სიახლეები

4 ივნისი, 2024

ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე: ,,თბილისი- ლონდონი”

სკოლა პოლიგლოტის მე-6 (ა) კლასში ინგლისური ენის მასწავლებელმა ქეთევან კუპატაძემ და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მელანო ჩოკორაიამ ჩაატარეს ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე: ,,თბილისი- ლონდონი”. გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს გაეღრმავებინათ ცოდნა ამ ორ ქალაქზე. ასევე განევითარებინათ: ტექსტზე მუშაობის, შედარების, მსჯელობის, დასკვნის გამოტანისა და ჯგუფში მუშაობის უნარ-ჩვევები. გაკვეთილის ბოლოს კომპლექსური დავალების ფარგლებში  მოსწავლეებმა წარადგინეს მათ მიერ დამზადებული… Continue reading ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე: ,,თბილისი- ლონდონი”

სრულად ნახვა
3 ივნისი, 2024

1-ლი (ა) კლასის ექსკურსია

სკოლა პოლიგლოტის 1-ლი (ა) კლასის მოსწავლეები, დამრიგებელ ნონა წამალაშვილთან და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ნინო ოქრუაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში, სოფელ ვარიანში. მათ დაათვალიერეს იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი და მოსმინეს ბევრი საინტერესო ინფორმაცია მწერლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. ვიზიტის შემდეგ კი მოაწყვეს პიკნიკი ბუნებაში, სადაც მათ დრო საინტერესოდ გაატარეს სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი თამაშებით.… Continue reading 1-ლი (ა) კლასის ექსკურსია

სრულად ნახვა
2 ივნისი, 2024

ღონისძიება “დედაენის მეჯლისი”

სკოლა პოლიგლოტში გაიმართა 1-ლი (გ) კლასის გამოსაშვები ღონისძიება “დედაენის მეჯლისი”, რომლის ორგანიზატორიც იყო კლასის დამრიგებელი სოფო მუმლაძე.   ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა: სკოლა პოლიგლოტი დიდ მადლობას უხდის პირველი კლასის მასწავლებლებს: სოფო მუმლაძეს, მაკა ტოფაძეს, მარიამ ცაბაძეს და ანი ზაზაშვილს ასეთი ლამაზი ღონისძიების ორგანიზებისათვის. ასევე მშობლებს აქტიური ჩართულობისათვის. 

სრულად ნახვა
1 ივნისი, 2024

ბოლო ზარი 2024

სკოლა პოლიგლოტში ჩატარდა მე- 12 კლასის მოსწავლეების “ბოლო ზარი”. ღონისძიება იყო ძალიან საინტერესო და ამაღელვებელი. პატარა პოლიგლოტელებმა ლექსებითა და სიმღერებით მთელი გულით მიულოცეს სკოლის დამთავრება მე-12 კლასელებს, ხოლო მათ სიყვარულითა და მადლიერებით გამთბარი სიტყვები მიუძღვნეს მშობლიურ სკოლას და საუკეთესო მასწავლებლებს. სკოლა პოლიგლოტი ულოცავს მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას და უსურვებს მათ ულევ სიხარულს, ბედნიერებასა და წარმატებას… Continue reading ბოლო ზარი 2024

სრულად ნახვა
30 მაისი, 2024

სპექტაკლი „ფიფქია და შვიდი ჯუჯა”

სკოლა პოლიგლოტის მე- 4 (ა) კლასის მოსწავლეებმა ითამაშეს სპექტაკლი „ფიფქია და შვიდი ჯუჯა” ძმები გრიმების ცნობილი გერმანული ზღაპრის მიხედვით. მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერები: Wishing well, Whisel while you work, Evil like me ამავე სახელწოდების დისნეის მულტფილმებიდან. ასევე წარმოადგინეს ქორეოგრაფიული ნომრები. სცენარის ავტორი და რეჟისორი ინგლისური ენის მასწავლებელი სალომე ქერაშვილი, მუსიკალური გაფორმება ანი ზაზაშვილი. სკოლა პოლიგლოტი დიდ… Continue reading სპექტაკლი „ფიფქია და შვიდი ჯუჯა”

სრულად ნახვა
28 მაისი, 2024

ღია გაკვეთილი: “Measuring Length“

სკოლა პოლიგლოტის მე-3 (გ) კლასში მათემატიკის მასწავლებელმა თამარ რიჟამაძემ ინგლისურ ენაზე ჩაატარა ღია გაკვეთილი: “Measuring Length“. გაკვეთილის ფარგლებში მოსწავლეებმა: მადლობა ქალბატონ თამარს ასეთი სახალისო, საინტერესო და შემეცნებითი გაკვეთილისათვის.

სრულად ნახვა
26 მაისი, 2024

პროფესორ ცირა ბარბაქაძის მასტერკლასი: ემოციური ინტელექტი (სავარჯიშოები და აქტივობები)

სკოლა პოლიგლოტში არაფორმალური განათლების ფარგლებში გაიმართა პროფესორ ცირა ბარბაქაძის მასტერკლასი: ემოციური ინტელექტი (სავარჯიშოები და აქტივობები). თანამედროვე  გამოწვევებით სავსე სამყაროში წარმატების მისაღწევად მხოლოდ ინტელექტი IQ  საკმარისი აღარ არის, საჭიროა ისეთი უნარის განვითარება, როგორიცაა, ემოციური ინტელექტი, ანუ EI. მასტერკლასის ფარგლებში მოსწავლეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია ემოციური ინტელექტის შესახებ, როგორ ყალიბდება ის, რატომ არის საჭირო და როგორ შეიძლება მისი… Continue reading პროფესორ ცირა ბარბაქაძის მასტერკლასი: ემოციური ინტელექტი (სავარჯიშოები და აქტივობები)

სრულად ნახვა
25 მაისი, 2024

ღია/ინტეგრირებული გაკვეთილი – ვაჟა -ფშაველას „წიფლისჩიტას“ მიხედვით

სკოლა პოლიგლოტის მე-2(ა) კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მაკა ტოფაძემ ჩაატარა ღია/ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ლიტერატურასა და ბუნებისმცოდნეობაში – ვაჟა -ფშაველას „წიფლისჩიტას“ მიხედვით. გაკვეთილი მიზნად ისახავდა მოსწავლეებისთვის ბუნების ცოცხალი და არაცოცხალი ორგანიზმების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. ისინი ჩაერთნენ სხვადასხვა სახალისო აქტივობაში, უყურეს მედია ფილმს და გაუზიარეს საკუთარიმოსაზრებები ერთმანეთს.  მადლობა ქალბატონ მაკას ასეთი საინტერესო გაკვეთილისათვის.

სრულად ნახვა
24 მაისი, 2024

ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე: ” ბგერის წარმოქმნა და გავრცელება”

სკოლა პოლიგლოტის მე-3 (ა) კლასში ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა თამარ რიჟამაძემ და მუსიკის  მასწავლებელმა ანი ზაზაშვილმა ჩაატარეს ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე: ” ბგერის წარმოქმნა და გავრცელება”. გაკვეთილის ფარგლებში მოსწავლეებმა ცდების, პრეზენტაციისა და მუსიკალური საკრავების დახმარებით გაიგეს თუ: მადლობა მასწავლებლებს ასეთი საინტერესო და მრავალფეროვანი გაკვეთილისათვის.

სრულად ნახვა
21 მაისი, 2024

ღონისძიება ,,ჩემი საქართველო”

სკოლა პოლიგლოტში გაიმართა ღონისძიება ,,ჩემი საქართველო”, რომელიც ეძღვნებოდა ფრანკოფონიის დღეებს საქართველოში. ღონისძიების ფარგლებში ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს ქართველი კლასიკოსების ლექსები ფრანგულ ენაზე, შეასრულეს ფრანგული სიმღერები, ასევე იმღერეს ,,სულიკო” ფრანგულ და ქართულ ენაზე, იცეკვეს ცეკვა ქართული ოპერიდან „დაისი“. ღონისძიებას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები: მაკა ნადარეიშვილი – მასწავლებლის სახლის წარმომადგენელი, მენტორი მასწავლებელი, ქეთევან ქურციკიძე – ატაშე ლინგვისტური და… Continue reading ღონისძიება ,,ჩემი საქართველო”

სრულად ნახვა
16 მაისი, 2024

ღია    გაკვეთილი  თემაზე: რატომ მოკლა ხევისბერმა შვილი?

სკოლა პოლიგლოტის მე -11 კლასში  ქართული  ენისა  და ლიტერატურის  მასწავლებელმა,   ქალბატონმა  ანა ჯავახიშვილმა,   ჩაატარა    ღია    გაკვეთილი  თემაზე: რატომ მოკლა ხევისბერმა შვილი?  გაკვეთილის ფარგლებში: მადლობა ქალბატონ ანას ასეთი საინტერესო გაკვეთილისათვის.

სრულად ნახვა
15 მაისი, 2024

ვიზიტი ბოტანიკურ ბაღში

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით შემუშავდა მწვანე კალენდარი.  კალენდრის  მიხედვით 19-26 აპრილის ჩათვლით აღინიშნება  ეროვნული პარკების კვირეული, ხოლო 22 მაისს ბიომრავალფეროვნების დაცვის დღე. სკოლა  ,,პოლიგლოტის” ეკოკლუბის წევრები აღნიშნული დღეების ფარგლებში იმყოფებოდნენ თბილისის ბოტანიკურ ბაღში: •           გაეცნენ ბაღის ისტორიასა და დანიშნულებას; •           შეისწავლეს ბიომრავალფეროვნების სახეები; •           ცნობიერება აიმაღლეს ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით; •           გაეცნენ… Continue reading ვიზიტი ბოტანიკურ ბაღში

სრულად ნახვა
10 მაისი, 2024

მე-6 (ბ) კლასის მოსწავლეების ვიზიტი ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში

სკოლა პოლიგლოტის მე-6 (ბ) კლასის მოსწავლეები ფრანგული ენის მასწავლებელ გვანცა არაბულთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში.  ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეები:  სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ფრანგული მედიათეკის მასპინძელს, ქალბატონ ნინო შუბითიძეს გულთბილი და საინტერესო მასპინძლობისათვის.

სრულად ნახვა
8 მაისი, 2024

პოდიუმი ,,აი ია”

სკოლა პოლიგლოტში ,,დედაენის” დღესთან  დაკავშირებით ჩატარდა პირველკლასელთა ღონისძიება – პოდიუმი ,,აი ია”.  მოსწავლეებმა სამსახიობო  ნიჭითა და ოსტატობით დაამშვენეს წითელი ხალიჩა. ეს პოდიუმი სიმბოლურად დაამთავრეს სიმღერით ,,ქართული ანბანი”. სანახაობა იყო მიმზიდველი, სახალისო და შემეცნებითი. ღონისძიების ავტორი გახლდათ სახვითი და გამოყენებით ხელოვნების მასწავლებელი სოფიო ლიჩელი, მუსიკალური გაფორმება ეკუთვნის ანა ზაზაშვილს (,,ქართული რემიქსები”; ,,მოდი  ვნახოთ ვენახი”),  პერფორმანსს კი… Continue reading პოდიუმი ,,აი ია”

სრულად ნახვა
2 მაისი, 2024

კალიგრაფიის კონკურსი

სკოლა პოლიგლოტის მე-6 კლასის მოსწავლეებმა ისტორიის მასწავლებელთან ნაზი ზაალიშვილთან და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან მელანო ჩოკორაიასთან ერთად ჩაატარეს კალიგრაფიის კონკურსი. გამარჯვებულები გამოვლინდა შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო ხელნაწერი; საუკეთესო ილუსტრირებული ხელნაწერი; საუკეთესო კედლის გაზეთი. გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ასეთი საინტერესო აქტივობისათვის.

სრულად ნახვა