277434798_3048791195334857_8538478073891513546_n

ღონისძიებები

26 მაისი, 2025

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ისტორიის კლუბის ხელმძღვანელმა, თინათინ დორეულმა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, მელანო ჩოკორაიამ განახორციელეს პროექტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს: მე-7(ა,ბ), მე-8 (ა,ბ) და მე-9 კლასის მოსწავლეებმა. პროექტის ფარგლებში წარმოადგინეს სხვადასხვა სახის აქტივობა: • მოხსენებები და პრეზენტაციები, რომლებიც მიზნად ისახავდა დამოუკიდებლობის აქტის ისტორიული კონტექსტის გაანალიზებას და იმ სოციალური, პოლიტიკური და კულტურული გარემოებების შეფასებას, რომლებმაც… Continue reading დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება

სრულად ნახვა
23 მაისი, 2025

ბოლო ზარი

სკოლა პოლიგლოტში ჩატარდა მე- 12 კლასის მოსწავლეების “ბოლო ზარი”. ღონისძიება იყო ძალიან საინტერესო და ამაღელვებელი. სკოლა პოლიგლოტი ულოცავს მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას და უსურვებს მათ ულევ სიხარულს, ბედნიერებასა და წარმატებას მომავალში!

სრულად ნახვა
18 მაისი, 2025

ეროვნული სამოსის დღე

სკოლა პოლიგლოტი გილოცავთ ეროვნული სამოსის დღეს! სკოლა პოლიგლოტის მე-7 (ა) კლასის მოსწავლეებმა მუსიკის მასწავლებელთან, თამთა ცანავასთან და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან, მელანო ჩოკორაიასთან ერთად ჩაატარეს ეროვნული სამოსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. მოსწავლეებმა ისაუბრეს საქართველოს, ქართული კულტურისა და ტრადიციების,საქართველოს ჰიმნისა და დროშის, ქართული ცეკვისა და მრავალხმიანობის შესახებ. შეასრულეს პატრიოტული თემატიკის სიმღერები. ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში ეროვნული… Continue reading ეროვნული სამოსის დღე

სრულად ნახვა
28 მარტი, 2025

მიუზიკლი ,,უარი”

სკოლა პოლიგლოტში ჩატარდა შემოქმედებითი ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავდა არაფორმალური განათლების წახალისებას. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მე-9, მე-11 და მე-12კლასის მოსწავლეები. მათ შეასრულეს საცეკვაო ნომრები და წარმოადგინეს მიუზიკლი ,,უარი”. ღონისძიების ორგანიზატორი და მიუზიკლის სცენარის ავტორი იყო მათემატიკის მასწავლებელი და მე-11 კლასის დამრიგებელი, ზურაბ შუბითიძე. სკოლა პოლიგლოტი დიდ მადლობას უხდის მას ასეთი საინტერესო, შემოქმედებითი აქტივობის ჩატარებისათვის და მოსწავლეებში მხატვრული… Continue reading მიუზიკლი ,,უარი”

სრულად ნახვა
13 მარტი, 2025

,,დედა სიცოცხლის შემოქმედია!’’

სკოლა პოლიგლოტის მე-3(ა) კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ მაკა წურწუმიასთან ერთად წარმოადგინეს დედის დღისადმი მიძღვნილი ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია ,,დედა სიცოცხლის შემოქმედია!’’. ღონისძიება ემოციებით სავსე იყო, ბავშვების შესრულებამ, გამოხატულმა სითბომ და მადლიერებამ დედებს განსაკუთრებული ბედნიერება მიანიჭა. ბოლოს კი დედები მოიხმეს სცენაზე, საგანგებოდ მომზადებული მისალოცი ბარათები და ყვავილები გადასცეს. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მაკა წურწუმიას ასეთი შთამბეჭდავი ღონისძიების ორგანიზებისათვის და… Continue reading ,,დედა სიცოცხლის შემოქმედია!’’

სრულად ნახვა
10 მარტი, 2025

მე-4 (გ) კლასის ღონისძიება

სკოლა პოლიგლოტის მე-4 (გ) კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ღონისძიება ორ მოქმედებად. პირველ მოქმედებაში მოსწავლეებმა ფრანგულ ენაზე გააცოცხლეს ვიქტორ ჰიუგოს გენიალური რომანი “საბრალონიდან” მონაკვეთი “კოზეტა”. ხოლო მეორე მოქმედებაში დედებს მიულოცეს დედის დღე ემოციური სიტყვებით, ულამაზესი ლექსებითა და სიმღერებით. ღონისძიება იყო ძალიან შთამბეჭდავი და ემოციური. ბოლოს კი დედები მოიხმეს სცენაზე, საგანგებოდ მომზადებული მისალოცი ბარათები და ყვავილები გადასცეს. სკოლა… Continue reading მე-4 (გ) კლასის ღონისძიება

სრულად ნახვა
8 მარტი, 2025

სპექტაკლი “იავნანამ რა ჰქმნა?!”

სკოლა პოლიგლოტის მე-3 (ბ) კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელთან, მანანა ჭანტურიძესთან ერთად მშობლებს დედის დღე მიულოცეს. დადგეს სპექტაკლი “იავნანამ რა ჰქმნა?!” “იავნანა” ხომ დედაშვილობის ჰიმნია, დედისა და შვილის უანგარო სიყვარულის ამოძახილი. ბავშვებმა სამსახიობო ნიჭი, შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურეს. მონაწილეებმა სპექტაკლზე მუსიკალური ნომრები შეასრულეს – იცეკვეს, იმღერეს. ღონისძიებაში მშობლებიც მონაწილეობდნენ, რომლებმაც თავიანთ შვილებთან… Continue reading სპექტაკლი “იავნანამ რა ჰქმნა?!”

სრულად ნახვა
30 იანვარი, 2025

,,ვერის უბნის მელოდიები“

სკოლა პოლიგლოტის სცენაზე მე-5(ა) კლასის მოსწავლეებმა ,,ვერის უბნის მელოდიები“ ააჟღერეს. ბავშვებმა გიორგი შენგელაიას მიერ გადაღებული პირველი მიუზიკლი გააცოცხლეს და სცენაზე საოცარი ოსტატობით წარმოადგინეს. მათ შთამბეჭდავად გადმოსცეს ძველი თბილისური ამბავი ობოლ გოგონებზე, რომლებიც ცეკვის სტუდიაში მოხვედრაზე ოცნებობდნენ. რაც მთავარია, ყველანი დაგვარწმუნეს რომ ბნელს ნათელი ფანტავს, სიკეთე კი ბოროტებას ყოველთვის ამარცხებს. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მე-5 (ა)… Continue reading ,,ვერის უბნის მელოდიები“

სრულად ნახვა
31 დეკემბერი, 2024

მე-5 (ბ) კლასის სპექტაკლი ,,მაკნატუნა და თაგვების მეფე’’

სკოლა პოლიგლოტის მე-5 (ბ) კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ნინო ოქრუაშვილის ხელმძღვანელობით, თეოდორ ამადეუს ჰოფმანის საშობაო მოთხრობის მიხედვით სპექტაკლი ,,მაკნატუნა და თაგვების მეფე’’ წარმოგვიდგინეს. შობის ღამეს შტალბაუმების ოჯახში პატარა ფრიცი და მისი და მარი მშობლებისგან ბევრ საჩუქარს იღებენ. ბავშვები გაიცნობენ სხვა სათამაშოს – პატარა მახინჯ კაცს, სახელად მაკნატუნა, რომელმაც იცის როგორ გატეხოს მყარი თხილი. მაკნატუნას შეუძლია დაუბრუნდეს… Continue reading მე-5 (ბ) კლასის სპექტაკლი ,,მაკნატუნა და თაგვების მეფე’’

სრულად ნახვა
29 დეკემბერი, 2024

მე-7 (ბ) კლასის საახალწლო ღონისძიება

სკოლა პოლიგლოტის მე-7 (ბ) კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ნაზი ზაალიშვილთან ერთად წარმოგვიდგინეს საახალწლო ღონისძიება. მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლიტერატურული პერსონაჟები, გაითამაშეს სცენები ცნობილი ქართული მხატვრული ფილმებიდან, შეასრულეს საცეკვაო და მუსიკალური ნომრები, ისაუბრეს საახალწლო ტრადიციების შესახებ სხვადასხვა ენაზე. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ნაზი ზაალიშვილს ასეთი საინტერესო ღონისძიების ორგანიზებისათვის და მშობლებს აქტიური ჩართულობისათვის.

სრულად ნახვა
29 დეკემბერი, 2024

IV (ბ) კლასის ღონისძიება “პოლიგლოტის საშობაო ზღაპარი”

სკოლა პოლიგლოტის  IV (ბ) კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ანა ნიჟარაძესთან  ერთად წარმოგვიდგინეს საახალწლო ღონისძიება, სახელწოდებით “პოლიგლოტის საშობაო ზღაპარი”. სხვადასხვა ქვეყნის ზღაპრის პერსონაჟები გამოიპარნენ თავიანთი ზღაპრებიდან და გადაწყვიტეს სკოლა პოლიგლოტში შეღწევა, რადგან გაიგეს, რომ ,,პოლიგლოტში’’ ზღაპრული ღონისძიებაა.  სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის  ანა ნიჟარაძეს  ასეთი სახალისო ღონისძიების ორგანიზებისათვის და მშობლებს აქტიური ჩართულობისათვის.

სრულად ნახვა
28 დეკემბერი, 2024

მე-7 (ა) კლასის ღონისძიება – ,,ძველი ქართული ფილმების ახალი სიცოცხლე”

სკოლა პოლიგლოტის მე-7 (ა) კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ მელანო ჩოკორაიასთან და მუსიკის მასწავლებელ თამთა ცანავასთან ერთად წარმოადგინეს ღონისძიება – ,,ძველი ქართული ფილმების ახალი სიცოცხლე”. მოსწავლეებმა გააცოცხლეს ცნობილი და განსაკუთრებით დასამახსოვრებელი სცენები ქართული ფილმებიდან, რითაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნეს, რომ ეს ფილმები ჩვენი იდენტობის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია. ამ ფილმების მეშვეობით ჩვენ არა მხოლოდ ვიხსენებთ ისტორიას, არამედ ვაცოცხლებთ… Continue reading მე-7 (ა) კლასის ღონისძიება – ,,ძველი ქართული ფილმების ახალი სიცოცხლე”

სრულად ნახვა
27 დეკემბერი, 2024

ll (გ) კლასის ღონისძიება – “საახალწლო სურვილი”

სკოლა პოლიგლოტის ll (გ) კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ სოფო მუმლაძესთან ერთად წარმოგვიდგინეს ღონისძიება – “საახალწლო სურვილი”. ბავშვებმა ერთად ჩაუთქვეს სურვილი რომ თოვლის ბაბუა მოსულიყო, გაახალისეს ღონისძიება საახალწლო სიმღერებით, ლექსებით, გამოცანებითა და ცეკვებით. დასასრულს კი თოვლის ბაბუამ საჩუქრებიც დაარიგა. მოსწავლეებმა არაჩვეულებრივად მათთვის განკუთვნილი მოირგეს როლები და მაყურებელს საოცარი ემოციებით სავსე წუთები აჩუქეს. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის სოფო… Continue reading ll (გ) კლასის ღონისძიება – “საახალწლო სურვილი”

სრულად ნახვა
26 დეკემბერი, 2024

მე-2 (ბ) კლასის სპექტაკლი ,,თოვლის ბაბუის დაბრუნება”

სკოლა პოლიგლოტის მე-2 (ბ) კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ ნინო ჯვებენავასთან ერთად დადგეს სპექტაკლი ,,თოვლის ბაბუის დაბრუნება”. პატარა მსახიობებმა საოცარი ემოციებით და წარმოსახვით გააცოცხლეს ზღაპრული პერსონაჟები. მათმა შესრულებულმა სიმღერებმა და საცეკვაო ნომრებმა, მაყურებელთა გულები გაათბო და ზღაპრული ატმოსფერო შექმნა. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ნინო ჯვებენავას ასეთი შთამბეჭდავი ღონისძიების ორგანიზებისათვის. ასევე მადლობა, მუსიკის მასწავლებელს ანი ზაზაშვილს, რომელმაც მუსიკალურად… Continue reading მე-2 (ბ) კლასის სპექტაკლი ,,თოვლის ბაბუის დაბრუნება”

სრულად ნახვა
26 დეკემბერი, 2024

I (გ) კლასის ღონისძიება- ,,ახალი წლის ჯადოსნობა”

სკოლა პოლიგლოტის I (გ) კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ მარიამ ხუსკივაძესთან ერთად წარმოგვიდგინეს საახალწლო ღონისძიება, სახელწოდებით ,,ახალი წლის ჯადოსნობა”. პატარებმა სიმღერებით, ლექსებითა და ცეკვებით ჯადოსნურად ლამაზი შემოაბრძანეს ახალი წელი და ყველა სიხარულის კორიანტელში გაახვიეს. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მარიამ ხუსკივაძეს ასეთი საინტერესო ღონისძიების ორგანიზებისათვის და მშობლებს აქტიური მხარდაჭერისათვის

სრულად ნახვა