ვულოცავთ ჩვენს მე-12 კლასელებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით დასრულებას. ჩვენ ვამაყობთ მათი მიღწეული შედეგებით და ვუსურვებთ წარმატებულ სტუდენტობას. ჩვენ დარწმუნებულები ვართ მომავალშიც არა ერთხელ ვიამაყებთ თითოეული მათგანის წარმატებით, წინსვლითა და ნათელი მომავლით.
საერთაშორისო მათემატიკა-გლობალური აზროვნება ახალი სასწავლო წლიდან სკოლა პოლიგლოტში (I-VI კლასები) იწყება საერთაშორისო მათემატიკის პროგრამის შესწავლა! თანამედროვე სტანდარტები; კრიტიკული და ლოგიკური აზროვნება; საერთაშორისო ცოდნის დონე; მომზადება საერთაშორისო გამოცდებისთვის. ისწავლე სკოლა პოლიგლოტში და შეიქმენი შენი ცხოვრების ბედნიერი მომავალი!
სკოლა პოლიგლოტის მე-5 (ა, ბ) კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში, სადაც ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში დაესწრნენ შემოქმედებით საღამოს -,,ვიკითხოთ წიგნი”. ღონისძიებას უძღვებოდა ფრანგული ინსტიტუტის მიერ საქართველოში მოწვეული ფრანგი მწერალი, რომელმაც ბავშვებს წაუკითხა ძალიან საინტერესო ტექსტი საფრთხის წინაშე მყოფი ზღვის ცხოველების შესახებ. ტექსტის წაკითხვის შემდეგ გაიმართა საინტერესო დისკუსია. ჩვენი მოსწავლეები გამოირჩეოდნენ აქტიურობით და წარმოადგინეს საკუთარი… Continue reading შემოქმედებითი საღამო -,,ვიკითხოთ წიგნი”
სკოლა პოლიგლოტმა უმასპინძლა კომპანია GWP-ს წარმომადგენელს მარიამ მარკოზაშვილს, რომელმაც მე-8 კლასის მოსწავლეებს ჩაუტარა ლექცია თემაზე: ,,წყლის ყოველი წვეთი ძვირფასია“. კომპანიის წარმომადგენელმა შესაბამისი ვიზუალური და საინფორმაციო მასალებით აუხსნა რა გზას გადის წყალი მყინვარებიდან ჩვენს ონკანებამდე. რა მნიშვნელობა აქვს წყალზე, როგორც სასიცოცხლო მნიშვნელობის რესურსზე ზრუნვას, თითოეული ჩვენგანისთვის და გარემოსთვის. ლექციის მიმდინარეობისას მოსწავლეებმა ითამაშეს პროექტის ფარგლებში მომზადებული საგანმანათლებლო… Continue reading ლექცია თემაზე: ,,წყლის ყოველი წვეთი ძვირფასია“
სკოლა პოლიგლოტის მე-3(ა) კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ მაკა წურწუმიასთან ერთად წარმოადგინეს გამოსაშვები ღონისძიება ,,სტუმრად ბიბლიოთეკაში’’. მოსწავლეებმა გააცოცხლეს ამბავი წიგნებიდან. ღამის წყვდიადში ბიბლიოთეკის თაროებიდან იღვიძებდნენ პატარა ჭიამაიები, ციცინათელები, სალამურა, ბაია, შვლის ნუკრი, ისინი თავიანთ სატკივარს და სიხარულს უზიარებდნენ მკითხველს. ეს სპექტაკლი არ იყო მხოლოდ მხატვრული წარმოდგენა, ის იყო ერთგვარი სიმბოლო იმისა,თუ როგორ უნდა შევაყვაროთ ბავშვს წიგნი, აუხსნათ… Continue reading მე-3(ა) კლასის გამოსაშვები ღონისძიება ,,სტუმრად ბიბლიოთეკაში’’
სკოლა პოლიგლოტში გაიმართა ფინალური შეხვედრა პროფესორ ცირა ბარბაქაძესთან. შეხვედრა ეხებოდა მიმდინარე სასწავლო პროექტის — „ხელოვნური ინტელექტი და ციფრული უნარები“ — შემაჯამებელ ეტაპს, რომელშიც ჩართულნი იყვნენ სკოლა “პოლიგლოტის” მოსწავლეები. პროექტი მთელი წლის განმავლობაში აერთიანებდა ინოვაციურ და პრაქტიკულ აქტივობებს, რომელთა მიზანი იყო მოსწავლეების ციფრული და კრეატიული კომპეტენციების გაძლიერება. მოსწავლეებმა შეისწავლეს ხელოვნური ინტელექტის პრინციპები, ჩატბოტებთან ეფექტური კომუნიკაციის საფუძვლები,… Continue reading სასწავლო პროექტის — „ხელოვნური ინტელექტი და ციფრული უნარების“ შემაჯამებელი შეხვედრა
სკოლა პოლიგლოტის მე-6 კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ, ინგლისურის ენის მასწავლებელ ეკატერინე შუბითიძესთან ერთად წარადგინეს სპექტაკლი “მატილდა პატარა საოცრება” ინგლისურ ენაზე. მატილდა გამორჩეული ინტელექტის მქონე გოგონაა, რომელსაც უყურადღებო მშობლები ჰყავს და სკოლაშიც უხეში დირექტორი ხვდება. თუმცა თავისი გონიერებითა და მეგობრების დახმარებით, ის მათ წინააღმდეგ იბრძოლებს და დაიხსნის თავს. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ეკატერინე შუბითიძეს ასეთი ლამაზი ღონისძიების… Continue reading მე-6 კლასის სპექტაკლი “მატილდა პატარა საოცრება”