277434798_3048791195334857_8538478073891513546_n

სიახლეები

12 თებერვალი, 2026

ლიტერატურული კლუბის წევრები თეატრში

სკოლა პოლიგლოტის ლიტერატურული კლუბის წევრები იმყოფებოდნენ თავისუფალ თეატრში, სადაც დაესწრნენ დათო ტურაშვილის ნაწარმოებ ,,ჯინსების თაობის” სასცენო წარმოდგენას, რომელიც ეძღვნება თვითმფრინავის ბიჭების ტრაგიკულ ისტორიას. სპექტაკლამდე კლუბის წევრებმა შეისწავლეს და წაიკითხეს აღნიშნული ლიტერატურული ტექსტი, რის შედეგადაც თეატრალური წარმოდგენა მათთვის იქცა არა მხოლოდ ესთეტიკურ გამოცდილებად, არამედ ტექსტის სიღრმისეული გააზრებისა და ინტერპრეტაციის შესაძლებლობად. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ლიტერატურული კლუბის… Continue reading ლიტერატურული კლუბის წევრები თეატრში

სრულად ნახვა
10 თებერვალი, 2026

მე-4(ა,ბ) კლასის მოსწავლეები თეატრში

სკოლა პოლიგლოტის მე-4(ა,ბ) კლასის მოსწავლეები დამრიგებლებთან ერთად იმყოფებოდნენ ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, სპექტაკლზე ,,ოდისეა”. სპექტაკლს ლიტერატურულ საფუძვლად მითოლოგია უდევს. წარმოდგენას ორი მთავარი პერსონაჟი ყავს, ,,ხორციელი” ადამიანი და ანიმაციური გმირი-ოდისევსი. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის დამრიგებლებს – მაკა ტოფაძესა და თამარ ჯანხოთელს საინტერესო კლასგარეშე აქტივობის ორგანიზებისათვის და მშობლებს აქტიური ჩართულობისთვის.

სრულად ნახვა
9 თებერვალი, 2026

ექსკურსია თბილისის ისტორიულ უბნებში

სკოლა პოლიგლოტის ლიტერატურული კლუბის წევრები კლუბის ხელმძღვანელ მელანო ჩოკორაიასთან ერთად თბილისის ისტორიულ უბნებში იმყოფებოდნენ. მათ მოინახულეს სამების საკათედრო ტაძარი, მეტეხის ტაძარი და დაათვალიერეს ძველი თბილისის უბნები. თბილისი ქართულ პოეზიაში წარმოჩენილია როგორც სიმბოლური და ემოციური სივრცე, სადაც ისტორიული მეხსიერება, ეროვნული იდენტობა და პირადი განცდები ერთიანდება. შესაბამისად აღნიშნული აქტივობა ემსახურებოდა ლიტერატურის, ისტორიისა და სივრცის ურთიერთკავშირის გააზრებას. სკოლა… Continue reading ექსკურსია თბილისის ისტორიულ უბნებში

სრულად ნახვა
7 თებერვალი, 2026

კონფერენცია თემაზე: ქართველი წმინდანი მეფე – ვახტანგ I გორგასალი

სკოლა პოლიგლოტის ისტორიის მკვლევართა და მემატიანეთა კლუბის წევრებმა ხელმძღვანელ თინათინ დორეულთან ერთად ჩაატარეს კონფერენცია თემაზე: ქართველი წმინდანი მეფე – ვახტანგ I გორგასალი. კონფერენციაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები: მეფის ოჯახსა და გამეფების ისტორიაზე, მის ძლევამოსილ ლაშქრობებზე, ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის მინიჭებასა და ქალაქების დაარსებაზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ვახტანგ გორგასლის ინიციატივით აგებულ ბოლნისის სიონის ტაძარზე შემორჩენილ უძველეს ქართულ წარწერაზე.… Continue reading კონფერენცია თემაზე: ქართველი წმინდანი მეფე – ვახტანგ I გორგასალი

სრულად ნახვა
6 თებერვალი, 2026

ღია გაკვეთილი თემაზე: ,,ბუნებრივი მოვლენები და ჰაერის ტემპერატურა”

სკოლა პოლიგლოტის მე-3 (გ) კლასში, ბუნების მასწავლებელმა, ანა მუმლაძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე: ,,ბუნებრივი მოვლენები და ჰაერის ტემპერატურა”. გაკვეთილის მიზანი იყო შესწავლილი მასალის შეჯამება და განმტკიცება. მოსწავლეებმა დიდი მონდომებით სხვადასხვა დავალება და გასმოავლინეს კარგი საგნობრივი ცოდნა. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ანა მუმლაძეს შემოქმედებითი და საინტერესო გაკვეთილის ჩატარებისათვის.

სრულად ნახვა
5 თებერვალი, 2026

ღია გაკვეთილი თემაზე – „იმერეთი“

სკოლა პოლიგლოტის მე-5 (ა, ბ) კლასებში ისტორიის მასწავლებელმა თინათინ დორეულმა ჩაატარა გაერთიანებული ღია გაკვეთილი თემაზე – „იმერეთი“. მოსწავლეებმა ისაუბრეს იმერეთის ისტორიულ მნიშვნელობაზე, ადგილმდებარეობაზე, დასახლების ტიპებზე, მეურნეობის დარგებსა და მის კურორტებზე. ასევე, წარმოადგინეს პრეზენტაციები იმერეთის კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის შესახებ. მათ შექმნეს ეთნოგრაფიული იმერული საცხოვრებელი სახლის მაკეტები (ოდა სახლები) და სხვა მატერიალური, ყოფა-ცხოვრების ამსახველი ნივთები (ჭური,… Continue reading ღია გაკვეთილი თემაზე – „იმერეთი“

სრულად ნახვა
4 თებერვალი, 2026

საჯაროდ წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე

საჯაროდ წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე 2010 წლიდან აღინიშნება. ამ დღის აღსანიშნავად, სკოლა პოლიგლოტში არსებული ლიტერატურული კლუბის ინიციატივით, მე-5(ა,ბ,გ) კლასების მოსწავლეებმა საჯაროდ წაიკითხეს გიორგი კეკელიძის ახალი წიგნი „კუპატას თავგადასავალი“. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ კუპატას ისტორიას, ნახეს რეალური ისტორიის მიხედვით შექმნილი ანიმაცია და მიიღეს ინფორმაცია სახელმძღვანელოს ავტორზე. აღნიშნულმა ღონისძიებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა კითხვის მნიშვნელობა მოსწავლეთა შემეცნებითი და… Continue reading საჯაროდ წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე

სრულად ნახვა
24 იანვარი, 2026

ღია კარის დღე

21 თებერვალს, 13:00 საათზე, სკოლა პოლიგლოტი გიწვევთ ღია კარის დღეზე. ღია კარის დღის ფარგლებში თქვენ: გაიგებთ დეტალურ ინფორმაციას სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ; გაიცნობთ სკოლის ადმინისტრაციას და მასწავლებლებს; გაიგებთ რა საერთაშორისო შესაძლებლობებს გთავაზობთ სკოლა; დეტალურად დაათვალიერებთ სკოლის ყველა სივრცეს; და გაიგებთ თქვენთვის საინტერესო ყველა დეტალს. ღია კარის დღეზე დასასწრებად, გთხოვთ, დარეგისტრირდით: https://forms.gle/5sYCq1YWvo9wCNzb7 ჩვენი მისამართია: გუდამაყრის ქ.… Continue reading ღია კარის დღე

სრულად ნახვა
15 იანვარი, 2026

პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო

სკოლა პოლიგლოტში პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო! სკოლა პოლიგლოტი ტრადიციულად გთავაზობთ ხარისხიან განათლებას, როგორც ფორმალურს, ასევე არაფორმალურს: უცხო ენების გაძლიერებულ სწავლებას საერთაშორისო პროგრამებით; მათემატიკის გაძლიერებულ სწავლებას საერთაშორისო პროგრამებით; სწავლების თანამედროვე, მრავალფეროვან მეთოდებს და გაცვლით საერთაშორისო პროგრამებს; პროფესიონალ მასწავლებლებს; გახანგრძლივებულ სწავლებას; ორჯერად კვებას; სხვადასხვა შემეცნებით თუ სპორტულ წრეებს. რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ბმულს: https://shorturl.at/frvzY გახდი სკოლა პოლიგლოტის მოსწავლე და შეიქმენი… Continue reading პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო

სრულად ნახვა
31 დეკემბერი, 2025

საახალწლო მიუზიკლი ,,საახალწლო კარნავალი ზღაპრის პერსონაჟებთან ერთად”.

სკოლა პოლიგლოტის მე-3 (გ) კლასის მოსწავლეებმა, მათემატიკის მასწავლებელ, სოფო მუმლაძესთან ერთად დადგეს საახალწლო მიუზიკლი ,,საახალწლო კარნავალი ზღაპრის პერსონაჟებთან ერთად”. ბავშვებმა იმოგზაურეს ზღაპრების სამყაროში, იმღერეს სიმღერები და ცეკვითაც გაახალისეს აუდიტორია. ეს იყო ძალინ მხიარული, სათავგადასავლო, თბილი და გულწრფელი ემოციებით სავსე წარმოდგენა. მიუზიკლში მოსწავლეებმა დიდი მონდომებით გააცოცხლეს ზღაპრის პერსონაჟები. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის სოფო მუმლაძეს საინტერესო საახალწლო… Continue reading საახალწლო მიუზიკლი ,,საახალწლო კარნავალი ზღაპრის პერსონაჟებთან ერთად”.

სრულად ნახვა
31 დეკემბერი, 2025

ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო „სიყვარული და იუმორი ნოდარ დუმბაძის ლიტერატურულ სამყაროში“

სკოლა პოლიგლოტის მე-8 (ა) კლასში მუსიკის მასწავლებელმა თამთა ცანავამ და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მელანო ჩოკორაიამ ჩაატარეს ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო თემაზე: „სიყვარული და იუმორი ნოდარ დუმბაძის ლიტერატურულ სამყაროში“. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ნოდარ დუმბაძის ბიოგრაფიისა და შემოქმედების შესახებ. ასევე, შეასრულეს მუსიკალური ნომრები. ინტეგრირებულმა პროექტმა სასწავლო პროცესის გახადა მრავალმხრივი და საინტერესო. მოსწავლეების აქტიურმა ჩართულობამ ხელი… Continue reading ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო „სიყვარული და იუმორი ნოდარ დუმბაძის ლიტერატურულ სამყაროში“

სრულად ნახვა
30 დეკემბერი, 2025

საახალწლო ღონისძიება ,,ელფების დიდი ჯადოქრობა”

სკოლა პოლიგლოტის მე-2(ბ) კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ მაია ხუტუნიშვილთან ერთად წარმოადგინეს საახალწლო ღონისძიება – „ელფების დიდი ჯადოქრობა“. სცენარის მიხედვით, პატარა ელფები დიდი დღესასწაულისთვის ემზადებოდნენ, თუმცა მოულოდნელმა ამბავმა ყველაფერი შეცვალა — სანტა ცუდად გახდა და სათამაშოების დამზადება-დარიგება ელფებს დაევალათ. დროის სიმცირის გამო მათ დროის ელფებს სთხოვეს დახმარება და ლექსების, სიმღერების, ცეკვისა და მხიარული ეპიზოდების დახმარებით დროის შეჩერებაც… Continue reading საახალწლო ღონისძიება ,,ელფების დიდი ჯადოქრობა”

სრულად ნახვა
30 დეკემბერი, 2025

საახალწლო ღონისძიება ,,შობის ჯადოსნური ღამე”

სკოლა პოლიგლოტის მე-4(ბ) კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ თამარ ჯანხოთელთან ერთად წარმოადგინეს საახალწლო ღონისძიება, სახელწოდებით ,,შობის ჯადოსნური ღამე”. მოსწავლეებმა ისაუბრეს შობის სასწაულზე, ნაძვის ხის მორთვის ტრადიციაზე, წარმოაჩინეს საქართველოს სხვადასხვა კუთხის განსხვავებული საახალწლო სამზადისი. წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს ცეკვები და საახალწლო სიმღერები. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის თამარ ჯანხოთელს ასეთი საინტერესო ღონისძიების ორგანიზებისათვის. ასევე, მუსიკის მასწავლებელ ანი ზაზაშვილს, ინგლისური ენის… Continue reading საახალწლო ღონისძიება ,,შობის ჯადოსნური ღამე”

სრულად ნახვა
30 დეკემბერი, 2025

ღონისძიება ,,ზამთრის ზღაპარი”

სკოლა პოლიგლოტში მე-3 (ა) კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ნონა წამალაშვილთან ერთად წარმოადგინეს ღონისძიება ,,ზამთრის ზღაპარი”, რომელიც დაიდგა ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპრის ,,თოვლის დედოფლის” მიხედვით. ბავშვებმა სცენაზე გააცოცხლეს სხვადასხვა ზღაპრის პერსონაჟები. მათ ლექსებით, ცეკვებითა და სიმღერებით მოგვილოცეს დამდეგი 2026 წელი. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ნონა წამალაშვილს, საინტერესო ღონისძიების ორგანიზებისთვის, მუსიკის პედაგოგ ანი ზაზაშვილს მუსიკალური გაფორმებისთვის, ხელოვნების პედაგოგ… Continue reading ღონისძიება ,,ზამთრის ზღაპარი”

სრულად ნახვა
29 დეკემბერი, 2025

საახალწლო ღონისძიება ,,ჯადოსნური ახალი წელი”

სკოლა პოლიგლოტის მე-2 (ა) კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ანა მუმლაძესთან ერთად ჩაატარეს საახალწლო ღონისძიება ,, ჯადოსნური ახალი წელი”. მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერები, წაიკითხეს ლექსები და წარმოგვიდგინეს შესანიშნავი საცეკვაო ნომრები. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ანა მუმლაძეს ასეთი ლამაზი ღონისძიების ორგანიზებისათვის და მშობლებს აქტიური ჩართულობისათვის.

სრულად ნახვა