სკოლა პოლიგლოტის მე-6 კლასის მოსწავლეები დამრიგებელ ეკატერინე შუბითიძესთან და ისტორიის მასწავლებელ, ნაზი ზაალიშვილთან ერთად იმყოფებოდნენ შემეცნებით ექსკურსიაზე ძველ თბილისში. შემეცნებითი აქტივობა დაგეგმილი იყო თემატურად სასწავლო პროგრამის გათვალისწინებით. მოსწავლეები გაეცნენ მსოფლიო რელიგიებს და მოინახულეს თბილისში არსებული სხვადასხვა რელიგიის ტაძრები, მეჩეთი, სინაგოგა და კათოლიკური ტაძარი. კიდევ ერთხელ მოისმინეს ინფორმაცია სხვადასხვა რელიგიების და ქართველთა ტოლერანტობის შესახებ. სკოლა პოლიგლოტი… Continue reading შემეცნებითი ექსკურსია ძველ თბილისში
სკოლა პოლიგლოტის მე-4(ა) კლასში დამრიგებელმა თამარ რიჟამაძემ სასკოლო პროექტის ფარგლებში და ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე: ” მოფრთხილება უნდა”. მოსწავლეებმა განიხილეს ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსი, გაანალიზეს თითოეული სტროფი, განმარტეს უცხო სიტყვები და იმსჯელეს რა საფრთხის წინაშე შეიძლება დადგეს ჩვენი სამყარო თუ არ გავუფრთხილდებით. ასევე იმუშავეს ჯგუფებში და შექმნეს პოსტერები, რომელიც განათავსეს საკლასო ოთახში.… Continue reading ღია გაკვეთილი თემაზე: “მოფრთხილება უნდა”
24 მარტს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფრანკოფონიის დღეებთან დაკავშირებით, რენესანსის ფარგლებში, ქალბატონი მზაღო დოხტურიშვილის ხელმძღვანელობით, გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით – ,,საქართველო და საფრანგეთი, თბილისი და პარიზი პოეზიაში, მუსიკაში, ფილმებში, მხატვრობასა და ფოტოხელოვნებაში”. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სკოლა ,,პოლიგლოტის” მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეებმა. მათ წარმოადგინეს ქართულ და ფრანგულ ენაზე შესრულებული სიმღერები და ლექსები, ასევე, შეასრულეს ნახატი საქართველოსა და… Continue reading ფრანკოფონიის დღეები ილიაუნიში
სკოლა პოლიგლოტის მოსწავლეები მუდმივად იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა ოლიმპიადებსა თუ კონკურსებში. ისინი წარმატებით წარმოაჩენენ თავიანთ ცოდნას და უნარებს, რითაც სკოლა ძალიან ამაყობს. ამჯერად 2024 წლის საშემოდგომო სეზონში ჩვენმა მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს “კინგსის” და “ევერესტის” ოლიმპიადებში. მათ გადაეცათ სიგელები და საჩუქრები წარმატებული მონაწილეობისათვის. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მასწავლებლებს: ზურაბ შუბითიძეს, თამარ რიჟამაძეს, ნინო ჯვებენავას და სოფო მუმლაძე… Continue reading წარმატებული პოლიგლოტელები
ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ინგლისური ენის მასწავლებლის, მარიამ ცაბაძის ორგანიზებით მე-2(ბ) კლასში ჩატარდა სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობა. მოსწავლეები გაეცნენ, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ტყის რესურსებს, გაიგეს საინტერესო ინფორმაციები, ბოლოს კი შექმნეს პოსტერი, როგორ დავიცვათ და გავუფრთხილდეთ ტყეს. აღსანიშნავია, რომ სკოლა პოლიგლოტი უერთდება გარემოს მდგრადი განვითარების კონვენციას და სკოლაში ხშირად ტარდება მსგავსი ტიპის ღონისძიებები. სკოლა პოლიგლოტი… Continue reading ტყის საერთაშორისო დღე სკოლა პოლიგლოტში
სკოლა პოლიგლოტი უერთდება გარემოს მდგრადი განვითარების კონვენციას და სკოლაში ხშირად ტარდება საინტერესო ღონისძიებები. ამჯერად მე-2(ბ) კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ნინო ჯვებენავასთან ერთად, „წყლის საერთაშორისო დღის“ აღსანიშნავად შექმნეს შემოქმედებითი პლაკატები. მოსწავლეებმა ჯგუფებში მუშაობისას განიხილეს წყლის მნიშვნელობა, მისი როლი ბუნებასა და ადამიანის ცხოვრებაში, ასევე იმსჯელეს, რატომ არის აუცილებელი მისი დაცვა და რაციონალური გამოყენება. მათ სხვადასხვა მეთოდით გამოხატეს თავიანთი… Continue reading წყლის საერთაშორისო დღე სკოლა პოლიგლოტში
21 მარტს, აღინიშნება დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე, რომელიც მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას და საზოგადოების ყურადღების გამახვილებას დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების ცხოვრებაზე და მათი ინტეგრაციის მნიშვნელობაზე. რა თქმა უნდა სკოლა პოლიგლოტიც შეუერთდა ამ დღეს. ჩატარდა სხვადასხვა საინტერესო ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავდა მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებასა და სოციალური პასუხისმგებლობის გაძლიერებას. 1-ლი (ა, ბ, გ) კლასის მოსწავლეებმა დამრიგებლებთან ერთად… Continue reading დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის აღნიშვნა
სკოლა პოლიგლოტში შედგა მორიგი შეხვედრა არაფორმალური განათლების ფარგლებში პროფესორ ცირა ბარბაქაძესთან თემაზე: ,,ხელოვნური ინტელექტი და კრეატიულობა’’. მოსწავლეებმა იმუშავეს ხელოვნური ინტელექტის თანამედროვე ინსტრუმენტებთან, რათა თავიანთი იდეები, ემოციები და ისტორიები ციფრულ ხელოვნებად ექციათ. ფოტოები, ვიდეოები ანიმაციები-ეს იყო შემოქმედებითი პროცესი, სადაც მოსწავლეები ქმნიდნენ სიუჟეტებს, აცოცხლებდნენ ფანტაზიას, ხოლო შემდგომ ვიზუალურ ნამუშევრებზე დაყრდნობით ChatGPT-ს პატარა ემოციური ნოველებიც შეაქმნევინეს. მოსწავლეებმა დიდი… Continue reading შეხვედრა თემაზე: ,,ხელოვნური ინტელექტი და კრეატიულობა’’
სკოლა პოლიგლოტის მე-2(გ) კლასის მოსწავლეები დამრიგებელ სოფო მუმლაძესთან ერთად იმყოფებოდნენ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა თეატრში, სადაც დაესწრნენ მიუზიკლს ,,ურჩხული და ლამაზმანი”. ეს სპექტაკლი არის უფლისწულზე, რომელსაც ჯადოქარი ურჩხულად აქცევს; ჯადოს მოხსნა კი მხოლოდ ჭეშმარიტ, ორმხრივ სიყვარულს შეუძლია. პატარებმა დაუვიწყარი შთაბეჭდილებები მიიღეს არაჩვეულებრივი მუსიკით, სიმღერებითა და ცეკვით დახუნძლული სანახაობით. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის დამრიგებელ სოფო მუმლაძეს… Continue reading მე-2(გ) კლასის მოსწავლეები თეატრში
სკოლა პოლიგლოტის მე-3(ა) კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ მაკა წურწუმიასთან ერთად წარმოადგინეს დედის დღისადმი მიძღვნილი ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია ,,დედა სიცოცხლის შემოქმედია!’’. ღონისძიება ემოციებით სავსე იყო, ბავშვების შესრულებამ, გამოხატულმა სითბომ და მადლიერებამ დედებს განსაკუთრებული ბედნიერება მიანიჭა. ბოლოს კი დედები მოიხმეს სცენაზე, საგანგებოდ მომზადებული მისალოცი ბარათები და ყვავილები გადასცეს. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მაკა წურწუმიას ასეთი შთამბეჭდავი ღონისძიების ორგანიზებისათვის და… Continue reading ,,დედა სიცოცხლის შემოქმედია!’’
სკოლა პოლიგლოტის 1-ელი (ა,ბ,გ) კლასის მოსწავლეები დამრიგებლებთან ერთად იმყოფებოდნენ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა თეატრში, სადაც დაესწრნენ სპექტაკლს ,,ურჩხული და მზეთუნახავი”. ,,ურჩხული და ლამაზმანი“ ერთ-ერთი ყველაზე კეთილი და რომანტიული ზღაპარია სიყვარულზე. პატარები დიდი ინტერესით უყურებდნენ პრინცის ისტორიას და ემოციებით სავსე დღე გაატარეს. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის დამრიგებლებს: მარიამ ხუსკივაძეს, ანა მუმლაძესა და მაკა ცენგირაშვილს ასეთი მნიშვნელოვანი… Continue reading 1-ელი (ა,ბ,გ) კლასის მოსწავლეები თეატრში