სკოლა პოლიგლოტის მე-3(ბ) კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ მარიამ მჭედლიშვილთან ერთად წარმოადგინეს ღონისძიება – ,,ჯადოსნური ახალი წელი”. ოთხი მეგობარი ახალ წელს ინატრებს, რომ მათთან ერთად სხვადასხვა პერსონაჟმა გაატაროს დღესასწაული. ბავშვების სურვილი ხდება და წიგნებიდან გადმოდიან მათთვის საყვარელი გმირები. სადღესასწაულო განწყობას ყველანი ქმნიან საახალწლო ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვით. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მარიამ მჭედლიშვილს საინტერესო საახალწლო ღონისძიების ორგანიზებისთვის… Continue reading ღონისძიება-,,ჯადოსნური ახალი წელი”
სკოლა პოლიგლოტის I (გ) კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელთან ნინო კიკაძესთან ერთად საახალწლო ზეიმი „ნაძვის ხის საიდუმლო“ წარმოადგინეს. პატარა მსახიობებმა დიდი მონდომებით, სიხარულითა და სიყვარულით გააცოცხლეს საახალწლო ზღაპარი, ლექსებითა და სიმღერებით კი შექმნეს დაუვიწყარი განწყობა. ღონისძიება სავსე იყო ბავშვური ემოციებით, ღიმილითა და საახალწლო ჯადოსნობით. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ნინო კიკაძეს საინტერესო საახალწლო ღონისძიების ორგანიზებისთვის, მოსწავლეებს მონაწილეობისთვის და… Continue reading საახალწლო ზეიმი „ნაძვის ხის საიდუმლო“
სკოლა პოლიგლოტის I (ა) კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელთან თამარ რიჟამაძესთან ერთად საახალწლო მეჯლისი გამართეს. პატარებმა დიდი მონდომებითა და ენთუზიაზმით მაყურებლის წინაშე წარადგინეს: ლექსები, სიმღერები და ცეკვები. დაკარგული ვარსკვლავის ძიებაში იმოგზაურეს სიცილის, სიზმრებისა და სიყვარულის ქვეყნებში. ღონისძიების ბოლოს კი მათ თოვლის ბაბუა ესტუმრა და საჩუქრები დაურიგა. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის თამარ რიჟამაძეს საინტერესო საახალწლო ღონისძიების ორგანიზებისთვის, მოსწავლეებს… Continue reading I (ა) კლასის საახალწლო მეჯლისი
სკოლა პოლიგლოტის I (ბ) კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ სოფიო შერმაზანაშვილთან ერთად წარმოადგინეს ღონისძიება – ,,საშობაო საოცრება პოლიგლოტში’’. სკოლა პოლიგლოტს განსაკუთრებული სტუმრები – ჯადოსნური ელფები ეწვივნენ. მოსწავლეებმა დიდი მონდომებით შეასრულეს საშობაო ცეკვები, სიმღერები, წაიკითხეს ლექსები, რითაც დაიმსახურეს საჩუქრები თოვლის ბაბუასგან. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის სოფიო შერმაზანავილს საინტერესო საახალწლო ღონისძიების ორგანიზებისთვის, მოსწავლეებს მონაწილეობისთვის და მშობლებს აქტიური ჩართულობისთვის.
სკოლა პოლიგლოტის მე-2 (გ) კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ანი ჭელიძესთან ერთად წარმოადგინეს ღონისძიება – “სანტა კლაუსი და ზღაპრის პერსონაჟები”. სკოლა პოლიგლოტს განსაკუთრებული სტუმრები – ზღაპრის პერსონაჟები ეწვივნენ. პატარებმა მონდომებით წაიკითხეს საახალწლო ლექსები და შეასრულეს სიმღერები, რითაც სანტა კლაუსის მოწონება დაიმსახურეს და საჩუქრებიც მიიღეს. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ანი ჭელიძეს საინტერესო საახალწლო ღონისძიების ორგანიზებისთვის, მოსწავლეებს ღონისძიების კარგად… Continue reading ღონისძიება – “სანტა კლაუსი და ზღაპრის პერსონაჟები”
სკოლა პოლიგლოტის მე-4 (ა) კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ, მაკა წურწუმიასთან ერთად დადგეს სპექტაკლი ,,ახალი წელი სხვენზე’’, ვაჟა-ფშაველას ცნობილი ნაწარმოების ,,სათაგურის’’ მიხედვით. ეს იყო თბილი და გულწრფელი ემოციებით სავსე წარმოდგენა. სპეკტაკლში მოსწავლეებმა დიდი მონდომებით გააცოცხლეს ნაწარმოების გმირები. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მაკა წურწუმიას საინტერესო საახალწლო ღონისძიების ორგანიზებისთვის, მოსწავლეებს დიდი მონდომებისათვის და მშობლების აქტიური… Continue reading სპექტაკლი ,,ახალი წელი სხვენზე’’
სკოლა პოლიგლოტის მე-5 (გ) კლასში განხორციელდა პროექტი ,,იმერელთა ყოფა-ცხოვრება და დასახლების ტიპები ”. მოსწავლეებმა აქტივობის ფარგლებში დაამზადეს იმერელთა საცხოვრებელი სახლები და სხვადასხვა ტიპის საყოფაცხოვრებო ნივთები სოფლის მეურნეობისა თუ მევენახეობისათვის განკუთვნილი. ასევე, დახატეს იმერეთის ულამაზესი პეიზაჟები. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის პროექტის ხელმძღვანელს ნაზი ზაალიშვილს, ასეთი საინტერესო აქტივობის ორგანიზებისათვის.
სკოლა პოლიგლოტის მე-8 (ა) კლასში სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა ხატია ჭილავამ და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მელანო ჩოკორაიამ ჩაატარეს ინტეგრირებული ვიქტორინა ,,ცოდნის კარიბჭე“. ვიქტორინა შედგებოდა ორი ძირითადი ნაწილისგან, ხოლო მესამე ეტაპი წარმოადგენდა კაპიტნის ტურს. აქტივობის ფარგლებში გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი და საუკეთესო კაპიტანი. ვიქტორინამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა გუნდური მუშაობისა თუ ლიდერული უნარების განვითარებას და საგნობრივი ცოდნის… Continue reading ვიქტორინა ,,ცოდნის კარიბჭე“
სკოლა პოლიგლოტი წლებია თანამშრომლობს ISM University of Management and Economics-თან (ლიეტუვა, ვილნიუსი). ამ თანმშრომლობის ფარგლებში ჩვენი საბაზო საფეხურის მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღოთ საერთასორისო პროგრამაში- ISM Business Class. ჩვენის სკოლის მოსწავლეები წელსაც აქტიურად ჩაერთნენ ISM Business Class 2025–2026 პროგრამაში. პროექტი მოიცავს 5 სხვადასხვა სესიას, სადაცმოსწავლეები გაეცნობიან ისეთ მნიშვნელოვანთემებს, როგორიცაა: მრავალფეროვნების მაგია როცა მარკეტინგი AI-ს უკავშირდება:… Continue reading SM University of Management and Economics-თან (ლიეტუვა, ვილნიუსი)
სკოლა პოლიგლოტის მე-6 (ბ) კლასის მოსწავლეები სტუმრად იმყოფებოდნენ ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, სადაც გაიმართა საორგანო მუსიკის კონცერტი, მანანა დოიჯაშვილის სახელობის XXVll საერთაშორისო ფესტივალის ციკლიდან ,,საახალწლო მუსიკალური შეხვედრები”. კონცერტის მასპინძელი, მუსიკოს-შემსრულებელი რომან კრასნოვსკი (უკრაინა/ისრაელი) გახლდათ. საკონცერტო რეპერტუარში წარმოდგენილი იყო ბაროკოს, რომანტიზმისა და თანამედროვე, XX საუკუნის კომპოზიტორთა ნაწარმოებები. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მუსიკის მასწავლებელ თამთა… Continue reading მე-6 (ბ) კლასი კონსერვატორიაში
სკოლა პოლიგლოტის მე-4(ა,ბ) კლასის მოსწავლეები დამრიგებლებთან ერთად იმყოფებოდნენ ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, სპექტაკლზე ,,საშობაო სიმღერა”. სპექტაკლი დადგმულია ჩარლზ დიკენსის მოთხრობის მიხედვით. მთავარი გმირი, ებენიზერ სკრუჯი, სულებთან ერთად დიდ მოგზაურობაში, ისწავლის გულწრფელობის დაფასებას, დაიჯერებს რომ არსებობს ემპათია და უპირობო სიყვარული. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის დამრიგებლებს – მაკა ტოფაძესა და თამარ ჯანხოთელს საინტერესო კლასგარეშე აქტივობის… Continue reading მე-4(ა,ბ) კლასი თეატრში
სკოლა პოლიგლოტის მასწავლებლის მორიგი საერთაშორისო წარმატება. სკოლა პოლიგლოტი დიდი სიხარულით ულოცავს მუსიკის მასწავლებელ ანი ზაზაშვილს საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებას. ის გახდა “სულიკო”-სა და “Diamonds voice”-ის ორ გზის “გრანპრის” მფლობელი. კონკურსი ჩატარდა ჩეხეთში, ქალაქ კარლოვი-ვარში.
სკოლა პოლიგლოტის მე-4 (ბ) კლასის მოსწავლეები დამრიგებელ თამარ ჯანხოთელთან ერთად იმყოფებოდნენ ნინოშვილის მარანში. მოსწავლეებს ჩაუტარდათ ტრადიციული ქართული კერძების მატერკლასები: ხინკლის მომზადება; ხაჭაპურისა და ლობიანის ცხობა; ჩურჩხელების ამოვლება. ისინი აქტიურად ჩაერთნენ პროცესში და დრო საინტერესოდ გაატარეს. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის თამარ ჯანხოთელს ასეთი საინტერესო აქტივობის ორგანიზებისათვის და მშობლებს აქტიური ჩართულობისათვის.
სკოლა პოლიგლოტის მე-9(ბ) კლასში ჩატარდა ღია – ინტეგრირებული გაკვეთილი ინგლისურ ენასა და ქიმიაში, თემაზე: ,,მჟავა, ტუტე და მარილები – მათი თვისებები და პრაქტიკული დანიშნულება’’. გაკვეთილი მოიცავდა მრავალფეროვან აქტივობებსა და პრაქტიკულ სამუშაოებს. მოსწავლეებმა ქართულ და ინგლისურ ენებზე გაარჩიეს ნაერთები კლასების, თვისებების, ფერის ცვლილებებისა და რეაქციების მიხედვით. ასევე დაადგინეს ხსნარების PH, ამოხსნეს ლაკმუსის ქაღალდის მუშაობის პრინციპი და… Continue reading ღია – ინტეგრირებული გაკვეთილი მე-9(ბ) კლასში
სკოლა პოლიგლოტის მე-4 (ბ)კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი ბუნებაში თემაზე: ,,მცენარეები”. მოსწავლეებმა წინარე ცოდნაზე დაყრდნობით, გაიხსენეს ცოცხალი სამყაროს ოთხი სამეფო, დაასახელეს მცენარის ნაწილები და მნიშვნელობა, გამრავლების ტიპები და თავისებურებები, განასხვავეს მცენარეთა თესლები. დაადგინეს წიწვოვან და ყვავილოვან მცენარეებს შორის მსგავსება-განსხვავება, გაეცნენ მწერიჭამია მცენარეებს. უყურეს საინტერესო ვიდეო მასალებს, შეასრულეს არაერთი საინტერესო აქტივობა და მოსწავლეებმა სიღრმისეული ცოდნა გამოამჟღავნეს. სკოლა… Continue reading ღია გაკვეთილი მე-4 (ბ)კლასში