სიახლეები

არქივი

ცეკვის წრე პოლიგლოტში

სკოლა “პოლიგლოტის” აკადემიასთან არსებული ცეკვის სტუდია აცხადებს 6-დან 15 წლამდე ასაკის მოსწავლეების მიღებას. სტუდიას უხელმძღვანელებენ ნია ჭაკნელიძე და ანდრო ცინცაძე . დაინტერესებულ მშობლებს გთხოვთ მოგვმართოთ პარასკევს , 23 სექტემბერს 5 საათზე. პედაგოგები წარმოადგენენ სამუშაო პროგრამას და უპასუხებენ თქვენ მიერ დასმულ კითხვებს.

სრულად ნახვა

ფოლკლორული სტუდია პოლიგლოტში

სკოლა “პოლიგლოტის” აკადემიასთან არსებული ფოლკლორული სტუდია აცხადებს 6-დან 15 წლამდე ასაკის მოსწავლეების მიღებას. სტუდიაში შეისწავლება ქართული ხალხური და ქალაქური სიმღერები აკაპელაში და შემდეგი ინსტრუმენტების თანხლებით: ფანდური,ბას-ფანდური,სალამური,დასარტყამი ინსტრუმენტები. სწავლის ღირებულებაა თვეში 70 ლარი. ანსამბლის ხელმძღვანელია ხათუნა კაზიშვილი. ქასთინგი ჩატარდება კვირას 12 საათზე სკოლა პოლიგლოტში. გელოდებით!

სრულად ნახვა
15 სექტემბერი, 2022

გილოცავთ ახალ 2022-2023 სასწავლო წელს !

სკოლა პოლიგლოტი დიდი სიყვარულით ულოცავს პოლიგლოტელებს და ყველა მოსწავლეს ახალი 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებას. გისურვებთ ულევ წარმატებას,ბედნიერებასა და ნაყოფიერ სასწავლო წელს. 

სრულად ნახვა

ერთიანი ეროვნული გამოცდები

სკოლა პოლიგლოტი მეთორმეტე კლასელებს უსურვებს დიდი წარმატებას ეროვნულ გამოცდებზე. ჩვენ გვჯერა, რომ ისინი ძალიან წარმატებით ჩააბარებენ გამოცდებს !

სრულად ნახვა

გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების ჩამონათვალი კლასების მიხედვით

მოგესალმებით , ძვირფასო პოლიგლოტელებო, გილოცავთ ახალი 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებას, გისურვებთ წარმატებულ და შემოქმედებით ახალ სასწავლო წელს. გთავაზობთ გრიფირებული სახელმძღვანელოების ჩამონათვალს, მოგახსენებთ, ინგლისური ენასა და ფრანგული ენაში გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოებს აღარ გავდივართ, ამიტომ ჩამონათვალში არ არის. როდესაც დაიწყება სწავლა, უცხო ენების პედაგოგები მოგაწვდიან ინფორმაციას. I კლასი 1.მშობლიური ენა – შპს ,,გამომცემლობა დიოგენე” – დ. ნაზირიშვილი ,… Continue reading გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების ჩამონათვალი კლასების მიხედვით

სრულად ნახვა

ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა

სკოლა “პოლიგლოტი” ულოცავს მეთორმეტე კლასელებს ეროვნული გამოცდების წარმატებით დასრულებას და სტუდენტობას ! აღსანიშნავია , რომ პოლიგლოტის კურსდამთავრებულები მოეწყვნენ რეიტინგულ უნივერსიტეტებში, მათთვის სასურველ ფაკულტეტებზე გრანტებით! ვუსურვებთ მათ ულევ წარმატებას და ბედნიერ სტუდენტობას! სკოლა “პოლიგლოტის” ადმინისტრაცია

სრულად ნახვა
20 აგვისტო, 2022

სწავლა-სწავლების თანამედროვე სტრატეგიების გამოყენება ჭადრაკის სწავლებისას დაწყებით საფეხურზე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბატონ მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, 2022-2023 სასწავლო წლიდან მოსწავლეები ჭადრაკს პირველ კლასში შეისწავლიან.სკოლა ,,პოლიგლოტი” სიხარულით შეხვდა ამ სიახლეს, რადგან სკოლაში ჭადრაკი არის დაწყებით ეტაპზე სავალდებულო საგანი. ამ სიახლის ფარგლებში მასწავლებელთა სახლისა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ერთობლივი ძალისხმევით დაიგეგმა მასწავლებელთა გადამზადების ტრენინგები როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლების მასწავლებლებისათვის, თემაზე: „სწავლა-სწავლების თანამედროვე სტრატეგიების… Continue reading სწავლა-სწავლების თანამედროვე სტრატეგიების გამოყენება ჭადრაკის სწავლებისას დაწყებით საფეხურზე

სრულად ნახვა
15 აგვისტო, 2022

ეროვნული კონფერენცია

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში წარმატებით მიმდინარეობს ზოგადი განათლების რეფორმა, რომლის ფარგლებშიც გაიმართა ეროვნული რესპუბლიკური კონფერენცია. კონფერენციაში მონაწილეობდნენ სკოლა ,,პოლოგლოტის“ პედაგოგები ანა ჯავახიშვილი და ნათია კოხოძე. ისინი წარმატებით წარსდგნენ ეროვნულ კონფერენციაზე და კოლეგებისგან მოწონება დაიმსახურეს. ანა ჯავახიშვილმა და ნათია კოხოძემ დიდი მადლობა გადაუხადეს კოლეგებს მხარდაჭერისთვის და ბატონ ნიკო სილაგაძეს, ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტს, რომლის ძალისხმევით წარიმართა… Continue reading ეროვნული კონფერენცია

სრულად ნახვა

ტვინების ბრძოლა

სკოლა ,,პოლიგლოტის“ მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს პირველ სასკოლო ოლიმპიადაში, რომელიც ფინურ სტანდარტებზე დაყრდნობით ჩატარდა. ერთი ტესტი მოიცავდა ოთხ საგანს – კომბინირებული ამოხსნებით . ოლიმპიადა განკუთვნილი იყო ინტელექტის მოყვარული და წარმატებული მოსწავლეებისათვის. ოლიმპიადა უკლებლივ ყველა მოსწავლემ დაძლია უმაღლესი შეფსებით , ვულოცავთ წარმატებას ჩვენს უჭკვიანეს მოსწავლეებს და ვუსურვებთ მომავალშიც უამრავ წარმატებასა და გამარჯვებას.

სრულად ნახვა

ესეების კონკურსი

სკოლა ,,პოლიგლოტს“ გაფორმებული აქვს მემორანდუმი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან და აქტიურად არის ჩართული უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ სხვადასხვა აქტივობასა თუ პროექტში. ამჯერად კავკასიის საერთაშორისო უნივერსისტეტმა ჩაატარა ესეების კონკურსი სადაც ჩვენი სკოლის მე-10-მე-11 კლასის მომსწავლეებმა: ელდინო ჯინჭარაძემ, ნატალი ბადრიძემ, ნინი ადამიამ, ანასტასია ნასარიძემ, ლუკა ფიჩხნარაშვილმა და მარიამ ბაციკაძემ – მიიღეს მონაწილეობა და დაჯილდოვდნენ სიგელებით. დიდი მადლობა ღონისძიების ორგანიზატორებს… Continue reading ესეების კონკურსი

სრულად ნახვა

ტრენინგი – პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

სკოლა ,,პოლიგლოტი“ აქტიურად არის ჩართული მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვი პროცესში. ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში ტარდება და მომავალშიც იგეგმება სხვადასხვა აქტივობა . სკოლის დირექციის ინიციატივითა და ორგანიზებით მასწავლებლებმა გაიარეს ტრენინგი თემაზე : “როგორ ვიმუშაოთ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევაზე”. ტრენინგი ჩაატარა ხარისხის მართვის მენეჯერმა ანი კვიჟინაძემ.დიდი მადლობა ქალბატონ ანას მთელი წლის განმავლობაში აქტიური თანამშრომლობისთვის.

სრულად ნახვა

ციფრული ეპოქა და ახალი პროფესიები

სკოლა პოლიგლოტი ზრუნავს როგორც ფორმალურ ასევე არაფორმალურ განათლებაზე. სკოლაში ფუნქციონირებს არაფორმალური განათლების დეპარტამენტი, რომელსაც ხელმძღვანელობს რიტორიკის სკოლის დამფუძნებელი, პროფესორი, მეცნიერებათა დოქტორი და მწერალი ცირა ბარბაქაძე. მისი ხელმძღვანელობით სკოლა “პოლიგლოტის” მასწავლებლებმა გაიარეს ერთთვიანი კურსი თემაზე – “ციფრული ეპოქა და ახალი პროფესიები”. დიდი მადლობა ქალბატონ ცირას მთელი წლის განმავლობაში აქტიური თანამშრომლობისათვის, როგორც სკოლა პოლიგლოტის მოსწავლეებთან,ასევე პედაგოგებთან.

სრულად ნახვა
6 ივლისი, 2022

ტრენინგი – პროექტით სწავლება

ტრენინგი -პროექტებით სწავლება სკოლა ,,პოლიგლოტის“ დირექცია მუდმივად ზრუნავს პედაგოგების პროფესიული ზრდისა და კარიერული წინსვლისთვის. დირექციის ორგანიზებით ხარისხის მართვის მენეჯერმა ანა კვიჟინაძემ ჩაუტარა პედაგოგებს ტრენინგი თემაზე – “პროექტით სწავლების სპეციფიკა და მნიშვნელობა სწავლა-სწავლების პროცესში”.

სრულად ნახვა
21 ივნისი, 2022

მეოთხე კლასის გამოსაშვები ღონისძიება

სკოლა ,,პოლიგლოტში” ჩატარდა მეოთხე კლასელების გამოსაშვები ღონისძიება.

სრულად ნახვა
20 ივნისი, 2022

ფრესქულის გამოსაშვები ღონისძიება

სკოლა “პოლიგლოტში” გაიმართა მოსამზადებელი ჯგუფის (ფრესქულის) გამოსაშვები ღონისძიება

სრულად ნახვა