Search
Close this search box.

სიახლეები

არქივი
3 ნოემბერი, 2022

ლექცია-პერფორმანსი: “ბუნების ხმები”

სკოლა პოლიგლოტის მოსწავლეებისთვის არაფორმალური განათლების პროგრამის ფარგლებში 3 ნოემბერს ბოტანიკურ ბაღში გაიმართა ლექცია-პერფორმანსი: “ბუნების ხმები”. პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა TsiRa Barbakadze – მ, მოსწავლეებს წარუდგინა მუსიკოსი დავით ბახტაძე, რომელიც მოსწავლეებს ესაუბრა ისეთი საინტერესო მუსიკალური ინსტრუმენტის შესახებ, როგორიცაა ვალტორნა. უამბო მისი წარმოშობის ისტორია და შეასრულა მრავალფეროვანი კომპოზიციები – ბუნების ხმებიდან დაწყებული, კლასიკური ნაწარმოებების ფრაგმენტებით და ჯაზის თავისუფალი… Continue reading ლექცია-პერფორმანსი: “ბუნების ხმები”

სრულად ნახვა
3 ნოემბერი, 2022

პროექტი: ,,ეთნოტური საქართველოში“ – სასწავლო -შემეცნებითი -თემატური ექსკურსია მცხეთაში

Vბ კლასი, კლასის ხელმძღვანელ ნაზი ზაალიშვილთან ერთად, იმყოფებოდა მცხეთაში. მოსწავლეებმა დაათვალიერეს მცხეთის ისტორიულ-კულტურული ძეგლები. მოილოცეს სვეტიცხოველი, დედათა მონასტერი, ჯვარი და შიო მღვიმე. ექსკურსია დაგეგმილი იყო პროექტის – ,,ეთნოტური საქართველოში“- ფარგლებში. მოსწავლეებმა ჯერ თეორიულად შეისწავლეს მცხეთის ღირსშესანიშნაობების ისტორია, შემდეგ კი დაათვალიერეს და დიდი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ.

სრულად ნახვა
2 ნოემბერი, 2022

ექსკურსია ძამას ხეობაში

კერძო სკოლა “პოლიგლოტის” გრძელვადიანი პროექტი ,” ეთნოტური საქართველოში” გრძელდება, მეცხრე კლასი იმყოფებოდა ქართლში,კერძოდ, ძამას ხეობაში. მოსწავლეებმა დაათვალიერეს და მოილოცეს ყინწვისის მონასტერი, სარკინეთის მამათა მონასტერი და ორთუბნის დედათა მონასტერი. მოსწავლეებმა მიიღეს დიდი მადლი და დატკბნენ ქართული კულტურული მემკვიდრეობის ხილვით. დღის მეორე ნახევარში შეარჩიეს ისეთი ადგილი, სადაც ბავშვები სხვადასხვა სპორტით დაკავდნენ ,ხალისით ითამაშეს ფრენბურთი. ექსკურსია საკმაოდ აქტიური,… Continue reading ექსკურსია ძამას ხეობაში

სრულად ნახვა
29 ოქტომბერი, 2022

იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე

27 ოქტომბერს სკოლა პოლიგლოტში ცნობილი ქართველი მწერლის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე აღინიშნა. ამ ღონისძიების ფარგლებში მეხუთე “ა” კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები , შექმნეს ილუსტრაციები და გაკვეთილზე გააკეთეს მათ მიერ შექმნილი ნამუშევრების პრეზენტაციები

სრულად ნახვა
25 ოქტომბერი, 2022

მეორე კლსელების ვიზიტი იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში

მეორე ა, ბ, და გ კლასის მოსწავლეები მშობლებთან და დამრიგებლებთან ერთად ესტუმრნენ იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმს. დაათვალიერეს მუზეუმის როგორც ინტერიერი, ასევე ეზო და ტაძარი. ექსკურსია იყო შემეცნებითი ხასიათის. ეს დღე მათთვის საინტერესო და ემოციებით სავსე იყო.

სრულად ნახვა
17 ოქტომბერი, 2022

ანბანის შემობრძანება

სკოლა პოლიგლოტის დაწყებითი განათლების კათედრაზე დიდი ზეიმი იყო.პირველ -ა და პირველ-ბ კლასებში ჩატარდა ღია გაკვეთილები, რომლებიც მიეძღვნა ანბანის შემობრძანებას. მოსწავლეები საზეიმო განწყობით შეხვდნენ ამ დღეს, საკლასო სივრცეები მორთეს იებითა და საჰაერო ბუშტებით, წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები, მოყვნენ ანბანის შექმნის ისტორიას და ისაუბრეს იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებასა და მოღვწეობაზე. გაკვეთილები ჩაატარეს ჩვენმა უსაყვარლესმა პედაგოგებმა მაკა ტოფაძემ და… Continue reading ანბანის შემობრძანება

სრულად ნახვა
16 ოქტომბერი, 2022

სტუმრად პლანეტარიუმში

სკოლა ,,პოლიგლოტის” მესამე კლასის მოსწავლეები მათ პედაგოგებთან , სოფო დვალიშვილთან და ნინო ოქრუაშვილთან ერთად ესტუმრნენ პლანეტარიუმს მთაწმინდაზე. ბავშვებმა ნახეს შემეცნებითი ანიმაცია სამყაროს შექმნის შესახებ,რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებასა და შთამბეჭდავი წარმოდგენების შექმნას. მოსწავლეებმა ასევე ნახეს აუდიო ვიზუალური შოუ,იმოგზაურეს ჯადოსნურ სამყაროში. ეს დღე მათთვის საინტერესო და ემოციებით სავსე იყო.

სრულად ნახვა
16 ოქტომბერი, 2022

ღია გაკვეთილი გეოგრაფიაში

მე-11 კლასში გეოგრაფიის მასწავლებელმა თამარ ტეფნაძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე: კულტურის გლობალიზაცია . მოსწავლეებმა იმსჯელეს კულტურის გლობალიზაციის მრავალფეროვნებაზე, მნიშვნელობასა და დანიშნულებაზე. გაკვეთილი საინტერესო იყო,მოიცავდა აქტუალურ საკითხებს. მოსწავლეებმა გამოავლინეს თემისადმი ინტერესი, ღრმა ცოდნა და თნამედროვე სამყაროსთვის შესბამისი უნარები, იმსჯელეს, გამართეს დისკუსია და გააკეთეს პრეზენტაცია. წარმატებებს ვუსურვებთ თამარ ტეფნაძეს თავის მოსწავლეებთან ერთად.

სრულად ნახვა
11 ოქტომბერი, 2022

თანამედროვე რიტორიკის აკადემია – XXI საუკუნის უნარები

პროფესორმა ცირა ბარბაქაძემ სკოლა “პოლიგლოტში” განაახლა თანამედროვე რიტორიკის აკადემიის პროექტი – XXI საუკუნის უნარები. პროექტის ფარგლებში 7 ოქტომბერს გაიმართა ლექცია სახელწოდებით – ეფექტური კომუნიკაცია/ჩვენი გზავნილები სამყაროს დიდი მადლობა პროფესორ ცირა ბარბაქაძეს სკოლა “პოლიგლოტთან” აქტიური თანამშრომლობისა და ჩვენი სკოლის მოსწავლეების გახარებისთვის. სკოლის დირექტორი-მზია დაუშვილი

სრულად ნახვა
7 ოქტომბერი, 2022

სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია

სკოლა ,,პოლიგლოტის“ მე-7 და მე-10 კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ სასწავლო -შემეცნებით ექსკურსიაზე შიდა ქართლში . დაათვალიერეს სამთავისის უმშვენიერესი ტაძარი, კლდეში ნაკვეთი ქალაქი უფლისციხე, მისი ეთნოგრაფიული მუზეუმი და ნახეს ფილმი უფლისციხის ისტორიის შესახებ.ექსკურსიის ორგანიზატორები იყვნენ: ჰუმანიტარულ-საზოგადოოებრივი მეცნიერებებისა და ესთეტიკურ-სპორტული კათედრის ხელმძღვანელი თამარ ტეფნაძე , ქართულის მასწავლებელი ანა ჯავახიშვილი, ისტორიის მასწავლებელი ია დორეული. ექსკურსიაზე მშობლებთან ერთად იმყოფებოდნენ სკოლის… Continue reading სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია

სრულად ნახვა
28 სექტემბერი, 2022

მეთორმეტე კლასის ექსკურსია ქვათახევში

25 სექტემბერს სკოლა “პოლიგლოტის” მეთორმეტეკლასელებმა მოილოცეს ქვათახევის მამათა მონასტერი, მაღალაანთ ეკლესიის კომპლექსი და ციხე-კოშკი. მონასტერში ბავშვებს უმასპინძლა არქიმანდრიტმა ანდრიამ, რომელმაც შთამბეჭდავი ისტორიები მოუთხრო მათ. მოსწავლეები დიდი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ დედაქალაში.დიდი მადლობა მეთორმეტე კლასის დამრიგებელს და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს თეონა დიასამიძეს და ჰუმანიტარული კათედრის გამგეს , გეოგრაფიის მასწავლებელს თამარ ტეფნაძეს საინტერესო ექსკურსიის მოწყობისთვის და ბავშვების… Continue reading მეთორმეტე კლასის ექსკურსია ქვათახევში

სრულად ნახვა

ძიუდოს წრე პოლიგლოტში

სკოლა “პოლიგლოტის” აკადემიასთან არსებული ძიუდოს წრე აცხადებს 6-დან 15 წლამდე ასაკის მოსწავლეების მიღებას. მეცადინეობები ჩატარდება კვირაში 3-ჯერ და წრის ღირებულებაა თვეში 60 ლარი. წრეს უხელმძღვანელებს სკოლა პოლიგლოტის სპორტის პედაგოგი დავით დავითური. დაინტერესებულ მშობლებს გთხოვთ მიმართოთ დავით დავითურს შემდეგ ნომერზე – 558970080

სრულად ნახვა

ცეკვის წრე პოლიგლოტში

სკოლა “პოლიგლოტის” აკადემიასთან არსებული ცეკვის სტუდია აცხადებს 6-დან 15 წლამდე ასაკის მოსწავლეების მიღებას. სტუდიას უხელმძღვანელებენ ნია ჭაკნელიძე და ანდრო ცინცაძე . დაინტერესებულ მშობლებს გთხოვთ მოგვმართოთ პარასკევს , 23 სექტემბერს 5 საათზე. პედაგოგები წარმოადგენენ სამუშაო პროგრამას და უპასუხებენ თქვენ მიერ დასმულ კითხვებს.

სრულად ნახვა

ფოლკლორული სტუდია პოლიგლოტში

სკოლა “პოლიგლოტის” აკადემიასთან არსებული ფოლკლორული სტუდია აცხადებს 6-დან 15 წლამდე ასაკის მოსწავლეების მიღებას. სტუდიაში შეისწავლება ქართული ხალხური და ქალაქური სიმღერები აკაპელაში და შემდეგი ინსტრუმენტების თანხლებით: ფანდური,ბას-ფანდური,სალამური,დასარტყამი ინსტრუმენტები. სწავლის ღირებულებაა თვეში 70 ლარი. ანსამბლის ხელმძღვანელია ხათუნა კაზიშვილი. ქასთინგი ჩატარდება კვირას 12 საათზე სკოლა პოლიგლოტში. გელოდებით!

სრულად ნახვა
15 სექტემბერი, 2022

გილოცავთ ახალ 2022-2023 სასწავლო წელს !

სკოლა პოლიგლოტი დიდი სიყვარულით ულოცავს პოლიგლოტელებს და ყველა მოსწავლეს ახალი 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებას. გისურვებთ ულევ წარმატებას,ბედნიერებასა და ნაყოფიერ სასწავლო წელს. 

სრულად ნახვა