26 იანვარს, სკოლა პოლიგლოტში გაიმართა შეხვედრა თემაზე: შემოქმედებითი აზროვნების განვითარება / მეტაფორული ბარათები და დრუდლები. არაფორმალური განათლების ფარგლებში გამართულ ამ შეხვედრას უძღვებოდა პროფესორი ცირა ბარბაქაძე. მეტაფორული ასოციაციური ბარათები (შემოკლებით MAC) არის სურათების/ნახატების ნაკრები სხვადასხვა ცხოვრებისეული სიტუაციებით, პერსონაჟებით, საგნებითა და ცხოველებით. ერთი სიტყვით, ჟანრობრივად ძალიან მრავალფეროვანია. ამ ბარათებს უწოდებენ მეტაფორულ ასოციაციურ ბარათებს, რადგან თითოეული ნახატი/ფოტო არის… Continue reading არაფორმალური განათლების ფარგლებში გაიმართა ცირა ბარბაქაძის საჯარო ლექცია თემაზე: შემოქმედებითი აზროვნების განვითარება / მეტაფორული ბარათები და დრუდლები.
სკოლა პოლიგლოტში პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო! სკოლა პოლიგლოტი ტრადიციულად ხარისხიან განათლებას გთავაზობთ: უცხო ენების გაძლიერებულ სწავლებას საერთაშორისო პროგრამებით; სწავლების თანამედროვე მეთოდებს და მრავალფეროვან პროგრამებს; პროფესიონალ და გამოცდილი მასწავლებლებს; სხვადასხვა შემეცნებით თუ სპორტულ წრეებს; გახანგრძლივებულ სწავლებას; ორჯერად კვებას. რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ბმულს: https://shorturl.at/frvzY გახდი სკოლა პოლიგლოტის მოსწავლე და შეიქმენი შენი ცხოვრების ბედნიერი მომვალი!
2024 წლის 19-20-21 იანვარს სკოლა ,,პოლიგლოტის” მოსწავლეთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით X-XI-XII კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ გასართობ-შემეცნებით ტურზე ბაკურიანში. მოსწავლეებს თან ახლდათ პედაგოგები და კლასის დამრიგებლები ზურა შუბითიძე და ლამარა თვალიაშვილი. მოსწავლეები შესანიშნავად გაერთნენ, კარგად დაისვენეს და ტური სასიამოვნოდ დაასრულეს. თბილისში დაბრუნდნენ დიდი შთაბეჭდილებებით. დიდ მადლობა პედაგოგებს ლამარა თვალიაშვილს და ზურა შუბითიძეს მოსწავლეებთან ერთად ყოფნისთვის და საინტერესო… Continue reading ექსკურსია ბაკურიანში
18 იანვარს, ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში, ჩატარდა თბილისის სასკოლო ლიგა 2024, სადაც მონაწილეობა მიიღეს სკოლა ,,პოლიგლოტის“ X კლასის მოსწავლე გაბრიელ როსტიაშვილმა და VII კლასის მოსწავლეებმა ნუცა მთვარელიძემ და ცოტნე მამფორიამ. პოლიგლოტელებმა ძალიან წარმატებით იასპარეზეს. განსაკუთრებით გვინდა გამოვყოთ ნუცა მთვარელიძის წარმატებული გამოსვლა, რომელიც მე-2 ადგილზე გავიდა. ვულოცავთ ჩვენს საამაყო პოლიგლოტელებს წარმატებას და მომავალ წელს ვუსურვებთ… Continue reading ჭადრაკის სასკოლო ლიგა 2024
სკოლა ,,პოლიგლოტის” პირველკლასელებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა სანტა კლაუსმა დიდი მადლობა კომპანიას celeb.ge – სანტას ვიდეო მილოცვა, აქტიური თანამშრომლობისათვის.
სკოლა ,,პოლიგლოტის”, ,,სფუმატოსა” და სოფიო ლიჩელის მცირე სამხატვრო აკადემიის მოსწავლეთა უმშვენიერესი გამოფენა სასტუმრო ,,ბილტმორში”.დიდი მადლობა ამ ღონისძიების ავტორებს: ქალბატონ ერნას , ქალბატონ ნინას.
სკოლა ,,პოლიგლოტის” IIIა კლასის მოსწავლეებს საახალწლოდ ეწვია სამკაულებისა და აქსესუარების ბრენდ ,,ატაბატას“ დამფუძნებელი, დიზაინერი თამარ წიკლაური. მან მოსწავლეებს ჩაუტარა ნაძვის ხის სათამაშოების დამზადების მასტერკლასები. ბავშვებმა დიდი ხალისით დაამზადეს ულამაზესი სათამაშოები. დიდი მადლობა ქალბატონ თამარს ძალიან საინტერესო აქტივობისათვის.
ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს სკოლა ,,პოლიგლოტის“ IVა კლასელებიც სიხარულით ელიან. მათ თავიანთი საშობაო სურვილი მაყურებელს გაანდეს, ოცნების ასახდენად კი ზღაპრის ჯადოსნურ ქვეყანაში იმოგზაურეს. ბავშვებმა მოირგეს ინგლისურ, ფრანგულ და რუსულენოვანი ზღაპრის გმირების როლი, ამეტყველდნენ და ამღერდნენ მათ მშობლიურ ენაზე. ღონისძიების დასასრულს კი საშობაო სურვილი აისრულეს, სანტასაც ეწვივნენ ლაპლანდიაში, გააოცეს თავისი კრეატიულობით და სურვილით, რომ მისთვისაც მადლობა… Continue reading IVა კლასის საახალწლო ღონისძიება
სკოლა ,,პოლიგლოტის” VII ბ კლასის მოსწავლეებმა წარმოგვიდგინეს მინი-სპექტაკლი ,,თოვლის დედოფალი” ინგლისურ ენაზე. მთავარმა მოქმედმა გმირებმა კაიმ და გერდამ დანარჩენი მონაწილეების მხარდაჭერით, სიკეთის რწმენითა და სიყვარულით თოვლის დედოფალს ყინულის გული გაულღვეს. მოსწავლეებმა შესანიშნავად მოირგეს როლები და საოცარი არტისტიზმი გამოავლინეს სცენაზე. რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით კლასის დამრიგებელს – ნინო გოგოლაძეს, ინგლისურის პედაგოგს – ქეთი კუპატაძესა და VII… Continue reading სპექტაკლი ,,თოვლის დედოფალი”
სკოლა პოლიგლოტის IIა კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ მაკა ტოფაძესთან ერთად ტრადიციულად წარმოადგინეს საახალწლო ღონისძიება სახელწოდებით: ,,ახალი წელი საქართველოში“. მოსწავლეებმა ისაუბრეს საქართველოს საახალწლო ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებზე. მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები. დიდი მადლობა კლასის დამრიგებელ მაკა ტოფაძეს, პედაგოგებს ანი ზაზაშვილს, ანუკი ლაბაძეს, სოფიო ლიჩელს. ასევე დიდი მადლობა მშობლებს აქტიური ჩართულობისათვის.
სკოლა პოლიგლოტის V ა კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელთან, ანუკი ლაბაძესთან ერთად, შესანიშნავი საშობაო მეჯლისი მოაწყვეს. წარმოადგინეს ინგლისურად და ფრანგულად ლექსები, სიმღერები, ცეკვები და ეტიუდები ცნობილი ფილმებიდან. ჯადოსნურ საღამოს ბავშვები და სტუმრები ბედნიერად და მხიარულად შეხვდნენ. მოსწავლეებმა არტისტულობითა და ნიჭიერებით ზღაპრულ სამყაროში გვამოგზაურეს. დიდი მადლობა პედაგოგებს ანუკი ლაბაძეს, ირმა ჭანკოტაძეს და უნიჭიერეს მოსწავლეებს. ასევე დიდი მადლობა მშობლებს… Continue reading Vა კლასის საშობაო მეჯლისი
სკოლა პოლიგლოტის IV ბ კლასის მოსწავლეებმა ზამთრის საახალწლო ბრჭყვიალა ვარიაციები წარმოგვიდგინეს. თითოეულმა მოსწავლემ არაჩვეულებრივად მოირგო მსოფლიოს სხვადასხვა კინოსა თუ ესტრადის ცნობილი ვარსკვლავის როლი. ინგლისურად, ფრანგულად და რუსულად შეასრულეს ლექსები და სიმღერები. დიდი მადლობა კლასის დამრიგებელ ნინო ოქრუაშვილს და პედაგოგებს: სალომე ქერაშვილს, ლამარა თვალიაშვილს, ირმა ჭანკოტაძეს, ანი ზაზაშვილს და სოფიო ლიჩელს შესანიშნავი წარმოდგენისთვის. ასევე დიდ მადლობას… Continue reading IVბ კლასის საახალწლო ღონისძიება
სკოლა ,,პოლიგლოტში“ ტრადიციულ საახალწლო ღონისძიებებს შეუერთდა VI ა კლასი. მოსწავლეებმა წარმოადგინეს ღონისძიება ,,საახალწლო ტრადიციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში“. ისაუბრეს ახალი წლის სიმბოლოებზე, მათი წარმოშობის ისტორიაზე და სხვადასხვა ქვეყნის საახალწლო ტრადიციებზე. ღონისძიება გაფორმებული იყო მუსიკალური ნომრებით. დიდი მადლობა კლასის დამრიგებელ მელანო ჩოკორაიას, პედაგოგებს ქეთი კუპატაძეს და ანი ზაზაშვილს.
სკოლა ,,პოლიგლოტში“ VIბ კლასის მოსწავლეებმა დადგეს საახალწლო ინგლისურენოვანი სპექტაკლი ,,ტყის ზღაპარი“. სპექტაკლში მოსწავლეებმა აგრეთვე, გამოიყენეს ფრანგული და რუსული სიმღერები და ლექსები. სპექტაკლში მოსწავლეებმა გააცილეს ძველი წელი და მოუწყვეს საზეიმო დახვედრა 2024 წელს. დიდი მადლობა პედაგოგებს: სალომე ქერაშვილს, ლამარა თვალიაშვილს, გვანცა არაბულს და კლასის დამრიგებელ ნაზი ზაალიშვილს.
სკოლა “პოლიგლოტის” III გ კლასის მოსწავლეებმა საახალწლო წარმოდგენა გამართეს. მათ წინა პლანზე წამოწიეს ,,ჩიჩილაკის“ შექმნის ქართული საახალწლო ტრადიცია. ეს ულამაზესი საახალწლო ქმნილება როგორც მეგობრობის, ერთიანობისა და საახალწლო სურვილების შესრულების სიმბოლო. ლამაზ, საახალწლო ფორმებში გამოწყობილმა მოსწავლეებმა გამოავლინეს საუკეთესო მხატვრული ნიჭი. დიდი მადლობა კლასის დამრიგებელ გურანდა ხუსკივაძეს, მასწავლებლებს: ანა ზაზაშვილს, სოფიო ლიჩელს, ირმა ჭანკოტაძეს და მშობლებს აქტიური… Continue reading IIIგ კლასის საახალწლო ღონისძიება