სკოლა პოლიგლოტის მე-5 (ა) კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ სოფო დვალიშვილთან ერთად წარმოგვიდგინეს გამოსაშვები ღონისძიება. მათ სცენაზე გააცოცხლეს უკვდავი მიუზიკლის – ,,ჩხიკვთა ქორწილის” პერსონაჟები და ააჟღერეს ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი მელოდიები. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის სოფო დვალიშვილს ასეთი ლამაზი ღონისძიების ორგანიზებისათვის, მუსიკის მასწავლებელ თამთა ცანავას სპექტაკლის მუსიკალურად გაფორმებისათვის და მშობლებს აქტიური ჩართულობისთვის.
სკოლა პოლიგლოტის მე-4 (ბ) კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ანა ნიჟარაძესთან ერთად წარმოგვიდგინეს მეოთხე კლასის დამამთავრებელი ღონისძიება. მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერები, საინტერესო და იუმორისტული სახის ნომრები, წაიკითხეს ლექსები და წარმოგვიდგინეს შესანიშნავი საცეკვაო ნომრები. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ანა ნიჟარაძეს ასეთი ლამაზი ღონისძიების ორგანიზებისათვის, მუსიკის მასწავლებელ ანი ზაზაშვილს მუსიკალური გაფორმებისათვის და მშობლებს აქტიური ჩართულობისათვის.
სკოლა პოლიგლოტის მე-2 (ბ) კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ნინო ჯვებენავასთან ერთად წარმოგვიდგინეს მეორე კლასის დამამთავრებელი ღონისძიება. მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერები, ლექსები და წარმოგვიდგინეს შესანიშნავი საცეკვაო ნომრები. ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებს გადაეცათ სკოლა პოლიგლოტის სიგელები — II კლასის სასწავლო პროგრამის წარმატებით ათვისებისთვის. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ნინო ჯვებენავას ასეთი ლამაზი ღონისძიების ორგანიზებისათვის და მშობლებს აქტიური ჩართულობისათვის.
მე-4(ა) კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ თამარ რიჟამაძესთან ერთად წარმოგვიდგინეს მრავალფეროვანი გამოსაშვები ღონისძიება. მათ იმოგზაურეს დროში, შეასრულეს თანამედროვე და ეროვნული ცეკვები, ქართული და უცხოური სიმღერები. ასევე გაიხსენეს ოთხი წლის მოგონებები. ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდნენ მშობლები, რომლებმაც შეასრულეს სიმღერა. დასასრულს მოსწავლეებმა დამრიგებელს გაუკეთეს სამახსოვრო გამოსამშვიდობებელი ვიდეო, ერთმანეთს მაისურებზე დააწერეს თბილი ფრაზები და სიმბოლურად ჰაერში აისროლეს ქუდები. სკოლა პოლიგლოტი მადლობას… Continue reading მე-4(ა) კლასის ღონისძიება
სკოლა პოლიგლოტის მე-3(ბ) კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ თამარ ჯანხოთელთან ერთად წარმოადგინეს გამოსაშვები ღონისძიება, “მეგობრობა გზად და ხიდად”. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა: მოირგეს სხვადასხვა პერსონაჟების როლი; წაიკითხეს ლექსები; იმღერეს თემატური სიმღერები და შეასრულეს ცეკვები. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის თამარ ჯანხოთელს და მასწავლებლებს: ანი ზაზაშვილს, მირანდა ხუსკივაძეს, გვანცა არაბულს, ასეთი საინტერესო ღონისძიების ორგანიზებისათვის და მშობლებს აქტიური ჩართულობისთვის.
სკოლა პოლიგლოტის მე-2(ა) კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ნონა წამალაშვილთან ერთად წარმოგვიდგინეს გამოსაშვები ღონისძიება ,,ჩემი სამშობლო საქართველოა”. მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემატური სიმღერები და ცეკვები. ასევე ნაწყვეტები ქართული მულტიპლიკაციური ფილმებიდან. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ნონა წამალაშვილს, მუსიკის მასწავლებელს ანი ზაზაშვილს და დეკორაციების ავტორს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელ სოფიო ლიჩელს ასეთი შესანიშნავი ღონისძიების ორგანიზებისთვის, ხოლო მშობლებს აქტიური ჩართულობისთვის.
სკოლა პოლიგლოტში გაიმართა მე-2 (გ) კლასის გამოსაშვები ღონისძიება “ენა, მამული, სარწმუნოება”, რომლის ორგანიზატორიც იყო კლასის დამრიგებელი სოფო მუმლაძე. რაფიელ ერისთავს უთქვამს “როგორც უფალი, სამშობლო ერთია ქვეყანაზედა”, განათლებული მომავალი თაობა კი საწინდარია ქვეყნის წინსვლისა და წარმატების. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა: იმღერეს თემატური სიმღერები. შეასრულეს ტრადიციული ქართული ცეკვები; წაიკითხეს სხვადასხვა პოეტების ლექსები და ფრაზები; სკოლა პოლიგლოტი დიდ მადლობას… Continue reading მე-2 (გ) კლასის გამოსაშვები ღონისძიება
სკოლა პოლიგლოტის მე-4(გ) კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ გურანდა ხუსკივაძესთან ერთად წარმოადგინეს გამოსაშვები ღონისძიება. მოსწავლეებმა შეაჯამეს მე-4 კლასი, ისაუბრეს მეგობრობაზე, გაიხსენეს მნიშვნელოვანი აქტივობები, მადლობა გადაუხადეს მასწავლებლებს. შეასრულეს სიმღერები და ცეკვები. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის გურანდა ხუსკივაძეს ასეთი ლამაზი ღონისძიების ორგანიზებისათვის და მშობლებს აქტიური ჩართულობისათვის.
სკოლა პოლიგლოტის I (ბ) კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ მაკა ცენგირაშვილთან ერთად წარმოგვიდგინეს პირველი კლასის დამამთავრებელი ღონისძიება. მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერები, წაიკითხეს ლექსები და წარმოგვიდგინეს შესანიშნავი საცეკვაო ნომრები. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მაკა ცენგირაშვილს ასეთი ლამაზი ღონისძიების ორგანიზებისათვის და მშობლებს აქტიური ჩართულობისათვის.
ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშირებით სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელმა, სოფიო ლიჩელმა, ჩაატარა ღონისძიება – პოდიუმი სახელწოდებით ,,ქეთო და კოტე“, სადაც მონაწილეობდნენ სკოლა პოლიგლოტის ხატვის წრის ,,სფუმატოს“ ნორჩი მხატვრები. მოსწავლეებმა ეროვნული სამოსის ინსპირაციით შექმნეს ულამაზესი ტილოები და ამ ლამაზ სამოსში გამოწყობილებმა შეასრულეს ქართული, აჭარული და ოსური ცეკვები. ისინი მონარნარებდნენ წითელ ხალიჩაზე და წარმოგვიდგენდნენ ქართული ფილმებიდან ცნობილ… Continue reading ეროვნული სამოსის დღე
სკოლა პოლიგლოტის 1(გ) კლასში ჩატარდა გამოსაშვები ღონისძიება. მოსწავლეებმა წაიკთხეს ლექსები: ანბანზე, საქართველოზე, დედაზე და ზაფხულზე. შეასრულეს თემატური სიმღერები და საცეკვაო ნომრები. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორს მარიამ ხუსკივაძეს.
სკოლა პოლიგლოტის I (ა) კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ანა მუმლაძესთან ერთად წარმოგვიდგინეს პირველი კლასის დამამთავრებელი ღონისძიება. მოსწავლეებმა შეასრულეს შემაჯამებელი თემატური სიმღერები, ლექსები და შესანიშნავი ცეკვები. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ანა მუმლაძეს ასეთი სახალისო ღონისძიების ორგანიზებისათვის და მშობლებს აქტიური ჩართულობისათვის.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ისტორიის კლუბის ხელმძღვანელმა, თინათინ დორეულმა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, მელანო ჩოკორაიამ განახორციელეს პროექტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს: მე-7(ა,ბ), მე-8 (ა,ბ) და მე-9 კლასის მოსწავლეებმა. პროექტის ფარგლებში წარმოადგინეს სხვადასხვა სახის აქტივობა: • მოხსენებები და პრეზენტაციები, რომლებიც მიზნად ისახავდა დამოუკიდებლობის აქტის ისტორიული კონტექსტის გაანალიზებას და იმ სოციალური, პოლიტიკური და კულტურული გარემოებების შეფასებას, რომლებმაც… Continue reading დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება
სკოლა პოლიგლოტში ჩატარდა მე- 12 კლასის მოსწავლეების “ბოლო ზარი”. ღონისძიება იყო ძალიან საინტერესო და ამაღელვებელი. სკოლა პოლიგლოტი ულოცავს მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას და უსურვებს მათ ულევ სიხარულს, ბედნიერებასა და წარმატებას მომავალში!
სკოლა პოლიგლოტი გილოცავთ ეროვნული სამოსის დღეს! სკოლა პოლიგლოტის მე-7 (ა) კლასის მოსწავლეებმა მუსიკის მასწავლებელთან, თამთა ცანავასთან და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან, მელანო ჩოკორაიასთან ერთად ჩაატარეს ეროვნული სამოსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. მოსწავლეებმა ისაუბრეს საქართველოს, ქართული კულტურისა და ტრადიციების,საქართველოს ჰიმნისა და დროშის, ქართული ცეკვისა და მრავალხმიანობის შესახებ. შეასრულეს პატრიოტული თემატიკის სიმღერები. ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში ეროვნული… Continue reading ეროვნული სამოსის დღე