სკოლა პოლიგლოტის მე-6 (ა) კლასის მოსწავლეები მუსიკის მასწავლებელ თამთა ცანავასთან ერთად იმყოფებოდნენ კომპოზიტორ ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში. ვიზიტის დროს მოსწავლეები გაეცნენ მნიშვნელოვან ფაქტებს კომპოზიტორის ცხოვრებიდან და მოუსმინეს სხვადასხვა მუსიკალურ ფრაგმენტებს მისი შემოქმედებიდან. შეხვედრის ბოლოს კი მუსიკის თანხლებით შეასრულეს საქართველოს ჰიმნი, რომლის მელოდია ზაქარია ფალიაშვილის საოპერო შემოქმედებას ეკუთვნის. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმს… Continue reading მე-6 (ა) კლასი ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში
სკოლა პოლიგლოტის მე-5 (ა,ბ,გ) კლასის მოსწავლეები დამრიგებლებთან ერთად იმყოფებოდნენ ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, სპექტაკლზე ,,ცისფერი ირემი”. არჩილ სულაკაურის მოთხრობა ,,ცისფერი ირემი” არის სიკეთისა და ბოროტების ჭიდილზე, ერთიანობითა და მეგობრობით სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის დამრიგებლებს: ირმა ჯავახიშვილს, ლინეტა ფუთურიძეს და გურანდა ხუსკივაძეს ასეთი საინტერესო აქტივობის ორგანიზებისათვის და მშობლებს აქტიური ჩართულობისთვის.
სკოლა პოლიგლოტის 2023- 2024 წლის ოქროს მედალოსნები: ელენე ჯინჭარაძე და ნატალი ბადრიძე ჩვენ გვჯერა მათი შესაძლებლობების და კიდევ უამრავ წარმატებას ვუსურვებთ !
სკოლა პოლიგლოტის მე-4(ბ) კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, თამარ ჯანხოთელმა, ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე: ,,სიბრძნის მარცვლები”. მოსწავლეებმა გაიაზრეს კითხვის მნიშვნელობა და წინარე ცოდნაზე დაყრდნობით გაიგეს თუ რატომ უნდა შეგროვდეს სიბრძნის მარცვლები? იმუშავეს ჯგუფებში, შეასრულეს საინტერესო აქტივობები და სხვადასხვა თამაშები: ,,რა დევს მარცვლების ყუთში”; ,,სიბრძნის სამიზნე” და ა.შ. ასევე, იმუშავეს არსებით სახელის ბრუნვასა და ბრუნვის… Continue reading ღია გაკვეთილი თემაზე: ,,სიბრძნის მარცვლები”
სკოლა პოლიგლოტის მე-3 (ბ) კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ მარიამ მჭედლიშვილთან ერთად აღნიშნეს ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღე. მოსწავლეებმა მოინახულეს სკოლის ბიბლიოთეკა, მასწავლებელთან ერთად წაიკითხეს მისი მოთხრობები და უყურეს ვიდეოს ასტრიდ ლინდგრენის შესახებ. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მარიამ მჭედლიშვილს საინტერესო აქტივობის ორგანიზებისათვის.
სკოლა პოლიგლოტის 1-ელი (ბ, გ) კლასის მოსწავლეებმა დამრიგებლებთან: სოფიო შერმაზანაშვილთან და ნინო კიკაძესთან ერთად დიდი სიყვარულით მიულოცეს დაბადების დღე პატარების საყვარელ მწერალს – ასტრიდ ლინდგრენს. მასწვალებლებმა ბავშვებს ზღაპრებიდან საინტერესო ამონარიდები წაუკითხეს და მათი საყვარელი პერსონაჟების ილუსტრაციები გააფერადებინეს. ასტრიდ ლინდგრენი – ის მწერალია, რომელიც მუდმივად გვახსენებს, რომ „ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ“. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის სოფიო შერმაზანაშვილს… Continue reading ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღე
სკოლა პოლიგლოტის 1-ელი (ა) კლასის მოსწავლეებმა აღნიშნეს ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღე. მასწავლებელმა ბავშვებს გააცნო ასტრიდ ლინდგრენის ბიოგრაფია და ანიმაციური ნაწყვეტები მწერლის შემოქმედებიდან (,,პეპი გრძელიწინდა” და ,,სახურავის ბინადარი კარლსონი”). მოსწავლეებმა ასევე გააფერადეს წიგნის პერსონაჟების ილუსტრაციებიც, რაც მიზნად ისახავდა მოსწავლეების ვიზუალურ-შემოქმედებითი უნარების განვითარებას. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის კლასის დამრიგებელ თამარ რიჟამაძეს ასეთი საინტერესო აქტივობის ორგანიზებისათვის.
ილია ჭავჭავაძის 188 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სკოლა პოლიგლოტის მე-8 (ა) კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, სადაც ჩაუტარდათ ინტეგრირებული გაკვეთილი სამოქალაქო განათლებასა და ქართულ ენასა და ლიტერატურაში. სწავლის ინტეგრირებული ფორმატი მიზნად ისახავდა მოსწავლეებისთვის ეროვნული თვითშემეცნების გაღრმავებას, ილია ჭავჭავაძის მოქალაქეობრივი იდეალების გააზრებას და მისი ლიტერატურული მემკვიდრეობის გაცნობას იმავე სივრცეში, სადაც ილია ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. მოსწავლეებმა… Continue reading ილია ჭავჭავაძის 188 წლის იუბილე
სკოლა პოლიგლოტმა კიდევ ერთხელ წარმატებით გაიარა ავტორიზაცია! ეს არის ჩვენი გუნდის ერთობლივი შრომისა და მაღალი სტანდარტების დადასტურება. წინ კიდევ დიდი მიზნებია ! მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის და ნდობისთვის!
სკოლა პოლიგლოტის მე-2 (გ) კლასის მოსწავლეები დამრიგებელ შორენა მალაციძესთან ერთად იმყოფებოდნენ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, სპექტაკლზე ,,სამი გოჭი”. ეს არის კეთილი და სახალისო ისტორია მეგობრობაზე, შეცდომების გააზრებასა და გულწრფელ ურთიერთობებზე. სპექტაკლი გვიჩვენებს მგლის ცვლილებასა და იმას თუ როგორ აერთიანებს მეგობრობა სამი ქვეყნის გმირებს – საფრანგეთიდან, იტალიიდან და საქართველოდან. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის დამრიგებელს… Continue reading მე-2 (გ) კლასის მოსწავლეები თეატრში
დღეს გამორჩეული საზოგადო მოღვაწის, მწერლისა და პოეტის ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით სკოლა პოლიგლოტის მე-8(ა) კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ, მელანო ჩოკორაიასთან ერთად პროექტ “ქართული წიგნისა და პერიოდიკის ისტორიის” ფარგლებში ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში იმყოფებოდნენ. მოსწავლეებმა დაათვალიერეს ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნისა და პრესის მუზეუმები. მოისმინეს საქართველოში გამოცემული პირველი ნაბეჭდი წიგნების შესახებ… Continue reading მე-8(ა) კლასი ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში
სკოლა პოლიგლოტის მე-2 (გ) კლასის მოსწავლეებს დამრიგებელმა შორენა მალაციძემ ჩაუტარა საინტერესო შეხვედრა წიგნების შესახებ სკოლის ბიბლიოთეკაში. მოსწავლეებმა დაათვალიერეს წიგნადი ფონდი, განსაკუთრებით კი მათთვის განკუთვნილი საბავშვო ლიტერატურა, განიხილეს მათი საყვარელი მოთხრობები და ერთად შეარჩიეს საკითხავი ლიტერატურა. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის შორენა მალაციძეს ასეთი საინტერესო აქტივობის ორგანიზებისათვის.
სკოლა პოლიგლოტის მე-2(გ) კლასის დამრიგებელმა შორენა მალაციძემ დაგეგმა კლასგარეშე გასვლითი აქტივობა გარდენიაში. ბუნების გაკვეთილზე მოსწავლეებმა შეძლეს „ნიადაგის“ თემის შესწავლა არა მხოლოდ წიგნიდან, არამედ პრაქტიკულადაც. მოსწავლეებმა დაათვალიერეს გარდენიას ბაღი და იქ წარმოდგენილი მრავალფეროვანი მცენარეები, შემდეგ კი სახელოსნოში დაესწრნენ „მწვანე გაკვეთილს“ — შეღებეს ქოთნები, გააფორმეს და საკუთარი ხელით დარგეს ყვავილი, რომელიც სამახსოვროდ გადაეცათ. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის… Continue reading მე-2(გ) კლასი გარდენიაში
სკოლა პოლიგლოტის 1-ლი (ა,ბ,გ) კლასის მოსწავლეები დამრიგებლებთან ერთად იმყოფებოდნენ ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, სპექტაკლზე ,,რწყილი და ჭიანჭველა”. ეს არის ზღაპარი ნამდვილ მეგობრობაზე და ერთგულებაზე, რომელიც გადმოცემულია ქართული ფოლკლორული მუსიკის, სიმღერისა და ცეკვების მეშვეობით. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის დამრიგებლებს: თამარ რიჟამაძეს, სოფიო შერმაზანაშვილსა და ნინო კიკაძეს ასეთი საინტერესო აქტივობის ორგანიზებისათვის და მშობლებს აქტიური ჩართულობისთვის.
სკოლა პოლიგლოტის მე-11 კლასის მოსწავლეები ქიმიის მასწავლებელ, ნანა ბარიშვილთან და ფიზიკის მასწავლებელ, ციური პაჭკორიასთან ერთად ესტუმრნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტს. მოსწავლეებმა მოინახულეს უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის სასწავლო-პრაქტიკული ბაზები და შეხვდნენ ფაკულტეტის დეკანს ოლანი გოცირიძეს. შეხვედრის პირველი ეტაპი ისტორიულ ტურსა და პრაქტიკულ საქმიანობას დაეთმო, ფაკულტეტის კოორდინატორმა და მეღვინეობა „ეთნო ოკამის“ გენერალურმა მენეჯერმა, ლაშა ბოდაველმა, მოსწავლეებს ქვევრში ღვინის… Continue reading მე-11 კლასის მოსწავლეები კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში