სკოლა პოლიგლოტის 1-ელი (გ) კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ ნინო კიკაძესთან ერთად წარმოადგინეს ღონისძიება — „ჩვენი ენა ქართული“. მოსწავლეებმა სიყვარულითა და სითბოთი გააცოცხლეს ქართული ენა და ის ცოდნა, რომელიც პირველი სასწავლო წლის განმავლობაში შეიძინეს. პატარებმა მაყურებელს თავიანთი ნიჭი, მონდომება და მიღწევები გაუზიარეს. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის კლასის დამრიგებელ ნინო კიკაძეს და ყველა იმ მასწავლებელს, რომლებიც მთელი წლის… Continue reading 1-ელი (გ) კლასის ღონისძიება — „ჩვენი ენა ქართული“
სკოლა პოლიგლოტის მე-3 (ბ) კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ მარიამ მჭედლიშვილთან ერთად წარმოადგინეს ღონისძიება “საქართველოს მოგზაურები”. მოსწავლეებმა სტუმრებს გააცნეს საქართველოს კუთხეები ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვებით. მათ დიდი სიყვარულით წარმოადგინეს სამშობლოს წეს-ჩვეულებები და ტრადიციები. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მარიამ მჭედლიშვილს საინტერესო ღონისძიების ორგანიზებისათვის.
სკოლა პოლიგლოტის 1-ელი (ა) კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ თამარ რიჟამაძესთან ერთად წარმოადგინეს ღონისძიება „დედაენა – ცოდნის წყარო“. ლექსებით და სიმღერებითა მოსწავლეებმა გაგვიზიარეს ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც მთელი წლის განმავლობაში შეიძინეს. მათ ასევე შეასრულეს სხვადასხვა საცეკვაო ნომრები. ეს დღე იყო პირველი სასწავლო წლის მნიშვნელოვანი და ემოციური შეჯამება, რამაც კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ბავშვების ცოდნა და ნიჭიერება. სკოლა… Continue reading 1-ელი (ა) კლასის ღონისძიება „დედაენა – ცოდნის წყარო“
სკოლა პოლიგლოტის მე- 3(ა) კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის პედაგოგ მარიამ ცაბაძესთან და დამრიგებელ ნონა წამალაშვილთან ერთად წარმოადგინეს პროექტი სახელწოდებით” Happy earth day- let’s take care of the earth.” მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე წარმოადგინეს პრეზენტაციები დედამიწის ბინადარ ცხოველებსა და მცენარეებზე. ბოლოს კი შეასრულეს სიღერა “earth, we’re in it together. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მასწავლებლებს თემატური აქტივობის ორგანიზებისათვის.
სკოლა პოლიგლოტის მე-8 (ა) კლასის მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების მასწავლებელთან, ხატია ჭილავასთან და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან, მელანო ჩოკორაიასთან ერთად გახორციელეს ინტეგრირებული პროექტი „ემიგრაცია: ლიტერატურული განცდა და სამოქალაქო რეალობა“ . პროექტი სავსე იყო ემოციებით, მოსწავლეებმა იმსჯელეს ადამიანის უფლებებზე, პატრიოტიზმსა და ემიგრაციაში მყოფი ადამიანების სულიერ მდგომარეობაზე, რამდენად რთულია მათთვის სამშობლოდან შორს ყოფნა. მსგავსი ტიპის ინტეგრირებული სწავლება… Continue reading პროექტი „ემიგრაცია: ლიტერატურული განცდა და სამოქალაქო რეალობა“
15 აპრილს, სიყვარულის დღესთან დაკავშირებით, სკოლა პოლიგლოტის მე-8(ა) კლასში განხორციელდა ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროექტი – „ასე უყვარდათ უწინ“. პროექტის ავტორები იყვნენ: ფრანგული ენის მასწავლებელი, გვანცა არაბული და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მელანო ჩოკორაია. ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეთა ლიტერატურული, კულტურული და ემოციური კომპეტენციების განვითარება. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ ცნობილი ფრანგი და ქართველი მწერლების, პოეტებისა და საზოგადო… Continue reading პროექტი – „ასე უყვარდათ უწინ“
14 აპრილი – დედაენის დღეა ! სკოლა პოლიგლოტში მიმდინარეობს დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული, რომლის ფარგლებში დაიგეგმა შემდეგი ღონისძიებები: ლექცია თემაზე: ,,1978 წელს საქართველოში მიმდინარე მოვლენები”, მომხსენებელი სკოლა პოლიგლოტის ისტორიის მასწავლებელი ია დორეული. ლექციის შემდეგ კინოსტუდია ,,გუთანის“ მიერ გადაღებული ფილმის ჩვენება ,, ქართული ენა-ლაზარეს ენა“; საკლასო ოთახებში დედაენის კუთხის მოწყობა, სადაც მოსწავლეები განათავსებენ კედლის გაზეთებს, პოსტერებს… Continue reading დედაენის დღე
საქართველოს კულტურის ფონდის დარბაზში გაიმართა შესანიშნავი საღამო: ,,ბავშვები აფხაზეთიდან”. ღონისძიების ორგანიზატორი იყო აკადემია გვირილას დამფუძნებელი ერნა წიფურია. ღონისძიებაზე მონაწილეობა მიიღო სკოლა პოლიგლოტის ხატვის წრის “სფუმატო” მოსწავლეებმა. ახალგაზრდა მხატვრებმა გააცოცხლეს პოდიუმზე მათი ნახატები. ისინი გამოწყობილნი იყვნენ ეროვნულ სამოსში. ღონისძიების ბოლოს ააფრიალეს ეროვნული დროშა. მსგავსი ტიპის აქტივობები ემსახურება ახალგაზრდა თაოებებში ეროვნული სულისკვეთების გაღვივებას. სკოლა პოლიგლოტი დიდ მადლობას… Continue reading საღამო: ,,ბავშვები აფხაზეთიდან”
27 მარტს, სსიპ ქალაქ თბილისის 23-ე საჯარო სკოლაში გაიმართა ფრანკოფონიის დასკვნითი ღონისძიება. ღონისძიებას ესწრებოდა ფრანგული რენესანსის პრეზიდენტი საქართველოში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ქალბატონი მზაღო დოხტურიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი ქალბატონი რიმა ბერაძე, საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლები- ალ. დიუმას ფრანგული ენის კულტურის ცენტრის დირექტორი ბატონი ფილიპ ტრიუკე და ქალბატონი ქეთევან ქურციკიძე, განათლების სამინისტროს წარმომადგენელი. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლა… Continue reading ფრანკოფონიის დღეების დასკვნითი ღონისძიება
24 მარტს, კავკასიის ფრანგულ სკოლაში დაიწყო ფრანკოფონიის დღეები. ფესტივალზე მონაწილეობდა საქართველოს თვრამეტი სკოლა. ღონისძიებას ესწრებოდა საფრანგეთის ელჩი საქართველოში ბატონი ოლივიე კურტო, მეუღლესთან ერთად. ღონისძიება იყო ძალიან საინტერესო, მოსწავლეებმა შეასრულეს ნაწარმოებები ფრანგულ და ქართულ ენაზე. ღონისძიებაში ტრადიციულად მონაწილეობდა სკოლა პოლიგლოტი-ფრანგული ენის პედაგოგები – ირმა ჭანკოტაძე და გვანცა არაბული, მე-8(ბ) კლასის მოსწავლეები: ანა ქურდიანი, სოფია ბიწაძე, მე-7(ა)… Continue reading ფრანკოფონიის დღეები დაიწყო
სკოლა პოლიგლოტში ეკოკლუბის ინიციატივით აღინიშნა ველური ბუნების დაცვის საერთაშორისო დღე. ღონისძიებაში ჩაერთნენ მე-6, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები, მათ გამოუშვეს კედლის გაზეთები და მოამზადეს პრეზენტაციები კონფერენციისათვის. კონფერენცია იყო საინტერესო და ნაყოფიერი, რადგან მოსწავლეებმა აიმაღლეს ცნობიერება ველური ბუნების დაცვის სფეროში. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ეკოკლუბის ხელმძღვანელ, ნინო წამალაშვილს და მონაწილეებს აღნიშნული სასწავლო პროექტის წარმატებულად განხორციელებისათვის.
სკოლა პოლიგლოტის ლიტერატურული კლუბის წევრებმა, კლუბის ხელმძღვანელთან მელანო ჩოკორაიასთან ერთად, ჩაატარეს სასკოლო კონფერენცია თემაზე – „ლეგენდად ქცეული ქალები“. კონფერენციის ფარგლებში მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია მსოფლიოს ისტორიაში ცნობილ ქალებზე და წარმოადგინეს საინტერესო მოხსენებები მათ ცხოვრებასა თუ საქმიანობაზე. კონფერენციის მიზანი იყო მოსწავლეებში კვლევითი და პრეზენტაციის უნარების განვითარება, ასევე ისტორიული და კულტურული ცოდნის გაღრმავება. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მელანო… Continue reading სასკოლო კონფერენცია – „ლეგენდად ქცეული ქალები“
სკოლა პოლიგლოტში ჩატარდა ინტეგრირებული ვიქტორინა, რომელშიც მონაწილეობდა ორი კათედრა: ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ჰუმანიტარულ-საზოგადოებრივი მეცნიერებების. ვიქტორინა შედგებოდა სამი ტურისგან, სადაც მონაწილეობდნენ მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები. ვიქტორინის მიზანი იყო მოსწავლეთა ცოდნის შემოწმება და გაღრმავება, სხვადასხვა კათედრის ინტეგრირებული სწავლების ხელშეწყობა, გუნდური მუშაობის უნარების განვითარება და ანალიტიკური აზროვნების გამომუშავება. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის კათედრის ხელმძღვანელებს ნინო… Continue reading ინტეგრირებული ვიქტორინა
სკოლა პოლიგლოტში ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა მინი ლექციები, მოეწყო ფილმის ჩვენება, მოსწავლეებმა გამოუშვეს კედლის გაზეთები და წარმოადგინეს პრეზენტაციები თემებზე: საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ისტორიის მასწავლებლებს თინათინ დორეულსა და ნაზი ზაალიშვილს ასეთი მნიშვნელოვანი აქტივობების ორგანიზებისათვის.
ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში სკოლა პოლიგლოტის ლიტერატურული კლუბის წევრებმა მე-6 კლასის მოსწავლეებთან და კლუბის ხელმძღვანელ მელანო ჩოკორაიასთან ერთად ჩაატარეს საგანმანათლებლო-შემეცნებითი შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა მარო მაყაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეებში ეროვნული თვითშეგნების ამაღლება და იმ ახალგაზრდების გმირობის დაფასება, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას სიცოცხლე შესწირეს. აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა ერთობლივად წაიკითხეს წიგნი „დიდი ქართველები -მარო მაყაშვილი“,… Continue reading საგანმანათლებლო-შემეცნებითი შეხვედრა -მარო მაყაშვილის ცხოვრებაზე