277434798_3048791195334857_8538478073891513546_n

მე-2(ა) კლასის გამოსაშვები ღონისძიება ,,ჩემი სამშობლო საქართველოა”

სრულად ნახვა
25 ივნისი, 2025

მე-8 (ბ) კლასის ექსკურსია

სკოლა პოლიგლოტის მე-8 (ბ) კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე შიდა ქართლში, კასპის მუნიციპალიტეტში. სოფელ ნოსტეში მათ მოინახულეს გიორგი სააკაძის ძველი ნასახლარი და ციხე-დარბაზი. ასევე, ნახეს ქვათახევის მონასტერი და გაეცნენ მის ისტორიულ თუ გეოგრაფიულ მდებარეობას. ექსკურსიის მიზანი იყო საქართველოს ბუნებრივი სილამაზის, კულტურული მემკვიდრეობის და გეოგრაფიული მხარის გაცნობა. დღის ბოლოს მოეწყო სახალისო და შემეცნებით პიკნიკი, რამაც მოსწავლეებზე წარუშლელი… Continue reading მე-8 (ბ) კლასის ექსკურსია

სრულად ნახვა
24 ივნისი, 2025

I ადგილი „ტვინების ბრძოლაში“

სკოლა პოლიგლოტის მე-8 (ბ) კლასის მოსწავლეებმა ალექსანდრე ახალკაცმა, ლიზი ბაშარულმა, ალექსანდრე გოგიშვილმა, ცოტნე მამფორიამ და თინანო ნიშნიანიძემ მიიღეს მონაწილეობა brains.Ge-ს მიერ ორგანიზებულ ოლიმპიადაში „ტვინების ბრძოლა“ და მოიპოვეს თბილისის მასშტაბით I ადგილი, ხოლო საქართველოს მასშტაბით III ადგილი. გამარჯვებული პოლიგლოტელები დაჯილდოვდნენ საზაფხულო ბანაკში დასვენების საგზურით. სკოლა პოლიგლოტი ულოცავს მათ ამ წარმატებას და მომავალშიც უსურვებს წინსვლას.

სრულად ნახვა
23 ივნისი, 2025

მე-5(ბ) კლასის ღონისძიება

სკოლა პოლიგლოტის მე-5(ბ) კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ნინო ოქრუაშვილთან ერთად, წარმოადგინეს გამოსაშვები ღონისძიება. ზეიმის თემატიკა იყო მომავლის პროფესიები და კლასელების შეხვედრა სკოლის დასრულებიდან 10 წლის შემდეგ. მოსწავლეებმა სცენაზე განასახიერეს თავიანთი საოცნებო პროფესიები და თვალსაჩინოდ წარმოადგინეს, თუ როგორ ხედავენ საკუთარ თავს მომავალში. ღონისძიება დატვირთული იყო ემოციებითა და სითბოთი. ბავშვებმა გაიხსენეს მეგობრობა, საერთო მოგონებები, თავიანთი საკლასო ისტორია. სცენაზე… Continue reading მე-5(ბ) კლასის ღონისძიება

სრულად ნახვა
22 ივნისი, 2025

მე-5 (ა) კლასის ღონისძიება

სკოლა პოლიგლოტის მე-5 (ა) კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ სოფო დვალიშვილთან ერთად წარმოგვიდგინეს გამოსაშვები ღონისძიება. მათ სცენაზე გააცოცხლეს უკვდავი მიუზიკლის – ,,ჩხიკვთა ქორწილის” პერსონაჟები და ააჟღერეს ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი მელოდიები. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის სოფო დვალიშვილს ასეთი ლამაზი ღონისძიების ორგანიზებისათვის, მუსიკის მასწავლებელ თამთა ცანავას სპექტაკლის მუსიკალურად გაფორმებისათვის და მშობლებს აქტიური ჩართულობისთვის.

სრულად ნახვა
21 ივნისი, 2025

მე-4 (ბ) კლასის ექსკურსია

სკოლა პოლიგლოტის მე-4 (ბ) კლასის მოსწავლეები დამრიგებელთან, ანა ნიჟარაძესთან და მშობლებთან ერთად იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე ანანურში. ექსკურსიის მიზანი იყო საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული ღირსშესანიშნაობების გაცნობა. მოსწავლეებმა ნახეს ანანურის ციხის კომპლექსი, არაგვის ხეობა, ჟინვალის წყალსაცავი. დღის ბოლოს მოსწავლეებმა მოაწყვეს პიკნიკი ანანურში, სადაც სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობებით დრო სასიამოვნოდ გაატარეს. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ანა ნიჟარაძეს ასეთი საინტერესო აქტივობის ორგანიზებისათვის.

სრულად ნახვა
20 ივნისი, 2025

მე-4 (ბ) კლასის ღონისძიება

სკოლა პოლიგლოტის მე-4 (ბ) კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ანა ნიჟარაძესთან ერთად წარმოგვიდგინეს მეოთხე კლასის დამამთავრებელი ღონისძიება. მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერები, საინტერესო და იუმორისტული სახის ნომრები, წაიკითხეს ლექსები და წარმოგვიდგინეს შესანიშნავი საცეკვაო ნომრები. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ანა ნიჟარაძეს ასეთი ლამაზი ღონისძიების ორგანიზებისათვის, მუსიკის მასწავლებელ ანი ზაზაშვილს მუსიკალური გაფორმებისათვის და მშობლებს აქტიური ჩართულობისათვის.

სრულად ნახვა
19 ივნისი, 2025

მე-2 (ბ) კლასის ღონისძიება

სკოლა პოლიგლოტის მე-2 (ბ) კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ნინო ჯვებენავასთან ერთად წარმოგვიდგინეს მეორე კლასის დამამთავრებელი ღონისძიება. მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერები, ლექსები და წარმოგვიდგინეს შესანიშნავი საცეკვაო ნომრები. ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებს გადაეცათ სკოლა პოლიგლოტის სიგელები — II კლასის სასწავლო პროგრამის წარმატებით ათვისებისთვის. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ნინო ჯვებენავას ასეთი ლამაზი ღონისძიების ორგანიზებისათვის და მშობლებს აქტიური ჩართულობისათვის.

სრულად ნახვა
18 ივნისი, 2025

მე-4(ა) კლასის ღონისძიება

მე-4(ა) კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ თამარ რიჟამაძესთან ერთად წარმოგვიდგინეს მრავალფეროვანი გამოსაშვები ღონისძიება. მათ იმოგზაურეს დროში, შეასრულეს თანამედროვე და ეროვნული ცეკვები, ქართული და უცხოური სიმღერები. ასევე გაიხსენეს ოთხი წლის მოგონებები. ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდნენ მშობლები, რომლებმაც შეასრულეს სიმღერა. დასასრულს მოსწავლეებმა დამრიგებელს გაუკეთეს სამახსოვრო გამოსამშვიდობებელი ვიდეო, ერთმანეთს მაისურებზე დააწერეს თბილი ფრაზები და სიმბოლურად ჰაერში აისროლეს ქუდები. სკოლა პოლიგლოტი მადლობას… Continue reading მე-4(ა) კლასის ღონისძიება

სრულად ნახვა
17 ივნისი, 2025

მე-3(ბ) კლასის ღონისძიება

სკოლა პოლიგლოტის მე-3(ბ) კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ თამარ ჯანხოთელთან ერთად წარმოადგინეს გამოსაშვები ღონისძიება, “მეგობრობა გზად და ხიდად”. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა: მოირგეს სხვადასხვა პერსონაჟების როლი; წაიკითხეს ლექსები; იმღერეს თემატური სიმღერები და შეასრულეს ცეკვები. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის თამარ ჯანხოთელს და მასწავლებლებს: ანი ზაზაშვილს, მირანდა ხუსკივაძეს, გვანცა არაბულს, ასეთი საინტერესო ღონისძიების ორგანიზებისათვის და მშობლებს აქტიური ჩართულობისთვის.

სრულად ნახვა
16 ივნისი, 2025

მე-7 (ა) კლასი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში

მე-7 (ა) კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან,მელანო ჩოკორაიასთან ერთად ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდნენ. აღნიშნული ექსკურსიის მიზანი იყო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრისა და ხელნაწერთა უნიკალური კოლექციის დათვალიერება, ხელნაწერთა ეროვნული მემკვიდრეობის გაცნობა, დაფასება და კულტურული თვითშეგნების ამაღლება. მოსწავლეებმა ექსკურსიის ფარგლებში მოისმინეს საინტერესო ინფორმაცია ქართული ხელნაწერი ტრადიციის ისტორიის, მასალებისა და კალიგრაფიული სტილის შესახებ, დაათვალიერეს… Continue reading მე-7 (ა) კლასი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში

სრულად ნახვა
16 ივნისი, 2025

მე-2(ა) კლასის ღონისძიება

სკოლა პოლიგლოტის მე-2(ა) კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ნონა წამალაშვილთან ერთად წარმოგვიდგინეს გამოსაშვები ღონისძიება ,,ჩემი სამშობლო საქართველოა”. მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემატური სიმღერები და ცეკვები. ასევე ნაწყვეტები ქართული მულტიპლიკაციური ფილმებიდან. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ნონა წამალაშვილს, მუსიკის მასწავლებელს ანი ზაზაშვილს და დეკორაციების ავტორს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელ სოფიო ლიჩელს ასეთი შესანიშნავი ღონისძიების ორგანიზებისთვის, ხოლო მშობლებს აქტიური ჩართულობისთვის.

სრულად ნახვა
15 ივნისი, 2025

მე-2(ბ) კლასის ექსკურსია

სკოლა პოლიგლოტის მე-2(ბ) კლასის მოსწავლეები დამრიგებელ ნინო ჯვებენავასთან ერთად იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე: ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში სტუმრობის მიზანი იყო ცნობილი ქართველი მწერლის უკეთესად გაცნობა, მისი ცხოვრების და შემოქმედების შესახებ ინფორმაციის მიღება და ქართული ლიტერატურისადმი ინტერესის გაღვივება. ექსკურსიამდე მოსწავლეები გაეცნენ ჰერბარიუმის დამზადების პროცესს. ექსკურსიის დღეს მათ მინდვრის ყვავილები და მცენარეები მოკრიფეს, რათა თავად დაემზადებინათ… Continue reading მე-2(ბ) კლასის ექსკურსია

სრულად ნახვა
14 ივნისი, 2025

მე-2 (გ) კლასის გამოსაშვები ღონისძიება

სკოლა პოლიგლოტში გაიმართა მე-2 (გ) კლასის გამოსაშვები ღონისძიება “ენა, მამული, სარწმუნოება”, რომლის ორგანიზატორიც იყო კლასის დამრიგებელი სოფო მუმლაძე. რაფიელ ერისთავს უთქვამს “როგორც უფალი, სამშობლო ერთია ქვეყანაზედა”, განათლებული მომავალი თაობა კი საწინდარია ქვეყნის წინსვლისა და წარმატების. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა: იმღერეს თემატური სიმღერები. შეასრულეს ტრადიციული ქართული ცეკვები; წაიკითხეს სხვადასხვა პოეტების ლექსები და ფრაზები; სკოლა პოლიგლოტი დიდ მადლობას… Continue reading მე-2 (გ) კლასის გამოსაშვები ღონისძიება

სრულად ნახვა

მე-2 (გ) კლასის გამოსაშვები ღონისძიება “ენა, მამული, სარწმუნოება”

სრულად ნახვა