277434798_3048791195334857_8538478073891513546_n

საერთაშორისო პროექტი „Green Developers“-2024

სრულად ნახვა
5 ნოემბერი, 2024

მე-4(ა) კლასის ექსკურსია

მე-4(ა) კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ კახეთში ექსკურსიაზე დამრიგებელ თამარ რიჟამაძესთან ერთად. მათ მოინახულეს რევაზ ინანიშვილის სახლ-მუზეუმი, იოანე ნათლისმცემლის ტაძარი და ხაშმის მეღვინეობა, სადაც დაამზადეს ჩურჩხელები და ხინკალი. ექსკურსია იყო შემეცნებითი და სხვადასხვა სახალისო აქტივობით დატვირთული. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის თამარ რიჟამაძეს ასეთი საინტერესო ექსკურსიის ორგანიზებისათვის და მშობლებს აქტიური ჩართულობისათვის.

სრულად ნახვა
4 ნოემბერი, 2024

მე-7(ბ) კლასი თეატრში

სკოლა პოლიგლოტის მე-7(ბ) კლასის მოსწავლეები დამრიგებელ ნაზი ზაალიშვილთან ერთად იმყოფებოდნენ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში სპექტაკლზე ჰელადოსი. თეატრში სტუმრობამდე მოსწავლეებმა წაიკითხეს ნოდარ დუმბაძის მოთხრობა ჰელადოსი და კარგად შეისწავლეს პერსონაჟები. სპექტაკლში კი გაცოცხლებულმა პერსონაჟებმა მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მოსწავლეებმა შთაბეჭდილებებით სავსე დღე გაატარეს.

სრულად ნახვა
1 ნოემბერი, 2024

მე-10 კლასის ვიზიტი მეტეხის ტაძარში

სკოლა პოლიგლოტის მე-10 კლასში ჩატარდა ღია ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ენასა და სამოქალაქო განათლებაში თემაზე: იაკობ ხუცესის “შუშანიკის წამება” და ქალთა უფლებები მეხუთე საუკუნის საქართველოში – ადამიანის უფლებების ევოლუცია, რომლის ფარგლებშიც დაიგეგმა ვიზიტი მეტეხის ტაძარში. მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ, თეონა დიასამიძესთან და სამოქალაქო განათლების მასწავლებელ, ხატია ჭილავასთან ერთად მოინახულეს მეტეხის ტაძარი, სადაც წმ.შუშანიკის ნეშტია… Continue reading მე-10 კლასის ვიზიტი მეტეხის ტაძარში

სრულად ნახვა
31 ოქტომბერი, 2024

მე-6(ა) კლასის მოსწავლეების ვიზიტი თეატრში

სკოლა პოლიგლოტის მე-6(ა) კლასის მოსწავლეები დამრიგებელ ეკატერინე შუბითიძესთან ერთად იმყოფებოდნენ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში მიუზიკლზე “პატარა საოცრება”. სპექტაკლი მოგვითხრობდა პატარა გოგონასა და მისი მეგობრების ამბავს, რომელიც ებრძვიან უსამართლობას. სპექტაკლი გაჯერებული იყო შთამბეჭდავი ქორეოგრაფიითა და მუსიკალური ნომრებით. მოსწავლეებმა საინტერესოდ და ნაყოფიერად გაატარეს დღე.

სრულად ნახვა
30 ოქტომბერი, 2024

ღია გავკვეთილი მე-10 კლასში

სკოლა პოლიგლოტის მე-10 კლასში ჩატარდა ღია ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ენასა და სამოქალაქო განათლებაში თემაზე: იაკობ ხუცესის “შუშანიკის წამება” და ქალთა უფლებები მეხუთე საუკუნის საქართველოში – ადამიანის უფლებების ევოლუცია. გაკვეთილის მიზანი იყო ჰაგიოგრაფიული მოთხრობის იმ ადგილების გამოკვეთა, რომლებშიც ასახულია ვარსქენ პიტიახშის დამოკიდებულება დედოფლისადმი, გაანალიზება იმისა, თუ როგორი იყო ქალთა უფლებები მეხუთე საუკუნის საქართველოში და მსჯელობა ადამიანის… Continue reading ღია გავკვეთილი მე-10 კლასში

სრულად ნახვა
29 ოქტომბერი, 2024

პროექტი: „21-ე საუკუნის უნარები“

სკოლა პოლიგლოტში დაიწყო ინოვაციური სასწავლო პროექტი: „21-ე საუკუნის უნარები“. შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებმა განიხილეს და გააანალიზეს ცნობილი უნივერსალური მითები და ინტერპრეტაციები. იმსჯელეს სიზიფეს, პრომეთეს, არგონავტების მითებზე, დაუკავშირეს თანამედროვეობას და ზოგ შემთხვევაში შეცვალეს კიდეც. ბოლოს, სკოლის დირექტორმა შეაჯამა მოსწავლეთა ინტერპრეტაციები და სიზიფეს მითის ახლებური გადაწყვეტაც შესთავაზა მათ. 21-ე საუკუნის უნარები არის უნიკალური საგანმანათლებლო პროგრამა,რომელსაც სკოლა პოლიგლოტი მოსწავლეებს… Continue reading პროექტი: „21-ე საუკუნის უნარები“

სრულად ნახვა
23 ოქტომბერი, 2024

მე-11 კლასის ექსკურსია

სკოლა პოლიგლოტის მე-11 კლასის მოსწავლეები კლასის დამრიგებელ ზურა შუბითიძესთან ერთად იმყოფებოდნენ კახეთში. მათ მოინახულეს კახეთის ისტორიულ-გეოგრაფიული ადგილები, კერძოდ: ბოდბე (წმინდა ნინოს საფლავი), სიღნაღი, ყვარელი, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, ნეკრესის, გრემის, იყალთოს, ალავერდის მონასტრები, თელავი, ერეკლე მეორეს სასახლე, წინანდალი და ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი. ექსკურსია იყო საკმაოდ მრავალფეროვანი და დატვირთული შემეცნებითი აქტივობებით. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ზურა შუბითიძეს… Continue reading მე-11 კლასის ექსკურსია

სრულად ნახვა
22 ოქტომბერი, 2024

გამოფენა ხელოვნების სასახლე ,,მუზაში”

სკოლა პოლიგლოტის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ხელოვნების სასახლე ,,მუზაში” ჩატარებულ გამოფენაში, სადაც პროექტში ,, ჩემო საქართველო” რომის ვარსკვლავის ჯილდო გადასცეს პროფესიონალ და ახალგაზრდა მხატვრებს. ჩვენმა მოსწავლეებმა გამოფინეს არაჩვეულებრივი ნამუშევრები და დიდი ოსტატობა გამოამჟღავნეს ძველი თბილისის მოტივზე დახატულ ნამუშევრებში,რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა. ღონისძიების ფარგლებში სკოლის სასწავლო ნაწილმა ქალბატონმა ეკატერინე სიორდიამ, სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და სკოლის სახელით… Continue reading გამოფენა ხელოვნების სასახლე ,,მუზაში”

სრულად ნახვა
19 ოქტომბერი, 2024

მე-5(ა) კლასის ექსკურსია

სკოლა პოლიგლოტის მე-5(ა) კლასის მოსწავლეები დამრიგებელ სოფო დვალიშვილთან და მშობლებთან ერთად იმყოფებოდნენ კახეთში ექსკურსიაზე. მოსწავლეებმა მოინახულეს რევაზ ინანიშვილის სახლ-მუზეუმი, დაათვალიერეს მწერლის საცხოვრებელი სივრცე და ადგილები, სადაც მწერალმა ბავშვობის წლები გაატარე. ასევე ნახეს გურჯაანის ყველაწმინდა – უძველესი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. მოისმინეს ტაძრის შექმნის ისტორია და იმსჯელეს მის არქიტექტურულ თავისებურებაზე. დღის ბოლოს კი ესტუმრნენ თევდორაშვილების მარანს, სადაც… Continue reading მე-5(ა) კლასის ექსკურსია

სრულად ნახვა

სკოლა პოლიგლოტის წარმატებული კურსდამთავრებული – მარიამ ნოზაძე

სრულად ნახვა
17 ოქტომბერი, 2024

II(ა) კლასი გარდენიაში

სკოლა პოლიგლოტის II ა კლასის მოსწავლეებმა შემოქმედებითი გასვლითი აქტივობა ჩაატარეს ულამაზეს გარდენიაში. აქტივობის ორგანიზატორი იყო კლასის დამრიგებელი ნონა წამალაშვილი, ბუნებისმეტყველების მასწავლებელი, ნინო ოქრუაშვილი, ასევე ახლდათ სკოლის ფსიქოლოგი, თეა ჯაღიაშვილი. მოსწავლეებმა დაათვალიერეს ულამაზესი ბაღი, გაეცვნენ მცენარეთა მრავალფეროვნებას, მოისმინეს საინტერესო ლექცია ყვავილების მოვლა-გაფრთხილების შესახებ. თავად ჩარგეს ქოთანში ყვავილები, რომელიც თითოეულს საჩუქრად გადაეცა. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მასწავლებლებს… Continue reading II(ა) კლასი გარდენიაში

სრულად ნახვა
16 ოქტომბერი, 2024

მე-9 კლასის ექსკურსია

სკოლა პოლიგლოტის მე-9 კლასის მოსწავლეები დამრიგებელთან, სამოქალაქო განათლების მასწავლებელთან და მშობლებთან ერთად იმყოფებოდნენ სასწავლო-შემოქმედებით ექსკურსიაზე მცხეთა-საგურამო-ზედაზნის მიმართულებით. მოსწავლეებმა დაათვალიერეს VI საუკუნის უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი – მცხეთის ჯვარი, გადმოხედეს მტკვრისა და არაგვის შესართავს, დატკბნენ არმაზის, სარკინეთისა და საგურამოს ქედების ხილვით. მოინახულეს იოანე ზედაზნელის სახელობის მონასტერი, ბუნების ულამაზეს წიაღში გამართეს პიკნიკი და შთაბეჭდილებებით სავსე დღე გაატარეს.… Continue reading მე-9 კლასის ექსკურსია

სრულად ნახვა
12 ოქტომბერი, 2024

V (ბ) კლასის ექსკურსია კახეთში

სკოლა პოლიგლოტის V (ბ) კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ ნინო ოქრუაშვილთან და მშობლებთან ერთად შემოდგომის კახეთი მოინახულეს. ექსკურსიის განმავლობაში მოსწავლეები ესტუმრნენ რევაზ ინანიშვილის სახლ- მუზეუმს. გაეცვნენ მწერლის შემოქმედებას და დიდი ინტერესით დაათვალიერეს მისი პირადი ნივთები. დღის მეორე ნაწილში გადაინაცვლეს თევდორაშვილების მარანში,  სადაც  მოსწავლეებმა თავად დაკრიფეს ყურძენი, დაწურეს საწნახელში, ამოავლეს ჩურჩხელები და თონეში გამოაცხვეს კახური შოთები. კულტურულ ფასეულობათა… Continue reading V (ბ) კლასის ექსკურსია კახეთში

სრულად ნახვა
11 ოქტომბერი, 2024

ვიზიტი ევროპის უნივერსიტეტში

სკოლა პოლიგლოტსა და ევროპის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ჩვენი სკოლის მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები სამოქალაქო განათლების მასწავლებელ ხატია ჭილავასთან ერთად ესტუმრნენ უნივერსიტეტს. მოსწავლეებს ჩაუტარდათ საინფორმაციო შეხვედრა, სადაც მიიღეს დეტალური ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ. შეხვედრის ბოლოს კი სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცათ. სკოლა პოლიგლოტი დიდი მადლობა ევროპის უნივერსიტეტს საინტერესო მასპინძლობისა და თანამშრომლობისთვის. ასევე ქალბატონ ხატია ჭილავას… Continue reading ვიზიტი ევროპის უნივერსიტეტში

სრულად ნახვა