277434798_3048791195334857_8538478073891513546_n
Search
Close this search box.

სიახლეები

არქივი

22 აპრილი, დედამიწის დღე !

სკოლა “პოლიგლოტის” მე-2 “ა” კლასის მოსწავლეებმა აღნიშნეს 22 აპრილი, დედამიწის დღე! ბავშვებმა ნახეს შემეცნებითი ვიდეორგოლი ჩვენს პლანეტაზე. იმსჯელეს, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანის როლი დედამიწის დაცვაში. მოსწავლეებმა დაამზადეს პოსტერი, რომელზეც მათთვის საოცნებო სამყარო ასახეს.

სრულად ნახვა

დედამიწა ჩვენი სახლიდან იწყება !

დედამიწა ჩვენი სახლიდან იწყება

სრულად ნახვა
21 აპრილი, 2022

სკოლა “პოლიგლოტში” დედა ენის კვირეული დასრულდა

სკოლა “პოლიგლოტში” დედა ენის კვირეული დასრულდა შესანიშნავი ღონისძიებით. პირველკლასელი მოსწავლეები  ეწვივნენ დედა ენის ძეგლს, წაიკითხეს ლექსები, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები, შეისწავლეს ძეგლის ისტორია. დიდი  მადლობა მათ პედაგოგებს თამარ რიჟამაძეს, მაიკო წიქარიშვილსა და ნათია კოხოძეს ამ საინტერესო ღონისძიებისთვის.

სრულად ნახვა

სიკეთის კვირეული პოლიგლოტში

#აღდგომაყველასია

სრულად ნახვა
20 აპრილი, 2022

დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული სკოლა “პოლიგლოტში”

სკოლა პოლიგლოტში გრძელდება დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული. კვირეულის ფარგლებში გამოცხადდა კალიგრაფიის კონკურსი. მოსწავლეებმა შექმნეს ულამაზესი ტილოები. დიდი მადლობა მათ პედაგოგებს დაუღალავი შრომისთვის: ანა ჯავახიშვილს, თეონა დიასამიძეს, ჟუჟუ ბაღდოშვილს, სოფო დვალიშვილს, მელანო ჩოკორაიას და თინი ეცადეიშვილს.

სრულად ნახვა
14 აპრილი, 2022

დედა ენის კვირეული ,,პოლიგლოტში“

დედა ენის კვირეული ,,პოლიგლოტში“  სკოლა ,,პოლიგლოტში“ მიმდინარეობს დედა ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა მოისმინეს ინფორმაცია აღნიშნული დღის შესახებ და ნახეს დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ვიდეორგოლები.  ❖ მე-2-ა კლასის მოსწავლეებმა სოფიკო დვალიშვილის ხელმძღვნელობით ჩაატარეს ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია: ,, ქართული ენა – ქართველთ რწმენა და საუნჯეა!“  ❖ სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა  მოამზადეს კალიგრაფიული ნიმუშები და მოაწყვეს გამოფენა. ❖ დაწყებითი განათლების მოსწავლეები მოინახულებენ… Continue reading დედა ენის კვირეული ,,პოლიგლოტში“

სრულად ნახვა
10 აპრილი, 2022

სტუმრად ციფრულ სივრცეში

სკოლა ,,პოლიგლოტის“ მეექვსე კლასის მოსწავლეები ბუნების მასწავლებელ თამარ ტეფნაძესთან და კლასის დამრიგებელ ანა ჯავახიშვილთან ერთად იმყოფებოდნენ თბილისი მოლის ციფრულ სივრცეში , იმოგზაურეს  ,,იურულ პერიოდში“ და ქართულ ოთახში ნახეს ფილმი – ვაჟა -ფშაველას ,,ხმელი წიფელი“ . დაუვიწყარი შთაბეჭდილებებითა და სასიამოვნო განწყობით დაბრუნდნენ მოსწავლეები სკოლაში. დიდი მადლობა თამუნა მასწავლებელს ამ საინტერესო პროექტისთვის.

სრულად ნახვა

სკოლა “პოლიგლოტის” მოსწავლეების ვიზიტი საქართველოს პარლამენტში

სკოლა ,,პოლიგლოტი“ ზრუნავს მოსწავლეებში მოქალაქეობრივი კომპეტენციების განვითარებაზე. ამჯერადაც სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის პედაგოგების, ნაზი ზაალიშვილისა და თინა დორეულის ხელმძღვანელობით მე-10 და მე-9 კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ საქართველოს პარლამენტს. ვიზიტის დროს მიმდინარეობდა მე-10 მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესიის 13 აპრილის პლენარული სხდომა , ,,პოლიგლოტელები“ მიიპატიჟეს სხდომაზე და როგორც საპატიო სტუმრებს, მქუხარე ტაშით შეხვდნენ. დიდი მადლობა საქართველოს პარლამენტს ამ… Continue reading სკოლა “პოლიგლოტის” მოსწავლეების ვიზიტი საქართველოს პარლამენტში

სრულად ნახვა
8 აპრილი, 2022

ვიზიტი საქართველოს პარლამენტში

სკოლა ,,პოლიგლოტის“ მე-9 და მე-11 კლასის მოსწავლეები ისტორიის მასწავლებლ ნაზი ზაალიშვილთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტში სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტით. მათ დაათვალიერეს პარლამენტის შენობა, მარო მაყაშვილის დარბაზი, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკისა და ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმი , 1921 წლის თებერვლის ოკუპაციისას დაღუპული იუნკრების მემორიალი და სხვ. გაეცნენ საქართველოს პარლამენტის ისტორიას. ვიზიტი ძალიან საინტერესო იყო, მოსწავლეები კმაყოფილი დაბრუნდნენ სკოლაში. დიდი მადლობა ქალბატონ… Continue reading ვიზიტი საქართველოს პარლამენტში

სრულად ნახვა

პირველ ოქტომბრამდე დაბადებული ბავშვები შეძლებენ პირველ კლასში სწავლის დაწყებას!

გვინდა გაცნობოთ რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების თანახმად , ბავშვები რომლებიც დაბადებულები არიან პირველ ოქტომბრამდე შეძლებენ პირველ კლასში სწავლის დაწყებას! აღნიშნული ბრძანების შესაბამისად , სკოლა “ პოლიგლოტიც” მიიღებს ყველა პირველკლასელ მოსწავლეს რომელიც დაბადებულია პირველ ოქტომბრამდე

სრულად ნახვა
5 აპრილი, 2022

მე-4 კლასის ღია გაკვეთილი მათემატიკაში

მე-4-გ კლასში მარიამ ხეჩიკაშვილმა ჩაატარა ღია გაკვეთილი მათემატიკაში თემაზე: ,,შესაბამისობა“. მოსწავლეებმა ააგეს რეალური ვითარების შესაბამისი ადეკვატური შესაბამისობა ობიექტთა ორ ჯგუფს შორის,  შეასრულეს სახალისო ამოცანები, მასწავლებელმა გამოიყენა მრავალფეროვანი აქტივობები და მიაღწია სასურველ მიზანს. მადლობა მარიამ ხეჩიკაშვილს საინტერესო გაკვეთილის ჩატარებისთვის.❤️❤️❤️❤️❤️

სრულად ნახვა
5 აპრილი, 2022

პროექტი ეთნოტური კვლავ გრძელდება

სკოლა “პოლიგლოტში” წარმატებით გრძელდება პროექტი “ეთნოტური”. ამ პროექტის ფარგლებში,  მე-9 კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ  ლაგოდეხის ეროვნულ პარკში. მათ მოინახულეს  მიმდებარე ტერიტორიები  და  დაათვალიერეს    ენდემური ფლორის წარმომადგენლები დაცულ ტერიტორიაზე.

სრულად ნახვა
4 აპრილი, 2022

პირველი “ბ” კლასის ღია გაკვეთილი მათემატიკაში

სკოლა ,,პოლიგლოტის” 1 ბ კლასში მათემატიკაში ჩატარდა ღია გაკვეთილი,რომლის თემა იყო ,,10-ის ფარგლებში რიცხვების შეკრება და გამოკლება.”

სრულად ნახვა
2 აპრილი, 2022

მეოთხე კლასის შესანიშნავი ღონისძიება

მეოთხე კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს საგაზაფხულო ღონისძიება,წელიწადის ოთხ დროს შორის გაზაფხული ერთ-ერთი უმშვენიერესი დროა,როდესაც გვატკბობს იის ნაზი სურნელება,ჩიტების საამური ჭიკჭიკი.ღონისძიებაზე გოგონებმა გაზაფხულის ულამაზესი ყვავილების როლები  მოირგეს,ბიჭებმა კი სიმღერებითა და ლექსებით მოგვილოცეს გაზაფხულის შემობრძანება. როგორც ამბობენ, გაზაფხული ახალ სიცოცხლეს და სილამაზეს მატებს უკვე არსებულს და,თავის მხრივ ჩვენმა მოსწავლეებმაც კიდევ ერთი ლამაზი,სასიამოვნო ემოციებითა და შთაბეჭდილებებით აღსავსე დღე შემატეს… Continue reading მეოთხე კლასის შესანიშნავი ღონისძიება

სრულად ნახვა
27 მარტი, 2022

ანბანის გაცილების კვირეული სკოლა “პოლიგლოტში”

სრულად ნახვა