21 თებერვალი მშობლიური ენის საერთაშორისო დღეა! მშობლიური ენა იდენტურობისა და მემკვიდრეობითობის დაცვისა და განვითარების უნიკალური ინსტრუმენტია. სკოლა პოლიგლოტში ამ დღესთან დაკავშირებით ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა თინა ეცადეიშვილმა და მელანო ჩოკორაიამ მე-6 კლასის მოსწავლეებთან ერთად ჩაატარეს ლიტერატურული ვიქტორინა. ვიქტორინაში გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით. I ადგილი – გუნდი ,,მონდომებულები”. II ადგილი – გუნდები: ,,ინტელექტი” და ,,წიგნიერი”.… Continue reading მშობლიური ენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ლიტერატურული ვიქტორინა
სკოლა პოლიგლოტი მუდმივად ზრუნავს მოსწავლეები აზიაროს ხელოვნებასა და კულტურას. ამჯერად კი, ამ მიზნით ჩვენი სკოლის დამრიგებლებმა: ნონა წამალაშვილმა, ეკა ჩიტრეკაშვილმა და სოფო მუმლაძემ I კლასის მოსწავლეები წაიყვანეს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა თეატრში. სპექტაკლი ეხებოდა ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა: სიყვარული, მეგობრობა, ღირსება. ჩვენმა პატარებმა ემოციებით აღსავსე, ამაღელვებელი და საინტერესო დღე გაატარეს.
სკოლა პოლიგლოტი მუდმივად სთავაზობს მოსწავლეებს კლასგარეშე და შემეცნებით აქტივობებს. ამჯერად მე-6 (ა) კლასის მოსწავლეები დამრიგებელთან, მელანო ჩოკორაიასთან ერთად ექსპერიმენტორიუმში იმყოფებოდნენ. მათ დაათვალიერეს მუზეუმში გამოფენილი ფიზიკის ინტერაქტიური ექსპონატები, მონაწილეობა მიიღეს აზოტის შოუსა და სახალისო ექსპერიმენტებში. მოსწავლეებმა საინტერესო გამოცდილება მიიღეს და შთაბეჭდილებებით სავსე დღე გაატარეს.
სკოლა “პოლიგლოტი” იცავს ჩვენი სკოლის დევიზს – გახდი სკოლა პოლიგლოტის მოსწავლე და შექიმენი შენი ცხოვრების ბედნიერი მომავალი! გაიცანით ჩვენი 2021- 2022 წლის ოქროს მედალოსნები: თეკლა ხუხუნაიშვილი და კატო მჭედლიანი, რომლებიც ახლახანს დააჯილდოვა ოქროს მედლით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ. ჩვენ გვჯერა მათი შესაძლებლობების და კიდევ უამრავ წარმატებას ვუსურვებთ !
სკოლა პოლიგლოტი გილოცავთ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს ! ამ დღესთან დაკავშირებით ჩვენმა სკოლამ მწერალ ნინო ქადაგიძეს უმასპინძლა. მე-6 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებთან თინა ეცადეიშვილთან და მელანო ჩოკორაიასთან ერთად წაიკითხეს მწერლის ზღაპრების კრებული და მთავარ გმირებს მიუძღვნეს ილუსტრაციები. მწერალთან ერთად ისაუბრეს წიგნის როლზე ადამიანის ცხოვრებაში. დიდი მადლობა ქალბატონ ნინო ქადაგიძეს სტუმრობისათვის, საინტერესო… Continue reading სკოლა „პოლიგლოტმა“ მწერალ ნინო ქადაგიძესთან ერთად წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნა
სკოლა პოლიგლოტი შეუერთდა კომუნიკაციების კომისიის ინიციატივას, მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, მედიაწიგნიერების დღის სკოლებში აღნიშვნას. ამ დღის ფარგლებში ჩვენთან სკოლაში არაფორმალური განათლების მიმართულებით საჯარო ლექცია თემაზე: ,,მედიაწიგნიერება და კულეშოვის მეთოდი” ჩაატარა მწერალმა, მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ცირა ბარბაქაძემ. ლექცია ინტერაქციულ რეჟიმში გაიმართა და ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის. წარმატებული მონაწილეობისათვის კომუნიკაციების კომისიამ სკოლა პოლიგლოტი… Continue reading კომუნიკაციების კომისიამ სკოლა პოლიგლოტი სიმბოლური პრიზებით დააჯილდოვა
გიზიარებთ ჩვენი მოსწავლეების კიდევ ერთ წარმატებას. ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში, ჩატარდა თბილისის სასკოლო ლიგა 2024, სადაც მონაწილეობა მიიღეს ჩვენმა X და VII კლასის მოსწავლეებმა: გაბრიელ როსტიაშვილმა, ნუცა მთვარელიძემ და ცოტნე მამფორიამ. პოლიგლოტელებმა ძალიან წარმატებით იასპარეზეს ჩემპიონატზე. განსაკუთრებით გვინდა გამოვყოთ ნუცა მთვარელიძის მე-2 ადგილზე გასვლა. დიდი სიხარულით მივულოცეთ ჩვენს მოსწავლეებს ეს მიღწევები და გადავეცით სიმბოლური… Continue reading ჭადრაკის სასკოლო ლიგაში მე-10 და მე-7 კლასის მოსწავლეებმა წარმატებულად იასპარეზეს
სკოლა პოლიგლოტში წარმატებული და სასიხარულო ამბები არ გველევა. თბილისის ჭადრაკის სასახლში გამართული ლეგენდარული ქართველი ჩემპიონის, მაია ჩიბურდანიძის თასის გათამაშებაში გაიმარჯვა ჩვენი სკოლის მასწავლებელმა, საერთაშორისო დიდოსტატმა ინგა ხურცილავამ. ვულოცავთ ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას ქალბატონ ინგას და მომავალშიც ბევრ წარმატებას ვუსურვებთ.
26 იანვარს, სკოლა პოლიგლოტში გაიმართა შეხვედრა თემაზე: შემოქმედებითი აზროვნების განვითარება / მეტაფორული ბარათები და დრუდლები. არაფორმალური განათლების ფარგლებში გამართულ ამ შეხვედრას უძღვებოდა პროფესორი ცირა ბარბაქაძე. მეტაფორული ასოციაციური ბარათები (შემოკლებით MAC) არის სურათების/ნახატების ნაკრები სხვადასხვა ცხოვრებისეული სიტუაციებით, პერსონაჟებით, საგნებითა და ცხოველებით. ერთი სიტყვით, ჟანრობრივად ძალიან მრავალფეროვანია. ამ ბარათებს უწოდებენ მეტაფორულ ასოციაციურ ბარათებს, რადგან თითოეული ნახატი/ფოტო არის… Continue reading არაფორმალური განათლების ფარგლებში გაიმართა ცირა ბარბაქაძის საჯარო ლექცია თემაზე: შემოქმედებითი აზროვნების განვითარება / მეტაფორული ბარათები და დრუდლები.
სკოლა პოლიგლოტში პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო! სკოლა პოლიგლოტი ტრადიციულად ხარისხიან განათლებას გთავაზობთ: უცხო ენების გაძლიერებულ სწავლებას საერთაშორისო პროგრამებით; სწავლების თანამედროვე მეთოდებს და მრავალფეროვან პროგრამებს; პროფესიონალ და გამოცდილი მასწავლებლებს; სხვადასხვა შემეცნებით თუ სპორტულ წრეებს; გახანგრძლივებულ სწავლებას; ორჯერად კვებას. რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ბმულს: https://shorturl.at/frvzY გახდი სკოლა პოლიგლოტის მოსწავლე და შეიქმენი შენი ცხოვრების ბედნიერი მომვალი!
2024 წლის 19-20-21 იანვარს სკოლა ,,პოლიგლოტის” მოსწავლეთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით X-XI-XII კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ გასართობ-შემეცნებით ტურზე ბაკურიანში. მოსწავლეებს თან ახლდათ პედაგოგები და კლასის დამრიგებლები ზურა შუბითიძე და ლამარა თვალიაშვილი. მოსწავლეები შესანიშნავად გაერთნენ, კარგად დაისვენეს და ტური სასიამოვნოდ დაასრულეს. თბილისში დაბრუნდნენ დიდი შთაბეჭდილებებით. დიდ მადლობა პედაგოგებს ლამარა თვალიაშვილს და ზურა შუბითიძეს მოსწავლეებთან ერთად ყოფნისთვის და საინტერესო… Continue reading ექსკურსია ბაკურიანში
18 იანვარს, ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში, ჩატარდა თბილისის სასკოლო ლიგა 2024, სადაც მონაწილეობა მიიღეს სკოლა ,,პოლიგლოტის“ X კლასის მოსწავლე გაბრიელ როსტიაშვილმა და VII კლასის მოსწავლეებმა ნუცა მთვარელიძემ და ცოტნე მამფორიამ. პოლიგლოტელებმა ძალიან წარმატებით იასპარეზეს. განსაკუთრებით გვინდა გამოვყოთ ნუცა მთვარელიძის წარმატებული გამოსვლა, რომელიც მე-2 ადგილზე გავიდა. ვულოცავთ ჩვენს საამაყო პოლიგლოტელებს წარმატებას და მომავალ წელს ვუსურვებთ… Continue reading ჭადრაკის სასკოლო ლიგა 2024
სკოლა ,,პოლიგლოტის” პირველკლასელებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა სანტა კლაუსმა დიდი მადლობა კომპანიას celeb.ge – სანტას ვიდეო მილოცვა, აქტიური თანამშრომლობისათვის.
სკოლა ,,პოლიგლოტის”, ,,სფუმატოსა” და სოფიო ლიჩელის მცირე სამხატვრო აკადემიის მოსწავლეთა უმშვენიერესი გამოფენა სასტუმრო ,,ბილტმორში”.დიდი მადლობა ამ ღონისძიების ავტორებს: ქალბატონ ერნას , ქალბატონ ნინას.
სკოლა ,,პოლიგლოტის” IIIა კლასის მოსწავლეებს საახალწლოდ ეწვია სამკაულებისა და აქსესუარების ბრენდ ,,ატაბატას“ დამფუძნებელი, დიზაინერი თამარ წიკლაური. მან მოსწავლეებს ჩაუტარა ნაძვის ხის სათამაშოების დამზადების მასტერკლასები. ბავშვებმა დიდი ხალისით დაამზადეს ულამაზესი სათამაშოები. დიდი მადლობა ქალბატონ თამარს ძალიან საინტერესო აქტივობისათვის.