სკოლა პოლიგლოტის მე-5 (ა) კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ლინეტა ფუთურიძესთან ერთად წარმოადგინეს ღონისძიება – “ჩემი სამშობლო – საქართველო”. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა ქართული ლექსების, სიმღერებისა და მრავალფეროვანი შემოქმედებითი ნომრების საშუალებით მაყურებელი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ამოგზაურეს – კახეთიდან აფხაზეთამდე. მათ სიყვარულითა და სიამაყით წარმოაჩინეს ჩვენი ქვეყნის მდიდარი კულტურა, ტრადიციები, ისტორია და ის ღირებულებები, რომლებიც ქართველ ერს საუკუნეების განმავლობაში… Continue reading მე-5 (ა) კლასის ღონისძიება – “ჩემი სამშობლო – საქართველო”
სკოლა პოლიგლოტის მე-4 (ბ) კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ თამარ ჯანხოთელთან ერთად წარმოადგინეს ღონისძიება „ცოდნის გზა გრძელდება”. მოსწავლეებმა წარმოგვიდგინეს ოთხი წლის შემაჯამებელი ღონისძიება, რომელიც სავსე იყო ემოციებით. მათ ისაუბრეს პირველ ნაბიჯებზე, მიღებულ ცოდნასა და ეროვნულ ღირებულებებზე, შეასრულეს საცეკვაო ნომრები და იმღერეს ინგლისურად, ფრანგულად და ქართულად. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის დამრიგებელ თამარ ჯანხოთელს ასეთი შთამბეჭდავი ღონისძიების ორგანიზებისათვის და… Continue reading მე-4 (ბ) კლასის ღონისძიება „ცოდნის გზა გრძელდება”
სკოლა პოლიგლოტის მე-4(ა) კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ მაკა წურწუმიასთან ერთად გამართეს გამოსაშვები ღონისძიება. ღონისძიება მიეძღვნა დედაენას, სამშობლოს და იმ ფესვებს რომლებზეც ჩვენი მომავალი თაობა იზრდება. მოსწავლეებმა გაიხსენეს ნაბიჯები პირველი კლასიდან დღემდე და ამ დროის განმავლობაში მიღწეული წარმატებისათვის დაჯილდოვდნენ. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მაკა წურწუმიას ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებისათვის და ყველა იმ მასწავლებელს, რომელიც ამ დროის მანძილზე… Continue reading მე-4(ა) კლასის გამოსაშვები ღონისძიება
სკოლა პოლიგლოტის მე-2 (გ) კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ ანი ჭელიძესთან ერთად წარმოადგინეს ღონისძიება “საქართველო, ჩემი სამშობლოა”. მოსწავლეებმა სტუმრებს გააცნეს საქართველოს კუთხეები ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვებით. ასევე გაგვიზიარეს ცოდნა საქართველოს კუთხეების ტრადიციებისა და კულტურის შესახებ. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ანი ჭელიძეს საინტერესო ღონისძიების ორგანიზებისათვის და მშობლებს მხარდაჭერისთვის.
სკოლა პოლიგლოტის მე-3 (გ) კლასის მოსწავლეებმა, მათემატიკის მასწავლებელ, სოფო მუმლაძესთან ერთად წარმოადგინეს ღონისძიება — “ჯადოსნური ჩემოდანი“ , რომლითაც მოსწავლეებმა იმოგზაურეს საქართველოს ულამაზეს კუთხეებში. მოსწავლეებმა საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობების საშუალებით გაგვაცნეს ჩვენი ქვეყნის კულტურა, ტრადიციები, ღირსშესანიშნაობები და ის უნიკალური თავისებურებები, რომლებიც საქართველოს თითოეულ კუთხეს განსაკუთრებულს ხდის. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ბავშვებში სამშობლოს სიყვარულის, ეროვნული ღირებულებების პატივისცემისა… Continue reading მე-3 (გ) კლასის ღონისძიება – “ჯადოსნური ჩემოდანი“
სკოლა პოლიგლოტის მე-2 (ბ) კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ მაია ხუტუნიშვილთან ერთად, წარმოადგინეს ღონისძიება — „შვიდფერა ყვავილის ჯადოსნობა“. სცენარის მიხედვით, ჯადოსნური შვიდფერა ყვავილის თითოეულმა ფურცელმა ბავშვებს სხვადასხვა სურვილი აუსრულა. ეს სურვილები ეხებოდა სამშობლოს სიყვარულს, მეგობრობას, ბედნიერებას, ცოდნას, დედაენას, მშობლების სიყვარულსა და ფერად ოცნებებს. ლექსებით, სიმღერებით, ცეკვითა და გულწრფელი ემოციებით მოსწავლეებმა მაყურებელს სითბოთი, სიკეთითა და ფერადი იმედებით სავსე… Continue reading მე-2 (ბ) კლასის ღონისძიება — „შვიდფერა ყვავილის ჯადოსნობა“
სკოლა პოლიგლოტის მე-3 (ა) კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ ნონა წამალაშვილთან ერთად წარმოადგინეს ღონისძიება – ,, მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო” მოსწავლეებმა სტუმრებთან ერთად იმოგზაურეს სხვადასხვა ქვეყანაში, ისაუბრეს მათ ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებზე. იმღერეს სიმღერები ინგლისურ და ფრანგულ ენებზე, შემოგვთავაზეს ქვეყნების ტრადიციული ცეკვები. ბოლოს კი დაბრუნდნენ საყვარელ სამშობლოში და ღონისძიება დაასრულეს ქართული არაჩვეულებრივი სიმღერითა და ცეკვით. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის… Continue reading მე-3 (ა) კლასის ღონისძიება – ,, მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო”
სკოლა პოლიგლოტის 1-ელი (ბ) კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ სოფიო შერმაზანაშვილთან ერთად წარმოგვიდგინეს პირველი კლასის დამამთავრებელი ღონისძიება. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერები, წაიკითხეს ლექსები და წარმოადგინეს მრავალფეროვანი საცეკვაო ნომრები. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის კლასის დამრიგებელ სოფიო შერმაზანაშვილს და ყველა იმ მასწავლებელს, რომლებიც მთელი წლის მანძილზე მუშაობდნენ პატარებთან.
სკოლა პოლიგლოტის მე-2 (ა) კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ანა მუმლაძესთან ერთად წარმოადგინეს ღონისძიება — “ენა, მამული, სარწმუნოება“. მოსწავლეებმა საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობების საშუალებით, გაგვაცნეს ჩვენი ქვეყნის საამაყო წარსული, ტრადიციები, კულტურა და ენის უნიკალური თავისებურებები, რომლებიც საქართველოს თითოეულ კუთხეს განსაკუთრებულს ხდის. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ანა მუმლაძეს საინტერესო და მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებისთვის.
სკოლა პოლიგლოტის 1-ელი (გ) კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ ნინო კიკაძესთან ერთად წარმოადგინეს ღონისძიება — „ჩვენი ენა ქართული“. მოსწავლეებმა სიყვარულითა და სითბოთი გააცოცხლეს ქართული ენა და ის ცოდნა, რომელიც პირველი სასწავლო წლის განმავლობაში შეიძინეს. პატარებმა მაყურებელს თავიანთი ნიჭი, მონდომება და მიღწევები გაუზიარეს. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის კლასის დამრიგებელ ნინო კიკაძეს და ყველა იმ მასწავლებელს, რომლებიც მთელი წლის… Continue reading 1-ელი (გ) კლასის ღონისძიება — „ჩვენი ენა ქართული“
სკოლა პოლიგლოტის მე-3 (ბ) კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ მარიამ მჭედლიშვილთან ერთად წარმოადგინეს ღონისძიება “საქართველოს მოგზაურები”. მოსწავლეებმა სტუმრებს გააცნეს საქართველოს კუთხეები ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვებით. მათ დიდი სიყვარულით წარმოადგინეს სამშობლოს წეს-ჩვეულებები და ტრადიციები. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მარიამ მჭედლიშვილს საინტერესო ღონისძიების ორგანიზებისათვის.
სკოლა პოლიგლოტის 1-ელი (ა) კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ თამარ რიჟამაძესთან ერთად წარმოადგინეს ღონისძიება „დედაენა – ცოდნის წყარო“. ლექსებით და სიმღერებითა მოსწავლეებმა გაგვიზიარეს ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც მთელი წლის განმავლობაში შეიძინეს. მათ ასევე შეასრულეს სხვადასხვა საცეკვაო ნომრები. ეს დღე იყო პირველი სასწავლო წლის მნიშვნელოვანი და ემოციური შეჯამება, რამაც კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ბავშვების ცოდნა და ნიჭიერება. სკოლა… Continue reading 1-ელი (ა) კლასის ღონისძიება „დედაენა – ცოდნის წყარო“
სკოლა პოლიგლოტის მე-5(ა) კლასის მოსწავლეები დამრიგებელ ლინეტა ფუთურიძესთან ერთად იმყოფებოდნენ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, სპექტაკლზე – “წითელკანიანთა ბელადი”. სპექტაკლი ონავარ ბიჭზე, მის გამტაცებლებზე, მშობლებზე მოგვითხრობს და გვახსენებს, რომ ბოროტება ყოველთვის უკან უბრუნდება მის ჩამდენს. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ლინეტა ფუტურიძეს საინტერესო კლასგარეშე აქტივობის ორგანიზებისათვის.
სკოლა პოლიგლოტის მე-4(ა,ბ) კლასის მოსწავლეები დამრიგებლებთან ერთად იმყოფებოდნენ ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, სპექტაკლზე ,,ცისფერი ირემი”. სპექტაკლს ლიტერატურულ საფუᲫვლად არᲩილ სულაკაურის მოᲗხრობა,, ცისფერი ირემი” დაედო. სპექტაკლი სიკეᲗისა და ბოროტების მარადიულ ბრᲫოლაზე მოგვითხორბს. მᲗავარი გმირები ამარცხებენ ბოროტებას, იმარჯვებს სიკეᲗე, სიყვარული და Თავისუფლება. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის დამრიგებლებს – მაკა ტოფაძესა და თამარ ჯანხოთელს საინტერესო კლასგარეშე… Continue reading მე-4(ა,ბ) კლასის მოსწავლეები თეატრში
სკოლა პოლიგლოტის მე-5 (ა) კლასში ლინეტა ფუთურიძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში თემაზე: ქართული ხალხური ლექსი “ქართლის ტყვე”. გაკვეთილის ფარგლებში მოსწავლეები მოსწავლეებმა ისაუბრეს თავისუფლების ფასზე, სამშობლოს სიყვარულის არსსა და მნიშვნელობაზე. გარდა ტექსტის ლიტერატურული გააზრებისა, მათ იმსჯელეს მის გრამატიკულ ფორმებზე. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ლინეტა ფუთურიძეს საინტერესო ღია გაკვეთილის ჩატარებისათვის.