სიახლეები

4 თებერვალი, 2025

მე-4 და მე-5 კლასის მოსწავლეები ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა თეატრში

სკოლა პოლიგლოტის მე-4 და მე-5 კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა თეატრში, სადაც დაესწრნენ ბერძნული მითოლოგიის შედევრის თანამედროვე ვერსიას, სპექტაკლ “ოდისეა”-ს. მოსწავლეები განსაკუთრებული ინტერესით ადევნებდნენ თვალს სპექტაკლს, ამოიცნეს შესწავლილი მითოლოგიური გმირები და შთაბეჭდილებებით სავსე დღე გაატარეს. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის დამრიგებლებს: ნინო ოქრუაშვილს, სოფო დვალიშვილს, გურანდა ხუსკივაძეს, ანა ნიჟარაძესა და თამარ რიჟამაძეს ასეთი საინტერესო… Continue reading მე-4 და მე-5 კლასის მოსწავლეები ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა თეატრში

სრულად ნახვა
4 თებერვალი, 2025

მხატვრული ლიტერატურა მე-4(გ) კლასში

სკოლა პოლიგლოტის მე-4 (გ) კლასი აქტიურად კითხულობს მხატვრულ ლიტერატურას. კითხვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფეხურია მათი განვითარების გზაზე. ყოველი წაკითხული წიგნი ახალ სამყაროს აღმოაჩენინებს და ეხმარება საკუთარი წარმოსახვის, ემოციური ინტელექტისა თუ შემოქმედებითი უნარების განვითარებაში. მოსწავლეებმა უკვე წაიკითხეს: დავით ჯავახიშვილის “ბიძია სევას ამბები” ასტრიდ ლინდგრენის “მიო, ჩემო მიო” ასტრიდ ლინდგრენის “ბულერბიელი ბავშვები” არჩილ სულაკაურის “ცისფერი ირემი” ბავშვები ერთმანეთს… Continue reading მხატვრული ლიტერატურა მე-4(გ) კლასში

სრულად ნახვა
3 თებერვალი, 2025

ჭადრაკის სასკოლო ჩემპიონატი

სკოლის მოსწავლეთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით და ჭადრაკის პედაგოგის, დიდოსტატი, ქალბატონი ინგა ხურცილავას დახმარებით, ჩატარდა ჭადრაკის სასკოლო ჩემპიონატი, რომელშიც მონაწილეობდა 20 მოთამაშე. ტურნირი წარიმართა ოლიმპიური წესით და გამოვლინდნენ გამარჯვებულები: I ადგილი დაიკავა ნიკოლოზ თოდუამ; II ადგილი დაიკავა გაბრიელ როსტიაშვილმა; III ადგილი ერგო ალექსანდრე ხოტელაშვილს; ასევე, საუკეთესო   მოთამაშის ტიტული ერგო ალექსანდრე ბალამწარაშვილს.  გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ შესაბამისი დიპლომებით .… Continue reading ჭადრაკის სასკოლო ჩემპიონატი

სრულად ნახვა
30 იანვარი, 2025

,,ვერის უბნის მელოდიები“

სკოლა პოლიგლოტის სცენაზე მე-5(ა) კლასის მოსწავლეებმა ,,ვერის უბნის მელოდიები“ ააჟღერეს. ბავშვებმა გიორგი შენგელაიას მიერ გადაღებული პირველი მიუზიკლი გააცოცხლეს და სცენაზე საოცარი ოსტატობით წარმოადგინეს. მათ შთამბეჭდავად გადმოსცეს ძველი თბილისური ამბავი ობოლ გოგონებზე, რომლებიც ცეკვის სტუდიაში მოხვედრაზე ოცნებობდნენ. რაც მთავარია, ყველანი დაგვარწმუნეს რომ ბნელს ნათელი ფანტავს, სიკეთე კი ბოროტებას ყოველთვის ამარცხებს. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მე-5 (ა)… Continue reading ,,ვერის უბნის მელოდიები“

სრულად ნახვა
23 იანვარი, 2025

ვორკშოფი თემაზე: „როგორ შევქმნათ სარეკლამო სლოგანები ChatGPT-ის დახმარებით“

სკოლა პოლიგლოტში არაფორმალური განათლების ფარგლებში ჩატარდა პროფესორ ცირა ბარბაქაძის ინსპირაციული ვორკშოფი თემაზე: „როგორ შევქმნათ სარეკლამო სლოგანები ChatGPT-ის დახმარებით“. ვორკშოფის ფარგლებში მოსწავლეებმა შექმნეს სკოლა პოლიგლოტის სარეკლამო სლოგანები. ვორკშოფის პროცესს მოსწავლეები დიდი ინტერესითა და ენთუზიაზმით მიუდგნენ. პირველი ეტაპზე მათ დამოუკიდებლად ჩამოწერეს სკოლის უპირატესობები. შემდეგ კი ChatGPT-თან კომუნიკაციით თავიანთი იდეები მრავალფეროვან სლოგანებად აქციეს. შეხვედრის ბოლოს გაიმართა სლოგანების გამოფენა,… Continue reading ვორკშოფი თემაზე: „როგორ შევქმნათ სარეკლამო სლოგანები ChatGPT-ის დახმარებით“

სრულად ნახვა
31 დეკემბერი, 2024

მე-5 (ბ) კლასის სპექტაკლი ,,მაკნატუნა და თაგვების მეფე’’

სკოლა პოლიგლოტის მე-5 (ბ) კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ნინო ოქრუაშვილის ხელმძღვანელობით, თეოდორ ამადეუს ჰოფმანის საშობაო მოთხრობის მიხედვით სპექტაკლი ,,მაკნატუნა და თაგვების მეფე’’ წარმოგვიდგინეს. შობის ღამეს შტალბაუმების ოჯახში პატარა ფრიცი და მისი და მარი მშობლებისგან ბევრ საჩუქარს იღებენ. ბავშვები გაიცნობენ სხვა სათამაშოს – პატარა მახინჯ კაცს, სახელად მაკნატუნა, რომელმაც იცის როგორ გატეხოს მყარი თხილი. მაკნატუნას შეუძლია დაუბრუნდეს… Continue reading მე-5 (ბ) კლასის სპექტაკლი ,,მაკნატუნა და თაგვების მეფე’’

სრულად ნახვა
30 დეკემბერი, 2024

მე-5 (ბ) კლასი ხელოვნების სასახლეში

სკოლა პოლიგლოტის მე-5 (ბ) კლასის მოსწავლეები, ხელოვნების მასწავლებელ ქეთევან მაისურაძესთან და კლასის დამრიგებელ ნინო ოქრუაშვილთან ერთად ესტუმრნენ ხელოვნების სასახლეს, სადაც მოსწავლეები დაესწრნენ საგანმანათლებლო პროგრამას „საახალწლო მეჯლისი“. მოსწავლეებმა მოისმინეს სასახლის აგების ისტორია, რომელიც XIX საუკუნეშია აგებული და გერმანელმა პრინცმა სიყვარულის ნიშნად ულამაზეს ქართველ ქალბატონს აუშენა. მათ დაათვალიერეს სასახლეში დაცული უნიკალური ექსპონატები: ფერწერული ტილოები, გრაფიკული ნამუშევრები, ეროვნული… Continue reading მე-5 (ბ) კლასი ხელოვნების სასახლეში

სრულად ნახვა
30 დეკემბერი, 2024

მე-6 კლასი საქართველოს ახალგაზრდულ აკადემიაში

სკოლა პოლიგლოტის მე-6 კლასის მოსწავლეები ხელოვნების მასწავლებელ ქეთევან მაისურაძესთან და კლასის დამრიგებელ ეკა შუბითიძესთან ერთად ეწვივნენ საქართველოს ახალგაზრდულ აკადემიას SEU-ში შემეცნებით ლექციაზე: „მსოფლიოს 7 ახალი და უძველესი საოცრება“. მოსწავლეებმა მოისმინეს საინტერესო ლექცია მსოფლიოს საოცრებებზე, გაეცნენ უძველესი ქვეყნების კულტურასა და ისტორიას, იმოგზაურეს ხელოვნების ისტორიაში, მოისმინეს საინტერესო ამბები მსოფლიოს 7 ახალ და უძველეს საოცრებებზე. სკოლა პოლიგლოტი მადლობას… Continue reading მე-6 კლასი საქართველოს ახალგაზრდულ აკადემიაში

სრულად ნახვა
30 დეკემბერი, 2024

მე-5 (ა) კლასი ხელოვნების სასახლეში

სკოლა პოლიგლოტის მე-5 (ა) კლასის მოსწავლეები, ხელოვნების მასწავლებელ ქეთევან მაისურაძესთან და კლასის დამრიგებელ სოფო დვალიშვილთან ერთად ეწვივნენ ჩვენი კულტურის უმნიშვნელოვანეს სიძველეთსაცავს – ხელოვნების სასახლეს. მოსწავლეებმა დაათვალიერეს XIX საუკუნეში აგებული სასახლე, გაეცნენ შენობის აგების ისტორიას, რომელიც ისლამური გოთიკის საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს. მათ იმოგზაურეს საინტერესო სამყაროში, დაათვალიერეს სამუზეუმო ექსპონატები, უმდიდრესი სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ფერწერული ტილოები და გრაფიკული… Continue reading მე-5 (ა) კლასი ხელოვნების სასახლეში

სრულად ნახვა
29 დეკემბერი, 2024

მე-7 (ბ) კლასის საახალწლო ღონისძიება

სკოლა პოლიგლოტის მე-7 (ბ) კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ნაზი ზაალიშვილთან ერთად წარმოგვიდგინეს საახალწლო ღონისძიება. მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლიტერატურული პერსონაჟები, გაითამაშეს სცენები ცნობილი ქართული მხატვრული ფილმებიდან, შეასრულეს საცეკვაო და მუსიკალური ნომრები, ისაუბრეს საახალწლო ტრადიციების შესახებ სხვადასხვა ენაზე. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ნაზი ზაალიშვილს ასეთი საინტერესო ღონისძიების ორგანიზებისათვის და მშობლებს აქტიური ჩართულობისათვის.

სრულად ნახვა
29 დეკემბერი, 2024

IV (ბ) კლასის ღონისძიება “პოლიგლოტის საშობაო ზღაპარი”

სკოლა პოლიგლოტის  IV (ბ) კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ანა ნიჟარაძესთან  ერთად წარმოგვიდგინეს საახალწლო ღონისძიება, სახელწოდებით “პოლიგლოტის საშობაო ზღაპარი”. სხვადასხვა ქვეყნის ზღაპრის პერსონაჟები გამოიპარნენ თავიანთი ზღაპრებიდან და გადაწყვიტეს სკოლა პოლიგლოტში შეღწევა, რადგან გაიგეს, რომ ,,პოლიგლოტში’’ ზღაპრული ღონისძიებაა.  სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის  ანა ნიჟარაძეს  ასეთი სახალისო ღონისძიების ორგანიზებისათვის და მშობლებს აქტიური ჩართულობისათვის.

სრულად ნახვა
28 დეკემბერი, 2024

მე-7 (ა) კლასის ღონისძიება – ,,ძველი ქართული ფილმების ახალი სიცოცხლე”

სკოლა პოლიგლოტის მე-7 (ა) კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ მელანო ჩოკორაიასთან და მუსიკის მასწავლებელ თამთა ცანავასთან ერთად წარმოადგინეს ღონისძიება – ,,ძველი ქართული ფილმების ახალი სიცოცხლე”. მოსწავლეებმა გააცოცხლეს ცნობილი და განსაკუთრებით დასამახსოვრებელი სცენები ქართული ფილმებიდან, რითაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნეს, რომ ეს ფილმები ჩვენი იდენტობის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია. ამ ფილმების მეშვეობით ჩვენ არა მხოლოდ ვიხსენებთ ისტორიას, არამედ ვაცოცხლებთ… Continue reading მე-7 (ა) კლასის ღონისძიება – ,,ძველი ქართული ფილმების ახალი სიცოცხლე”

სრულად ნახვა
27 დეკემბერი, 2024

ll (გ) კლასის ღონისძიება – “საახალწლო სურვილი”

სკოლა პოლიგლოტის ll (გ) კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ სოფო მუმლაძესთან ერთად წარმოგვიდგინეს ღონისძიება – “საახალწლო სურვილი”. ბავშვებმა ერთად ჩაუთქვეს სურვილი რომ თოვლის ბაბუა მოსულიყო, გაახალისეს ღონისძიება საახალწლო სიმღერებით, ლექსებით, გამოცანებითა და ცეკვებით. დასასრულს კი თოვლის ბაბუამ საჩუქრებიც დაარიგა. მოსწავლეებმა არაჩვეულებრივად მათთვის განკუთვნილი მოირგეს როლები და მაყურებელს საოცარი ემოციებით სავსე წუთები აჩუქეს. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის სოფო… Continue reading ll (გ) კლასის ღონისძიება – “საახალწლო სურვილი”

სრულად ნახვა
26 დეკემბერი, 2024

მე-2 (ბ) კლასის სპექტაკლი ,,თოვლის ბაბუის დაბრუნება”

სკოლა პოლიგლოტის მე-2 (ბ) კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ ნინო ჯვებენავასთან ერთად დადგეს სპექტაკლი ,,თოვლის ბაბუის დაბრუნება”. პატარა მსახიობებმა საოცარი ემოციებით და წარმოსახვით გააცოცხლეს ზღაპრული პერსონაჟები. მათმა შესრულებულმა სიმღერებმა და საცეკვაო ნომრებმა, მაყურებელთა გულები გაათბო და ზღაპრული ატმოსფერო შექმნა. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ნინო ჯვებენავას ასეთი შთამბეჭდავი ღონისძიების ორგანიზებისათვის. ასევე მადლობა, მუსიკის მასწავლებელს ანი ზაზაშვილს, რომელმაც მუსიკალურად… Continue reading მე-2 (ბ) კლასის სპექტაკლი ,,თოვლის ბაბუის დაბრუნება”

სრულად ნახვა
26 დეკემბერი, 2024

I (გ) კლასის ღონისძიება- ,,ახალი წლის ჯადოსნობა”

სკოლა პოლიგლოტის I (გ) კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ მარიამ ხუსკივაძესთან ერთად წარმოგვიდგინეს საახალწლო ღონისძიება, სახელწოდებით ,,ახალი წლის ჯადოსნობა”. პატარებმა სიმღერებით, ლექსებითა და ცეკვებით ჯადოსნურად ლამაზი შემოაბრძანეს ახალი წელი და ყველა სიხარულის კორიანტელში გაახვიეს. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მარიამ ხუსკივაძეს ასეთი საინტერესო ღონისძიების ორგანიზებისათვის და მშობლებს აქტიური მხარდაჭერისათვის

სრულად ნახვა