სკოლა პოლიგლოტში მე-2 (ა) კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ნონა წამალაშვილთან ერთად წარმოადგინეს ღონისძიება – ,,საახალწლო ზღაპარი ჩვენს თეატრში”. ბავშვებმა სხვადასხვა ზღაპრის გმირების როლი მოირგეს. ასევე ცეკვებით, სიმღერებითა და ლექსებით მიულოცეს მაყურებელს დამდეგი 2025 წელი. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ნონა წამალაშვილს ასეთი ლამაზი ღონისძიების ორგანიზებისათვის. ასევე მადლობა მუსიკის პედაგოგ ანი ზაზაშვილს, ულამაზესი დეკორაციების ავტორს, ხელოვნების პედაგოგ სოფიო… Continue reading მე-2 (ა) კლასის ღონისძიება – ,,საახალწლო ზღაპარი ჩვენს თეატრში”
სკოლა პოლიგლოტის I (ა) კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ანა მუმლაძესთან ერთად წარმოგვიდგინეს ღონისძიება – “საახალწლო შეჯიბრი ნევერლენდში”. საახალწლოდ ყველა განსაკუთრებულად ემზადება დღესასწაულისათვის, ნევერლენდშიც პატარა ელფები და პრინცესები ფუსფუსებენ, ფუთავენ საჩუქრებს, ალაგებენ და რთავენ ნაძვის ხეს. მას შემდეგ რაც ერთ-ერთ პრინცესას მოჰბეზრდება ფუსფუსი, ყველანი იყოფიან ორ ჯგუფად და ეჯიბრებიან ერთმანეთს ლექსებში, სიმღერებსა თუ ცეკვებში. სკოლა პოლიგლოტი მადლობას… Continue reading I (ა) კლასის ღონისძიება – “საახალწლო შეჯიბრი ნევერლენდში”
სკოლა პოლიგლოტში გრძელდება პროფესორ ცირა ბარბაქაძის პროექტი – „ხელოვნური ინტელექტი, ციფრული უნარები და მომავლის პროფესიები“. პროექტის ფარგლებში გაიმართა მორიგი შეხვედრა თემაზე: „შემოქმედება და ტექნოლოგიები“. ვორქშოფის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიების, განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის, შემოქმედებით პროცესებში ინტეგრაციის პერსპექტივების გაცნობა და მათი პრაქტიკული გამოყენების უნარების განვითარება. პროფესორმა ცირა ბარბაქაძემ შეხვედრის შესავალში ისაუბრა ხელოვნური ინტელექტის როლზე შემოქმედებით საქმიანობაში… Continue reading შეხვედრა თემაზე: „შემოქმედება და ტექნოლოგიები“
სკოლა პოლიგლოტის მე-6 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს სპექტაკლი “Snow Queen”, რომლის ორგანიზატორიც იყო კლასის დამრიგებელი და ინგლისური ენის მასწავლებელი ეკატერინე შუბითიძე. სპექტაკლი მოგვითხრობდა კაისა და გერდას მეგობრობაზე, კაის ბოროტი დედოფალი გაიტაცებს, ხოლო გერდა კი მას დაიხსნის. მოსწავლეებმა სხვადასხვა პერსონაჟის კოსტიუმები მოირგეს და სპექტაკლი გაამდიდრეს მუსიკალური ნომრებით. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ეკატერინე შუბითიძეს ასეთი ლამაზი ღონისძიების ორგანიზებისათვის,… Continue reading სპექტაკლი “Snow Queen”
სკოლა პოლიგლოტის მე-2 (ბ) კლასში მასწავლებელმა ნინო ჯვებენავამ ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე: “ერთად გადავარჩინოთ დედამიწა ”. მოსწავლეებმა ისაუბრეს ნარჩენების მართვის, ურნების გამოყენების და დედამიწის გადარჩენის მნიშვნელობაზე. ისინი აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში, იმუშავეს წყვილებში, რათა უკეთ გაეაზრებინათ გარემოსდაცვითი საკითხები. მსგავსი ტიპის გაკვეთილები ხელს უწყობს ბავშვებში ცნობიერების ამაღლებას გარემოსდაცვის მიმართულებით. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ნინო ჯვებენავას ასეთი საინტერესო… Continue reading ღია გაკვეთილი თემაზე: “ერთად გადავარჩინოთ დედამიწა”
სკოლა პოლიგლოტის ლიტერატურული კლუბის წევრები კალიგრაფიის მასტერკლასს დაესწრნენ. ერთდღიან მასტერკლასზე ბავშვები გაეცნენ ქართულ დამწერლობას, ულამაზესი დამწერლობით შექმნეს კალიგრამები, რომლებიც სამახსოვროდ დარჩებათ. მოსწავლეები ეზიარნენ კალმისა და მელნის ხელოვნებას, იმოგზაურეს ძველ პერიოდში, გამოცადეს წერის სასიამოვნო და ჯადოსნურ პროცესი. მასტერკლასის ბოლოს კი დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით. სკოლა პოლიგლოტი განსაკუთრებულ მადლობას უხდის კალიგრაფ რუსუდან ხორბალაძეს საინტერესო შეხვედრისთვის. ასევე მადლობა ღონისძიების ორგანიზატორ,… Continue reading კალიგრაფიის მასტერკლასი
სკოლა პოლიგლოტის I (ბ) კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ მაგდა ჩანქსელიანთან ერთად წარმოგვიდგინეს საახალწლო ღონისძიება, სახელწოდებით “საშობაო მეჯლისი”. ახალი წლის დადგომამდე 5 წუთი იყო დარჩენილი, მაგრამ თოვლის ბაბუა არსად ჩანდა. ბავშვებმა შეასრულეს საშობაო ვალსი, თავიანთი სიმღერებითა და ლექსებით მოიყვანეს თოვლის ბაბუა. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მაგდა ჩანქსელიანს ასეთი სახალისო ღონისძიების ორგანიზებისათვის და მშობლებს აქტიური ჩართულობისათვის.
სკოლა პოლიგლოტის მე-4 (ა) მოსწავლეებმა წარმოადგინეს ღონისძიება “ახალი წელი საქართველოსა და ევროპაში”, რომლის ორგანიზატორიც იყო კლასის დამრიგებელი თამარ რიჟამაძე. მოსწავლეებმა შეასრულეს თანამედროვე ჰიპ-ჰოპ ცეკვები, საახალწლო სიმღერები და ისაუბრეს საახალწლო ტრადიციებზე, თუ როგორი მრავალფეროვანია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ახალი წლის სამზადისი, ასევე გაგვიზიარეს საფრანგეთისა და ბრიტანეთის საახალწლო ტრადიციები. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის თამარ რიჟამაძეს ასეთი საინტერესო ღონისძიების… Continue reading ღონისძიება “ახალი წელი საქართველოსა და ევროპაში”
სკოლა პოლიგლოტში დაიწყო წინა საახალწლო ღონისძიები. ღონისძიებების ფარგლებში სკოლა პოლიგლოტის მე-3 (ბ) კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელთან, მანო ჭანტურიძესთან ერთად დადგეს სპექტაკლი”სანტას ჯადოსნური მძივები” და სანტას ჯადოსნურ სამყაროში გვამოგზაურეს. მოსწავლეებმა არაჩვეულებრივად მოირგეს ზღაპრის პერსონაჟების როლი, გაითავისეს მათი ხასიათი, შეასრულეს საცეკვაო და მუსიკალური ნომრები და მაყურებელს საოცარი ემოციები აჩუქეს. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მანო ჭანტურიძეს ასეთი შთამბეჭდავი ღონისძიების… Continue reading სპექტაკლი ”სანტას ჯადოსნური მძივები”
სკოლა პოლიგლოტში მოსწავლეთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით ჩატარდა ინტელექტუალური თამაშის – რა? სად? როდის? – ზამთრის სეზონი მე-7 და მე-8 კლასებს შორის. ინტელექტუალური თამაშის გამარჯვებული გახდა მე-8 (ბ) კლასი, რომლებსაც სიმბოლური დიპლომები გადაეცათ. ვულოცავთ მათ ამ გამარჯვებას და მომავალშიც წარმატებებს ვუსურვებთ. გუნდები ბრძოლას გააგრძელებენ გაზაფხულის სეზონზე, სადაც გამოვლინდება საბოლოო გამარჯვებული. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორებს:… Continue reading ინტელექტუალური თამაში – რა? სად? როდის?
სკოლა პოლიგლოტის მე-9 კლასის მოსწავლეებმა კლასის დამრიგებლის, ანა ჯავახიშვილის, მშობლებისა და მოსწავლეების ინიციატივით ჩაატარეს კლასის საათი. აქტივობის ფარგლებში მათ გამართეს სახალისო თამაშები, მიულოცეს ერთმანეთს დამდეგი შობა-ახალი წელი და გადასცეს საიდუმლო სანტას საჩუქრები. ბოლოს ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ ერთმანეთს და ასევე არ დაივიწყეს სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებიც. სკოლა პოლიგლოტი სიყვარულით ულოცავს ანა ჯავახიშვილს, მე-9 კლასის მოსწავლეებს და მათ… Continue reading საიდუმლო სანტა მე-9 კლასში
სკოლა პოლიგლოტის მათემატიკის მასწავლებელმა ქალბატონმა ნინო დაუშვილმა ჩაატარა ღია გაკვეთილი მე-8 (ა) და მე-8(ბ) კლასებში თემაზე : ,,მთელმაჩვენებლიანი ხარისხი და მისი თვისებები.“ მასწავლებელმა გამოიყენა სხვადასხვა საინტერესო ინტერაქტიური მეთოდი. მოსწავლეებმა გამოავლინეს საგნის ცოდნა და სიყვარული. მათ შეასრულეს სახალისო ჯგუფური სამუშაო, კერძოდ, მოსწავლეებმა ამოხსნილი მაგალითების პასუხებით გახსნეს შავი ყუთის კოდი და დაიმსახურეს სიურპრიზი(მათი საყვარელი ნუგბარი). სკოლა პოლიგლოტი… Continue reading ღია გაკვეთილი: ,,მთელმაჩვენებლიანი ხარისხი და მისი თვისებები.“
სკოლა პოლიგლოტის ხატვის წრის ,,სფუმატო‘’ მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო გამოფენაში, რომელიც გაიმართა სასტუმრო Wyndham Grand Tbilisi-ში. მათ გამოფინეს ულამაზესი ზამთრის პეიზაჟები და საპატიო სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. გამოფენაში ასევე მონაწილეობდნენ მხატვრები სხვადასხვა ქვეყნიდან. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ღონისძიების ავტორებს: ერნა წიფურიასა და ნინა ჩიხლაძეს. ასევე განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ხატვის წრის ,,სფუმატო‘’ ხელმძღვანელს, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების… Continue reading საერთაშორისო გამოფენა სასტუმრო Wyndham Grand Tbilisi-ში
სკოლა პოლიგლოტის VIII-ა და VIII-ბ კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ინტეგრირებულ ვიქტორინაში, სახელწოდებით ,,ცოდნის ძალა“. ვიქტორინა მოიცავდა შეკითხვებს ქართული ლიტერატურიდან, ისტორიიდან, მათემატიკიდან, გეოგრაფიიდან, მოქალაქეობიდან, ფიზიკიდან, ქიმიიდან და ბიოლოგიიდან. ვიქტორინა ჩატარდა სამ ტურად. მოსწავლეებმა წარმოაჩინეს დიდი მოტივაცია, მაღალი აკადემიური უნარები და კარგი საგნობრივი ცოდნა. სკოლა პოლიგლოტი დიდ მადლობას ღონისძიების ინიციატორებს: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ, მელანო ჩოკორაიასა… Continue reading ინტეგრირებული ვიქტორინა ,,ცოდნის ძალა“
სკოლა პოლიგლოტში მიმდინარეობს შიდა სასკოლო სპორტული შეჯიბრებები. ამ ღონისძიების ფარგლებში, დაწყებითი განათლების კათედრაზე, გაიმართა მე-4 კლასის მოსწავლეების ტურნირი მხიარულ სტარტებში. ტურნირზე ბავშვებს გულშემატკივრობდნენ მშობლები, კლასის დამრიგებლები და კათედრის წარმომადგენლები. ტურნირის ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებული მე-4 (ბ) კლასი. სკოლა პოლიგლოტი ულოცავს მათ ამ გამარჯვებას და მომავალშიც უსურვებს წარმატებებს. სკოლა პოლიგლოტი მადლობა უხდის სპორტის მასწავლებლებს: პედაგოგებს, ქალბატონ ნანა… Continue reading მხიარული სტარტები