277434798_3048791195334857_8538478073891513546_n
18 თებერვალი, 2025

მე-7(ა) კლასი ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში

სკოლა პოლიგლოტის მე-7(ა) კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან მელანო ჩოკორაიასთან ერთად ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში იმყოფებოდნენ. მშობლიური ენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოსწავლეები მუზეუმში ესწრებოდნენ საგანმანათლებლო პროგრამას ,,ქართული ანბანის თავგადასავალი”. გაეცნენ უძველესი დამწერლობის შექმნისა და განვითარების ისტორიას, ქართული ანბანის სამ სახეობას, რომელიც კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული. მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ქართული ენის რეფორმების… Continue reading მე-7(ა) კლასი ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში

სრულად ნახვა
17 თებერვალი, 2025

მე-2 (ა;გ) კლასები ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა თეატრში

სკოლა პოლიგლოტის მე-2 (ა;გ) კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა თეატრში, სადაც დაესწრნენ სახელგანთქმული ფრანგი მწერლის, შარლ პეროს ყველა ბავშვისათვის კარგად ნაცნობი ზღაპრის სპექტაკლ “წითელქუდა”-ს. მოსწავლეები განსაკუთრებული ინტერესით ადევნებდნენ თვალს სპექტაკლს. ბებიასთან მისასვლელ გზაზე პატარა წითელქუდას მრავალი ფათერაკი ელის. მოსწავლეებმა შთაბეჭდილებებით სავსე დღე გაატარეს. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის დამრიგებლებს: სოფო მუმლაძესა და ნონა წამალაშვილს… Continue reading მე-2 (ა;გ) კლასები ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა თეატრში

სრულად ნახვა
16 თებერვალი, 2025

ინოვაციური ვორქშოფი – „შექმენი შენი ნოველა“

სკოლა პოლიგლოტში არაფორმალური განათლების ფარგლებში გაიმართა პროფესორ ცირა ბარბაქაძის ინოვაციური ვორქშოფი – „შექმენი შენი ნოველა“ – შემოქმედებითი წერა ChatGPT-სთან ერთად. ამ უნიკალურმა ექსპერიმენტმა გააერთიანა ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები და მოსწავლეთა ფანტაზია. ვორქშოფის ფარგლებში, მონაწილეებს მიეცათ ფენტეზური ნოველის შექმნის დავალება. თითოეულმა მათგანმა წინასწარ მომზადებული ინსტრუქციის მიხედვით 30 წინადადებიდან აირჩია მინიმუმ ხუთი წინადადება, რომელთა საფუძველზეც ააგო საკუთარი უნიკალური… Continue reading ინოვაციური ვორქშოფი – „შექმენი შენი ნოველა“

სრულად ნახვა
15 თებერვალი, 2025

მე-7(ბ) კლასი იმიტაციების გალერეაში

სკოლა პოლიგლოტის მე-7(ბ) კლასის მოსწავლეები დამრიგებელ ნაზი ზაალიშვილთან ერთად იმყოფებოდნენ იმიტაციების გალერეაში. ბავშვებმა მოინახულეს გამოჩენილი პოლიტიკური ლიდერების და კინომსახიობთა ცვილის ფიგურები. გაეცნენ საინტერესო ისტორიებს მათი მოღვაწეობის შესახებ. ასევე დაათვალიერეს პეპლების კოლექცია და მოისმინეს ინფორმაცია მათი ნაირსახეობების შესახებ. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ნაზი ზაალიშვილს ასეთი საინტერესო აქტივობის ორგანიზებისათვის.

სრულად ნახვა
14 თებერვალი, 2025

მე-9 კლასის ექსკურსია ბაკურიანში

სკოლა პოლიგლოტის მე-9 კლასის მოსწავლეები კლასის დამრიგებელთან, ქალბატონ ანა ჯავახიშვილთან და დირექტორის მოადგილესთან, ქალბატონ ეკატერინე სიორდიასთან ერთად, იმყოფებოდნენ საქართველოს ზამთრის უმშვენიერეს კურორტ ბაკურიანში. მოსწავლეებმა სასიამოვნო დრო გაატარეს და გაერთნენ სხვადასხვა სპორტული აქტივობით. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ექსკურსიის ორგანიზატორებს და მშობლებს აქტიური ჩართულობისათვის.

სრულად ნახვა
13 თებერვალი, 2025

ლიტერატურული კლუბის წევრები მწერალთა სახლში

სკოლა პოლიგლოტის ლიტერატურული კლუბის წევრები, კლუბის ხელმძღვანელ მელანო ჩოკორაიასთან ერთად ეწვივნენ მწერალთა სახლს, სადაც გაიმართა შეხვედრა თანამედროვე ქართველ ავტორებთან-ნინო ქადაგიძესთან და ნინო ზედელაშვილთან. შეხვედრაზე განიხილეს გოდერძი ჩოხელის შემოქმედება. ღონისძიება გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში, რამაც განსაკუთრებულად შეუწყო ხელი მოსწავლეთა ჩართულობას და მიღებული ცოდნის გაღრმავებას. სკოლა პოლიგლოტი დიდ მადლობას უხდის შეხვედრის ორგანიზატორ ნინო ქადაგიძესა და ქალბატონ ნინო ზედელაშვილს… Continue reading ლიტერატურული კლუბის წევრები მწერალთა სახლში

სრულად ნახვა
12 თებერვალი, 2025

ღია გაკვეთილი I (ა) კლასში

სკოლა პოლიგლოტის I (ა) კლასში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ანა მუმლაძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი. გაკვეთილის მიზანს წარმოადგენდა არსებითი სახელის გაგება, სულიერი და უსულო არსებითის დაჯგუფება, სიტყვაში მარცვლების როდინობის დათვლა, ხმოვანი და თანხმოვანი ასო-ბგერების გამოცნობა (წერა, კითხვა და ზეპირმეტყველება). მოსწავლეებმა თავი კარგად გაართვეს ყველა დასახულ მიზანს. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ანა მუმლაძეს ასეთი შემოქმედებითი და… Continue reading ღია გაკვეთილი I (ა) კლასში

სრულად ნახვა
11 თებერვალი, 2025

მე-11 კლასის ექსკურსია

სკოლა პოლიგლოტის მე-11 კლასი, დამრიგებელ ზურა შუბითიძესა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ თეონა დიასამიძესთან ერთად იმყოფებოდა ექსკურსიაზე. მათ მოინახულეს: საგურამოში მდებარე ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, ასევე სვეტიცხოვლის, სამთავროსა და ჯვრის მონასტრები. ექსკურსია ძალიან შემეცნებითი და საკმაოდ მრავალფეროვანი იყო. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ზურა შუბითიძესა და თეონა დიასამიძეს ასეთი საინტერესო ექსკურსიის ორგანიზებისათვის.

სრულად ნახვა
10 თებერვალი, 2025

დავით აღმაშენებლის ხსოვნას დაკავშირებული პროექტი

სკოლა პოლიგლოტის მე-8 (ა,ბ) კლასის მოსწავლეებმა ისტორიის მასწავლებელთან ია დორეულთან, სამოქალაქო განათლების მასწავლებელთან ხატია ჭილავასთან, ასევე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან მელანო ჩოკორაიასთან ერთად განახორციელეს პროექტი, რომელიც მიეძღვნა დავით აღმაშენებლის ხსოვნას და მისი გარდაცვალებიდან 900 წლის თავს. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ისტორიის მასწავლებელთან ერთად დეტალურად განიხილეს დავით აღმაშენებლის მეფობის წლები, მის მიერ ჩატარებული რეფორმები, ქრონოლოგიურად წარმოადგინეს… Continue reading დავით აღმაშენებლის ხსოვნას დაკავშირებული პროექტი

სრულად ნახვა
9 თებერვალი, 2025

ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე: ,,ნიკოლოზ ბარათაშვილის ,,ბედი ქართლისა’’ – ისტორიული სინამდვილე და მხატვრული გამონაგონი

სკოლა პოლიგლოტის მე-9 კლასში სკოლის სასწავლო ნაწილმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ანა ჯავახიშვილმა და ისტორიის პედაგოგმა ნაზი ზაალიშვილმა ჩაატარეს ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე: ,,ნიკოლოზ ბარათაშვილის ,,ბედი ქართლისა’’ – ისტორიული სინამდვილე და მხატვრული გამონაგონი’’. მოსწავლეებმა იმსჯელეს ერეკლე მეფისა და სოლომონის არგუმენტებზე, ისტორიულ წყაროებზე, გააკეთეს პრეზენტაციები, მოცემული თემა დააკავშირეს დღევანდელ პრობლემებთან და დაწერეს ესე. გაკვეთილი იყო საინტერესო… Continue reading ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე: ,,ნიკოლოზ ბარათაშვილის ,,ბედი ქართლისა’’ – ისტორიული სინამდვილე და მხატვრული გამონაგონი

სრულად ნახვა
8 თებერვალი, 2025

მე-7 (ა) კლასი საქართველოს ახალგაზრდულ აკადემიაში

სკოლა პოლიგლოტის მე-7 (ა) კლასი, დამრიგებელთან მელანო ჩოკორაიასთან ერთად სტუმრად იმყოფებოდა საქართველოს ახალგაზრდულ აკადემიაში, SEU-ში. შემეცნებითი ლექციის თემა იყო: “საოცარი მდინარეები, ზღვები და ტბები”. ბავშვებმა დიდი ინტერესით მოისმინეს ლექცია, აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიებში, ერთმანეთს ცოდნა და შთაბეჭდილებები გაუზიარეს. განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოიწვია ულამაზეს ტბებსა და მდინარეებზე საუბარმა, ასევე ბუნების სხვა საოცრებების აღმოჩენამ. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის საქართველოს… Continue reading მე-7 (ა) კლასი საქართველოს ახალგაზრდულ აკადემიაში

სრულად ნახვა
7 თებერვალი, 2025

ვორქშოფი „ციფრული წერა – „მეხსიერების ჩიპი“

სკოლა პოლიგლოტში გაიმართა პროფესორ ცირა ბარბაქაძის ვორქშოფი „ციფრული წერა – „მეხსიერების ჩიპი“. ვორქშოფი არაფორმალური განათლების ნაწილს წარმოადგენდა და მიზნად ისახავდა მოსწავლეების შემოქმედებითი და კრეატიული უნარების განვითარებას თანამედროვე ტექნოლოგიებთან ინტერაქციის გზით. ვორქშოფის დასაწყისში, მონაწილეებმა მიიღეს ტექსტის დასაწყისი, რომელიც მათ შემდგომ საკუთარი უნიკალური სიუჟეტების დასაწერად გამოიყენეს.მონაწილეებმა შექმნეს ინტენსიური და დაძაბული სიუჟეტები, რომლებშიც მათ განიხილეს მეხსიერების მანიპულაციის, ტექნოლოგიის… Continue reading ვორქშოფი „ციფრული წერა – „მეხსიერების ჩიპი“

სრულად ნახვა
6 თებერვალი, 2025

წიგნის საჯაროდ კითხვის დღე

წიგნის საჯაროდ კითხვის დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რაც შესაძლებლობას აძლევს ყველას გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში. სკოლა პოლიგლოტის მე-3(ა) კლასის მოსწავლეებიც, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ მაკა წურწუმიასთან ერთად, ტრადიციულად წელსაც შეუერთდნენ საერთაშორისო ინიციატივას. კლასში გაიმართა დისკუსია წაკითხული ლიტერატურის ირგვლივ, შექმნეს და მხატვრულად წარმოადგინეს ნახატებით პერსონაჟები, ისაუბრეს მათ დადებით… Continue reading წიგნის საჯაროდ კითხვის დღე

სრულად ნახვა
5 თებერვალი, 2025

ლიტერატურული კლუბის წევრები გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ სახლ-მუზეუმში

სკოლა პოლიგლოტის ლიტერატურული კლუბის წევრები, ხელმძღვანელთან მელანო ჩოკორაიასთან ერთად, გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ სახლ-მუზეუმში იმყოფებოდნენ, სადაც ექსკურსიის დასრულების შემდეგ გაეცნენ შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამას ,,წერე დღიური”. პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის და სად ვხვდებით დღიურის პირველ ნიმუშებს, როგორ და რატომ იწერება დღიური. მოისმინეს ისტორიები აუქციონზე გამოტანილი, ცნობილი ადამიანების მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული დღიურების შესახებ. სკოლა… Continue reading ლიტერატურული კლუბის წევრები გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ სახლ-მუზეუმში

სრულად ნახვა
4 თებერვალი, 2025

მე-4 და მე-5 კლასის მოსწავლეები ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა თეატრში

სკოლა პოლიგლოტის მე-4 და მე-5 კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა თეატრში, სადაც დაესწრნენ ბერძნული მითოლოგიის შედევრის თანამედროვე ვერსიას, სპექტაკლ “ოდისეა”-ს. მოსწავლეები განსაკუთრებული ინტერესით ადევნებდნენ თვალს სპექტაკლს, ამოიცნეს შესწავლილი მითოლოგიური გმირები და შთაბეჭდილებებით სავსე დღე გაატარეს. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის დამრიგებლებს: ნინო ოქრუაშვილს, სოფო დვალიშვილს, გურანდა ხუსკივაძეს, ანა ნიჟარაძესა და თამარ რიჟამაძეს ასეთი საინტერესო… Continue reading მე-4 და მე-5 კლასის მოსწავლეები ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა თეატრში

სრულად ნახვა