277434798_3048791195334857_8538478073891513546_n
1 მაისი, 2025

დედამიწის დღე მე-2 (ა) კლასში

სკოლა პოლიგლოტის მე-2 (ა) კლასის მოსწავლეები, დამრიგებელ ნონა წამალაშვილთან და ბუნების პედაგოგ ნინო ოქრუაშვილთან ერთად შეუერთდნენ სასკოლო პროექტს ,, ეკოლოგია და მდგრადი განვითარება”. მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემატური პრეზენტაციები სახელწოდებით ,,გადაშენებული და გადაშენების პირას მყოფი ცხოველები და ფრინველები”. მოიძიეს ინფორმაციები, დახატეს გადაშენებული და გადაშენების პირას მყოფი ცხოველები და ფრინველები, ბოლოს კი სიმღერაც შეასრულეს ეკოლოგიის თემაზე. მსგავსი ღონისძიებები… Continue reading დედამიწის დღე მე-2 (ა) კლასში

სრულად ნახვა
1 მაისი, 2025

დედამიწის დღე მე-3 (ა) კლასში

სკოლა-პოლიგლოტის მე-3 (ა) კლასის მოსწავლეები დამრიგებელ მაკა წურწუმიასთან ერთად აქტიურად ჩაერთნენ დედამიწის დღესთან დაკავშირებულ კვირეულში. მოსწავლეებმა გააკეთეს შემეცნებითი პრეზენტაციები ულამაზესი პოსტერებითა და კედლის გაზეთებით შემდეგ თემებზე: ,,დედამიწა ჩვენი სახლია’’, ,,ბუნების ეკოსისტემა’’, ,,წყლის დაზოგვა’’, ,,წელიწადის დროები’’, ,,პატარა ბუნების მკვლევრები’’, ,,დავასუფთაოთ გარემო’’, ,,ბუნების საჩუქრები’’, ,,ჯანსაღი საკვები’’, ,,ბუნების ფერები’’, ,,მეგობრობა ბუნებასთან’’, ,,ბუნების ხმები’’, ,,მწვანე კანონები’’, ,,ცხოველების დაცვა’’ და… Continue reading დედამიწის დღე მე-3 (ა) კლასში

სრულად ნახვა
30 აპრილი, 2025

დედამიწის დღე მე-2(გ) კლასში

სკოლა პოლიგლოტის მე-2 (გ) კლასი დამრიგებელ სოფო მუმლაძესთან ერთად შეუერთდა დედამიწის დღის აღნიშვნას სლოგანით: “დედამიწა ჩვენი სახლია”. ბავშვები საინფორმაციო ვიდეო მასალითა და სახალისო თამაშით გაეცნენ ამ დღის შესახებ ინფორმაციას. ასწავლე სხვებს, თუ როგორ გაუფრთხილდნენ გარემოს და გახსოვდეს: “შენ არ მიგიღია დედამიწა მემკვიდრეობით შენი წინაპრებისაგან, შენ მას შენი შვილებისაგან სესხულობ” – ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი სკოლა პოლიგლოტი… Continue reading დედამიწის დღე მე-2(გ) კლასში

სრულად ნახვა
30 აპრილი, 2025

ინტეგრირებული გაკვეთილი მე-4 (გ) კლასში

სკოლა პოლიგლოტის მე-4 (გ) კლასში დამრიგებელმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმ გურანდა ხუსკივაძემ და ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა ანა ნიჟარაძემ ჩაატარეს ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ენასა და ბუნებაში. ამ გაკვეთილის ფარგლებში ისინი ჩაერთნენ სასკოლო პროექტში “მდგრადი განვითარება და ეკოლოგია”. მათ შეისწავლეს ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსი “მოფრთხილება უნდა”, საქართველოს ბუნება და შავი ზღვა. ჩამოწერეს საქართველოს ბუნების საგანძური და დაწერეს თუ… Continue reading ინტეგრირებული გაკვეთილი მე-4 (გ) კლასში

სრულად ნახვა
29 აპრილი, 2025

,,ტვინების ბრძოლის” რეგიონული შეხვედრა

სკოლა პოლიგლოტის მე-5 (ა) კლასის მოსწავლეებმა წარმარტებულად იასპარეზეს ,,ტვინების ბრძოლის” რეგიონულ შეხვედრაზე. ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენეს თბილისის მასშტაბით და საგზურიც მოიპოვეს ფინალისათვის. ვულოცავთ მათ ამ დამსახურებულ წარმატებას და ვუსურვებთ წინსვლას მომავალში.

სრულად ნახვა
29 აპრილი, 2025

მე-4 (ა) კლასში ფილმის ჩვენება

სკოლა პოლიგლოტის მე-4 (ა) კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელთან თამარ რიჟამაძესთან ერთად სასკოლო პროექტის ფარგლებში ნახეს ფრანგი მწერლის ჟან ჟიონოს მოთხრობის მიხედვით გადაღებული ანიმაციური ფილმი „ადამიანი, რომელიც ხეებს რგავდა“. მოსწავლეებმა ყურადღება გაამახვილეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გარემოს დაცვა, ტყის მნიშვნელობა და ტყის გადარჩენისა და ზრუნვის აუცილებლობა, პიროვნების როლი საზოგადოებაში. ფილმის ჩვენების შემდეგ ჯგუფებში დახატეს მთავარი პერსონაჟი, ადამიანი რომელიც… Continue reading მე-4 (ა) კლასში ფილმის ჩვენება

სრულად ნახვა
28 აპრილი, 2025

ღია გაკვეთილი მე-2(ა) კლასში

სკოლა პოლიგლოტის მასწავლებელმა სოფო მუმლაძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი მე-2 (ა) კლასის მოსწავლეებისათვის მათემატიკაში თემაზე: “ეროვნული ფულის ერთეულები, არითმეტიკული მოქმედებები, მოქმედებათა ურთიერთშებრუნებულობა.” გაკვეთილის მიზანი იყო წინარე ცოდნის გამყარება/შეჯამება. გაკვეთილი მოიცავდა მრავალფეროვან აქტივობებს. ბავშვები აქტიურად ჩაერთნენ ინტერაქციაში, შეძლეს მარტივი მსჯელობა, ლოგიკური კავშირის დამყარება, თვლა, ანგარიში (მიმატება-გამოკლება,როგორც მრგვალი ათეულების,ისე ჩვეულებრივი რიცხვების), რიცხვების დასახელება და ჩაწერა 100-ის ფარგლებში; ასევე,… Continue reading ღია გაკვეთილი მე-2(ა) კლასში

სრულად ნახვა
28 აპრილი, 2025

დედამიწის დღე მე-2 (ბ) კლასში

სკოლა პოლიგლოტში დედამიწის კვირეულის ფარგლებში მე-2 (ბ) კლასში დამრიგებელმა ნინო ჯვებენავამ ჩაატარა საინტერესო და სახალისო აქტივობები, რომლებიც ერთდროულად იყო შემეცნებითი, ეკოლოგიური და შემოქმედებითი. მოსწავლეებმა საკუთარი ხელით დაამზადეს ქაღალდის გვირგვინები, რომლებიც თავზე დაიდგეს. თითოეულ გვირგვინზე გამოსახული იყო დედამიწის დღესთან დაკავშირებული სიტყვები, რაც კიდევ ერთხელ შეახსენებდა მათ ამ დღის მნიშვნელობას. გარდა ამისა, გამოყენებული ბოთლებისაგან გააკეთეს ქოთნები რომლებშიც… Continue reading დედამიწის დღე მე-2 (ბ) კლასში

სრულად ნახვა
27 აპრილი, 2025

ღია გაკვეთილი- ,,სამშობლო’’, ,,ქართლის პირველი მეფე ფარნავაზი’’.

სკოლა პოლიგლოტის მე-3 (ა) კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა მაკა წურწუმიამ ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე ,,სამშობლო’’, ,,ქართლის პირველი მეფე ფარნავაზი’’. გაკვეთილის განმავლობაში მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემატური პრეზენტაციები, შეადგინეს სარეკლამო ბუკლეტები, იმოგზაურეს საქართველოს კუთხეებში, გაგვაცნეს ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვანი ისტორიული ღირებულებები. მასწავლებელთან ერთად კიდევ ერთხელ გაეცნენ ქართლის პირველი მეფის ფარნავაზის როლს, ქართული ენის წარმოშობასა და განვითარებაში. სკოლა… Continue reading ღია გაკვეთილი- ,,სამშობლო’’, ,,ქართლის პირველი მეფე ფარნავაზი’’.

სრულად ნახვა
27 აპრილი, 2025

ღია გაკვეთილი მათემატიკაში

სკოლა პოლიგლოტის მე-2 (გ) კლასში სოფო მუმლაძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი მათემატიკაში თემაზე: “ეროვნული ფულის ერთეულები, არითმეტიკული მოქმედებები, მოქმედებათა ურთიერთშებრუნებულობა.” გაკვეთილის მიზანი იყო წინარე ცოდნის გამყარება/შეჯამება და მოიცავდა მრავალფეროვან აქტივობებს. ბავშვები აქტიურად ჩაერთნენ ინტერაქციაში, შეძლეს მარტივი მსჯელობა, ლოგიკური კავშირის დამყარება, თვლა, ანგარიში (მიმატება-გამოკლება,როგორც მრგვალი ათეულების,ისე ჩვეულებრივი რიცხვების), რიცხვების დასახელებას და ჩაწერა 100-ის ფარგლებში; ასევე, 100-მდე რიცხვების… Continue reading ღია გაკვეთილი მათემატიკაში

სრულად ნახვა
26 აპრილი, 2025

ინტეგრირებული გაკვეთილი  “სასწაული”

სკოლა პოლიგლოტის მე-4 (ა) კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა თამარ რიჟამაძემ და მუსიკის პედაგოგმა ანი ზაზაშვილმა ჩაატარეს ინტეგრირებული გაკვეთილი  “სასწაული”. მოსწავლეები გაეცნენ მოცარტის შემოქმედებას, გაანალიზეს ტექსტი “ სასწაული”, დაახასიათეს პერსონაჟები, იმსჯელეს მუსიკის მნიშვნელობასა და როლზე ადამიანის ცხოვრებაში. ასევე, ითამაშეს თამაში “მართალია თუ ტყუილი”, სადაც მოსწავლეებმა მიღებული ინფორმაციის საფუძველზე კიდევ ერთხელ გადაამოწმეს ფაქტების სისწორე მოცარტის… Continue reading ინტეგრირებული გაკვეთილი  “სასწაული”

სრულად ნახვა
26 აპრილი, 2025

მე-7(ბ) კლასი ახალგაზრდულ აკადემიაში

სკოლა პოლიგლოტის მე-7(ბ) კლასის მოსწავლეები  ხელოვნების მასწავლებელ  ქეთევან მაისურაძესთან და კლასის დამრიგებელ ნაზი ზაალიშვილთან ერთად ეწვივნენ საქართველოს ახალგაზრდულ აკადემიას SEU -ში,  შემეცნებით ლექციაზე:  “ რომი, კოლიზეუმი, გლადიატორები და კულტურა“. შეხვედრაზე მოსწავლეებმა საინტერესო ლექცია მოისმინეს რომის ისტორიაზე, რომაული ლეგიონის და გლადიატორთა სამყაროზე, იმპერატორთა და მხედართმთავართა პიროვნებებზე, რომის პაპებსა და მათ უცნაურ ისტორიებზე, რომაული კულტურის უმნიშვნელოვანეს საგანძურ,… Continue reading მე-7(ბ) კლასი ახალგაზრდულ აკადემიაში

სრულად ნახვა
25 აპრილი, 2025

ღია გაკვეთილი თემაზე ,,Moi et ma famille”

სკოლა პოლიგლოტის მე-5 (ა,ბ) კლასებში ფრანგული ენის მასწავლებელმა, ირმა ჭანკოტაძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე ,,Moi et ma famille”. მოსწავლეებმა შეისწავლეს მათი ოჯახის აღწერისთვის საჭირო ლექსიკა, გაეცნენ ისეთ გრამატიკული ფორმებს, რომლითაც გაგვაცნეს საკუთარი ოჯახები და ოჯახის წევრები. ახალი მასალისა და წინარე ცოდნის გამოყენებით შექმნეს პრეზენტაციები, თან დაურთეს თავიანთი და ასევე ოჯახის წევრების ფოტოები. სკოლა პოლიგლოტი მადლობას… Continue reading ღია გაკვეთილი თემაზე ,,Moi et ma famille”

სრულად ნახვა
25 აპრილი, 2025

კონფერენცია თემაზე: ,, ერეკლე მეორე”

სკოლა პოლიგლოტის ,,ისტორიის მკვლევართა და მემატიანეთა” კლუბმა, თინათინ დორეულის ხელმძღვანელობით, ჩაატარა კონფერენცია თემაზე: ,, ერეკლე მეორე”. კლუბის წევრებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ერეკლე მეფის ბავშვობის, გამეფების, რეფორმების, ბრძოლების, გეორგიევსკის ტრაქტატის შესახებ. მოაწყვეს შემეცნებითი ექსკურსიები თელავში- მეფის სასახლისა და მცხეთაში- ერეკლეს საძვალის მოსანახულებლად.    კონფერენცია წარიმართა საინტერესოდ, მოსწავლეებმა იმსჯელეს, უპასუხეს შეკითხვებს და აიმაღლეს ცნობიერება მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების შესახებ. სკოლა… Continue reading კონფერენცია თემაზე: ,, ერეკლე მეორე”

სრულად ნახვა
24 აპრილი, 2025

მე-5 (ა, ბ) კლასები მუზეუმში

სკოლა პოლიგლოტის მე-5 (ა, ბ) კლასის მოსწავლეები დამრიგებლებთან სოფო დვალიშვილთან და ნინო ოქრუაშვილთან ასევე, მუსიკის მასწავლებელ თამთა ცანავასთან ერთად ესტუმრნენ ,,ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების მუზეუმს”. მოსწავლეები გაეცნენ მუსიკალური ინსტრუმენტების ოთხ ჯგუფს (სიმებიანი, ჩასაბერი, დასარტყამი, კლავიშიანი), მოისმინეს საკრავთა ჟღერადობები, ხალხური სიმღერები, ფერხული. მონაწილეობა მიიღეს მუსიკალურ აქტივობებში. აქტიურად ჩაერთნენ კითხვა-პასუხის რეჟიმში, გამოამჟღავნეს საკუთარი ცოდნა და დაიმსახურეს… Continue reading მე-5 (ა, ბ) კლასები მუზეუმში

სრულად ნახვა