სკოლა პოლიგლოტის მორიგი საერთაშორისო წარმატება როგორც უკვე იცით, სკოლა პოლიგლოტში მიმდინარეობდა eTwinning-ის 2 საერთაშორისო პროექტი: “Green Developers” და “Mosaic of Different Cultures: Cultural Exchange with eTwinning”, რომელსაც ინგლისური ენის მასწავლებელი სალომე ბოხუა ხელმძღვანელობდა. ამ პროექტების ფარგლებში განხორციელდა არაერთი აქტივობა, რომელშიც აქტიურად იყვნენ ჩვენი მოსწავლეები ჩართულნი. გვინდა დიდი სიამაყით გითხრათ, რომ ორივე პროექტმა მიიღო როგორც ეროვნული,… Continue reading საერთაშორისო წარმატება
სკოლა პოლიგლოტის მე-4(ა) კლასში მაკა წურწუმიამ ჩაატარა ღია-შემაჯამებელი გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში. გაკვეთილის მიზანი იყო განვლილი მასალის შეჯამება. მოსწავლეებმა იმუშავეს არსებითი სახელის ბრუნვასა და ბრუნვის ნიშნების წინადადებებში სწორად გამოყენებაზე. ასევე, გააკეთეს პრეზენტაცია თემაზე -,,ჩემი პროფესია’’. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მაკა წურწუმიას საინტერესო გაკვეთილის ჩატარებისათვის.
სკოლა პოლიგლოტის მე-3 (ა,გ) კლასებში სოფო მუმლაძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი მათემატიკაში თემაზე: „არითმეტიკული მოქმედებები, ალგებრა და კანონზომიერებები ”. გაკვეთილი მოიცავდა მრავალფეროვან აქტივობებს, ღია გაკვეთილის მიზანი იყო წინარე ცოდნის გამარყარება/შეჯამება. მოსწავლეებმა შეძლეს 100-ის ფარგლებში ანგარიში, თვლა და რიცხვების დასახელება. ასევე, მოცემული რიცხვის სათანრიგო ერთეულებად გაშლა, შედარება, ლუწი/კენტი რიცხვების გარჩევა, მოცემული რიცხვების დალაგება როგორც ზრდადობით, ასევე კლებადობით;… Continue reading ღია გაკვეთილი მე-3 (ა,გ) კლასებში
სკოლა პოლიგლოტის მე-4 (ა) კლასის მოსწავლეები, დამრიგებელ მაკა წურწუმიასთან ერთად ესტუმრნენ თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმს. მუზეუმის ტერიტორიაზე მოსწავლეებმა ნახეს ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხის ტრადიციული სახლები: მეგრული, აჭარული, რაჭული, იმერული ოდები, საწნახლები, სამზარეულოები, ძველი სამუშაო იარაღები, ქართული, ტრადიციული სამოსი, ჭურჭელი და ძველი, ხის საოცარი ჩუქურთმებით დამშვენებული ავეჯი. ეს მუზეუმი არის ადგილი, სადაც დრო ჩერდება და საქართველოს ისტორია… Continue reading მე-4 (ა) კლასი ეთნოგრაფიულ მუზეუმში
სკოლა პოლიგლოტის მე-2(ბ) კლასის დამრიგებელმა მაკა ცენგირაშვილმა დაგეგმა კლასგარეშე გასვლითი აქტივობა გარდენიაში. ბუნების გაკვეთილზე მოსწავლეებმა შეძლეს „ნიადაგის“ თემის შესწავლა არა მხოლოდ წიგნიდან, არამედ პრაქტიკულადაც. მოსწავლეებმა დაათვალიერეს გარდენიას ბაღი და იქ წარმოდგენილი მრავალფეროვანი მცენარეები, შემდეგ კი სახელოსნოში დაესწრნენ „მწვანე გაკვეთილს“ — შეღებეს ქოთნები, გააფორმეს და საკუთარი ხელით დარგეს ყვავილები, რომელიც სამახსოვროდ გადაეცათ მათ. სკოლა პოლიგლოტი მადლობას… Continue reading მე-2(ბ) კლასი გარდენიაში
სკოლა პოლიგლოტის მე-2 (ა) კლასში სოფო მუმლაძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი მათემატიკაში თემაზე: ,,არითმეტიკული მოქმედებები.” გაკვეთილი მოიცავდა მრავალფეროვან აქტივობებს. ბავშვები აქტიურად ჩაერთნენ ინტერაქციაში, შეძლეს მარტივი მსჯელობა, ლოგიკური კავშირის დამყარება, თვლა, ანგარიში და შეასრულეს მრავალი არითმეტიკული მოქმედება 100-ის ფარგლებში. ღია გაკვეთილი დატვირთული იყო მრავალფეროვანი დავალებებით, რომელსაც მოსწავლეებმა თავი შესანიშნავად გაართვეს და კარგი განმავითარებელი კომენტარებიც დაიმსახურეს. სკოლა პოლიგლოტი… Continue reading ღია გაკვეთილი მათემატიკაში თემაზე: ,,არითმეტიკული მოქმედებები”
სკოლა პოლიგლოტის მე-3(გ) კლასის მოსწავლეები დამრიგებელ სოფო მუმლაძესთან და ფსიქოლოგ თეა ჯაღიაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ გარდენიაში. მოსწავლეებმა “მწვანე გაკვეთილის” ფარგლებში დაათვალიერეს ულამაზესი ბაღი, გაეცვნენ მცენარეთა მრავალფეროვნებას, მოისმინეს საინტერესო ლექცია ყვავილების მოვლა-გაფრთხილების შესახებ. მწვანე სახელოსნოში გაცრეს და შეაზავეს მიწა, მოხატეს ქოთანები და თავად ჩარგეს ქოთანში ყვავილები, რომელიც თითოეულს საჩუქრად გადაეცა. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის სოფო მუმლაძეს შემოქმედებითი… Continue reading მე-3(გ) კლასი გარდენიაში
სკოლა პოლიგლოტის მე-5 (ბ) კლასში გურანდა ხუსკივაძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში. გაკვეთილის ფარგლებში მოსწავლეებმა შეაჯამეს არჩილ სულაკაურის პროზაული ნაწარმოები ” ბიჭი და ძაღლი”. ისაუბრეს და იმსჯელეს მნიშვნელოვან თემებზე. ასევე, ჩაერთნენ სხვადასხვა აქტივობაში. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის გურანდა ხუსკივაძეს შემოქმედებითი და საინტერესო გაკვეთილის ჩატარებისათვის.
სკოლა პოლიგლოტის 4 (ა,ბ) კლასებში სოფო მუმლაძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი მათემატიკაში თემაზე: „არითმეტიკული მოქმედებები ”. გაკვეთილი მოიცავდა მრავალფეროვან აქტივობებს, ღია გაკვეთილის მიზანი იყო წინარე ცოდნის გამარყარება/შეჯამება. მოსწავლეებმა შეძლეს 10 000-ის ფარგლებში ანგარიში, თვლა და რიცხვების დასახელება. ასევე, მოცემული რიცხვის სათანრიგო ერთეულებად გაშლა, შედარება, ლუწი/კენტი რიცხვების გარჩევა, მოცემული რიცხვების დალაგება როგორც ზრდადობით, ასევე კლებადობით. მოსწავლეებმა თავი… Continue reading ღია გაკვეთილი მათემატიკაში თემაზე: „არითმეტიკული მოქმედებები ”
სკოლა პოლიგლოტის მე-2(ა) კლასის დამრიგებელმა ანა მუმლაძემ დაგეგმა კლასგარეშე გასვლითი აქტივობა გარდენიაში. ბუნების გაკვეთილზე მოსწავლეებმა შეძლეს „ნიადაგის“ თემის შესწავლა არა მხოლოდ წიგნიდან, არამედ პრაქტიკულადაც. მოსწავლეებმა დაათვალიერეს გარდენიას და იქ წარმოდგენილი მრავალფეროვანი მცენარეები, შემდეგ კი სახელოსნოში დაესწრნენ „მწვანე გაკვეთილს“ — შეღებეს ქოთნები, გააფორმეს და საკუთარი ხელით დარგეს ყვავილები, რომელიც სამახსოვროდ გადაეცათ მათ. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის… Continue reading მე-2(ა) კლასი გარდენიაში
სკოლა პოლიგლოტის პატარა ხელოვანები მთელი შემოდგომა ემზადებოდნენ ამ დღისათვის. ჩვენმა მოსწავლეებმა მასწავლებლებთან და მშობლებთან ერთად შექმნეს უამრავი საინტერესო და ორიგინაური ნამუშევარი შემდეგ თემებზე: ,,ფერთა ფოთოლცვენა”, ,,დიდი ხელოვანები და მათი პორტრეტები”. სკოლის დარბაზი გაივსო ბუნებრივი, თუ ხელოვნური მასალებისგან შექმნილი საოცარი ნაკეთობებით, ნახატებითა და ნამუშევრებით. ღონისძიება კი კიდევ უფრო გაალამაზა მოსწავლეების მიერ გაცოცხლებულმა დიდი ხელოვანების პორტრეტებმა, პატარები… Continue reading ღონისძიება ,,ფერთა ფოთოლცვენა”
სკოლა პოლიგლოტის მე-5(ა,ბ,გ) და მე-6 (ა,ბ) კლასის მოსწავლეები დამრიგებლებთან ერთად იმყოფებოდნენ ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, სპექტაკლზე ,,მე ვხედავ მზეს”. სპექტაკლი მოგვითხრობს სიყვარულზე, მეგობრობაზე, ურთიერთპატივისცემასა და თანაგრძნობაზე. მოსწავლეებმა დაინახეს თუ რა ძალა აქვს ადამიანურ მხარდაჭერას, რომელიც იმედს მატებს მათ. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის დამრიგებლებს – ირმა ჯავახიშვილს, ლინეტა ფუტურიძეს, ნინო ოქრუაშვილს, სოფო დვალიშვილსა და… Continue reading მე-5(ა,ბ,გ) და მე-6 (ა,ბ) კლასები თეატრში
სკოლა პოლიგლოტის მე-2 (ა) კლასში ანა მუმლაძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში. გაკვეთილის ფარგლებში მოსწავლეებმა დააჯგუფეს სულიერი და უსულო არსებითი სახელები, დათვალეს სიტყვებში მარცვლების რაოდენობა, გამოიცნეს ხმოვანი და თანხმოვანი ასო-ბგერები, მხოლობითი და მრავლობითი სიტყვები. მოსწავლეებმა წარმატებით შეასრულეს დავალებები. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ანა მუმლაძეს შემოქმედებითი და საინტერესო გაკვეთილის ჩატარებისათვის.
სკოლა პოლიგლოტის მე-8 (ბ) კლასის მოსწავლეები დამრიგებელ, ნაზი ზაალიშვილთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. მოსწავლეები გაეცნენ წიგნების შექმნის უძველეს ტრადიციებს, ნახეს სხვადასხვა დროს შექმნილი უძველესი ხელნაწერები, ჩაერთნენ სახალისო აქტივობაში და ააწყვეს ფაზლი – საქართველოს რუკა. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს მასპინძლობისთვის და ნაზი ზაალიშვილს საინტერესო აქტივობის ორგანიზებისათვის.
სკოლა პოლიგლოტის მე-2 (ა) კლასში ჩაატარდა ღია გაკვეთილი ბუნებაში. გაკვეთილის მიზანი იყო შესწავლილი მასალის შეჯამება: ხმელეთის შემადგენელი ნაწილების დასახელება, ტრანსპორტი და მათი სახეობების ჩამოთვლა, ნიადაგი, მისი შემადგენელი კომპონენტები, მცენარე მისი აგებულება და ა.შ. მოსწავლეებმა წარმატებით შეასრულეს დავალებები. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ანა მუმლაძეს შემოქმედებითი და საინტერესო გაკვეთილის ჩატარებისათვის.