადგილზე გავიდა ,,ნიკე”, მეორე ადგილზე – ,,სუპერ მათემატიკოსები”, ხოლო მესამე ადგილი ხვდა წილად ჯგუფს – ,,სუპერ ჭკვიანები”. დიდი მადლობა ღონისძიების ორგანიზატორებს ნათია… Continue reading შეჯიბრი ,,ლოგიკური თამაშები”

სრულად ნახვა