დედაენის დღესთან დაკავშირებით სკოლა პოლიგლოტის მე-4(ა) კლასის მოსწავლეებმა ინგლისურის გაკვეთილზე ჩაატარეს საინტერესო და სახალისო აქტივობები. მოსწავლეებმა იმუშავეს თემაზე “Earth Day”, ისწავლეს ახალი სიტყვები და ფრაზები გარემოს დაცვასთან დაკავშირებით, შემდეგ კი შექმნეს ლამაზი პოსტერები. აქტივობების ფარგლებში ბავშვებმა ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი პლანეტა. ყველა ერთად შეთანხმდა, რომ აუცილებელია: ნარჩენების გადამუშავება (Recycle) მცენარეების დარგვა (Plant… Continue reading მე-4(ა) კლასის მოსწავლეებმა დედამიწის დღე აღნიშნეს
დედამიწის დღესთან დაკავშირებით სკოლა პოლიგლოტის მე-3 (ბ, გ) კლასის მოსწავლეებმა დაამზადეს ლამაზი და საინტერესო პოსტერები თემაზე – „World Earth Day“. მათ ნახატებითა და ფერადი წარწერებით გვაჩვენეს, როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი პლანეტა. პოსტერებზე ვხედავთ, რომ მნიშვნელოვანია ნაგვის სწორად გადაგდება, ბუნების დაცვა, წყლისა და ენერგიის დაზოგვა, ხეების დარგვა. მოსწავლეებმა გაიაზრეს, რომ პატარა საქმეებსაც კი დიდ მნიშვნელობას აქვთ.… Continue reading მე-3(ბ,გ) კლასების მოსწავლეებმა დედამიწის დღე აღნიშნეს
დედამიწის დღის აღსანიშნავად, სკოლა პოლიგლოტის 1-ელი (ა,ბ, გ) კლასების მოსწავლეებმა დიდი სითბოთი და სიყვარულით გააფერადეს ჩვენი პლანეტა. თითოეულმა მათგანმა ფერებით გადმოსცა თავისი ხედვა ბუნებაზე, სისუფთავეზე, გარემოს დაცვასა და ზრუნვაზე. ამ აქტივობით მოსწავლეებმაკიდევ ერთხელ ისწავლეს, რომ დედამიწა ჩვენი საერთო სახლია და მისი დაცვა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. სკოლა პოლაგლოტი მადლობას უხდის დამრიგებლებს: თამარ რიჟამაძეს, სოფო შერმაზანაშვილს და… Continue reading 1-ელი (ა,ბ,გ) კლასების მოსწავლეებმა დედამიწის დღე აღნიშნეს
სკოლა პოლიგლოტის მე-3(ა, ბ, გ) კლასის კლასის მოსწავლეებმა დედამიწის დღე აღნიშნეს. მოსწავლეებმა შექმნეს პოსტერები თემაზე: ,,გავუფრთხილდეთ დედამიწას.” ისაუბრეს იმაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბუნების დაცვა და გარემოზე ზრუნვა. გაიაზრეს, რომ ჩვენი პლანეტა ყველას საერთო სახლია. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის დამრიგებლებს: ნონა წამალაშვილს, მარიამ მჭედლიშვილს, სოფო მუმლაძესა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელს ნინო ოქრუაშვილს საინტერესო აქტივობის ორგანიზებისთვის.
სკოლა პოლიგლოტის მოსწავლეების ვიზიტი ავსტრიის დედაქალაქ ვენაში. დღე 2 ეს იყო დელეგირებული შეხვედრა ვენის მერიაში. მერიის წარმომადგენელმა მოსწავლეებს გააცნო შენობის ისტორიული მნიშვნელობა, ესაუბრა ამ საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის პრინციპებსა და ზოგადად მის როლზე ქალაქის მართვის პროცესში. მოსწავლეებმა, ასევე, დაათვალიერეს ღია და დახურული დარბაზები და ივენთ ჰოლი.
დედამიწის დღესთან დაკავშირებით, მე-8(ა) კლასში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, მელანო ჩოკორაიას ორგანიზებით, განხორციელდა შემოქმედებითი აქტივობა. მოსწავლეებმა მოირგეს მწერლის როლი და შექმნეს მოთხრობები დედამიწის დღის თემაზე, სადაც წარმოადგინეს ეკოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებული საინტერესო თავგადასავლები. ასევე, მათ შექმნეს პოსტერები გურამ დოჩანაშვილის ცნობილი გამონათქვამის მიხედვით. აქტივობის მიზანი იყო ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარება. სკოლა პოლიგლოტი… Continue reading შემოქმედებითი აქტივობა მე-8(ა) კლასში
დედამიწის დღესთან დაკავშირებით, მე-2(ა) კლასში დამრიგებელმა ანა მუმლაძემ, ჩაატარა სახალისო და შემეცნებითი აქტივობა. მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია დედამიწის დღესთან დაკავშირებით და ითამაშეს სახალისო თამაში. ასევე, მიწერეს წერილები დედამიწას და ინდივიდუალურად წარადგინეს. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ანა მუმლაძეს თემატური აქტივობის ორგანიზებისათვის.
სკოლა პოლიგლოტის მე-2(ბ) კლასის მოსწავლეებმა დედამიწის დღე საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს. ბავშვებმა ისაუბრეს იმ ქმედებებზე, რომლებიც აზიანებს ან პირიქით — ეხმარება ჩვენს პლანეტას. მათ საკუთარი ხელით შექმნეს თვალსაჩინოებები და ჩამოწერეს გზები, თუ როგორ უნდა გავუფრთხილდეთ გარემოს: დავზოგოთ რესურსები, დავრგოთ მცენარეები და სხვა. შემოქმედებითმა პროცესმა მოსწავლეებს კიდევ ერთხელ დაანახა, რომ თითოეული ჩვენგანის მზრუნველობას დიდი მნიშვნელობა აქვს პლანეტისთვის.… Continue reading მე-2(ბ) კლასის მოსწავლეებმა დედამიწის დღე აღნიშნეს
სკოლა პოლიგლოტის მოსწავლეები საგანმანათლებლო ტურის ფარგლებში გაემგზავრნენ ავსტრიის დედაქალაქ ვენაში. დღე 1 ჩვენი მოსწავლეები ვენაში, United Nations Office at Vienna-ში გამართული GSD ტურს დაესწრნენ და გაიგეს თუ როგორ მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაცია. ტურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო Sustainable Development Goals-ის, ანუ გაეროს მდგრადი განვითარების 17 კონვენციის გაცნობა. მოსწავლეებმა სხვადასხვა საინტერესო აქტივობებისა და ინტერაქტიური ფორმატის საშუალებით… Continue reading სკოლა პოლიგლოტის მოსწავლეების ვიზიტი ავსტრიის დედაქალაქ ვენაში-დღე 1
სკოლა პოლიგლოტის მე-8 (ა) კლასის მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების მასწავლებელთან, ხატია ჭილავასთან და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან, მელანო ჩოკორაიასთან ერთად გახორციელეს ინტეგრირებული პროექტი „ემიგრაცია: ლიტერატურული განცდა და სამოქალაქო რეალობა“ . პროექტი სავსე იყო ემოციებით, მოსწავლეებმა იმსჯელეს ადამიანის უფლებებზე, პატრიოტიზმსა და ემიგრაციაში მყოფი ადამიანების სულიერ მდგომარეობაზე, რამდენად რთულია მათთვის სამშობლოდან შორს ყოფნა. მსგავსი ტიპის ინტეგრირებული სწავლება… Continue reading პროექტი „ემიგრაცია: ლიტერატურული განცდა და სამოქალაქო რეალობა“
დედამიწის დღესთან დაკავშირებით, სკოლა პოლიგლოტის ეკოკლუბის წევრები გეოგრაფიისა და ქიმიის მასწავლებლებთან ერთად ესტუმრნენ ‘’ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს(GWP)“. შემეცნებითი ტურის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის წყლის სექტორის მუშაობის გაცნობა და ცნობიერების ამაღლება გარემოსდაცვითი მიმართულებით. სტუმრობის განმავლობაში მოსწავლეები გაეცნენ: წყლის გაფილტვრისა და დაქლორვის სისტემებს; ლაბორატორიულ კონტროლს,რომელიც უწყვეტ რეჯიმში ხორციელდება; ეკო-მეგობრულ მიდგომებს,რომელსაც კომპანია ნერგავს; მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს,რომ წყლის თითოეული… Continue reading ეკოკლუბის წევრები ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში
სკოლა პოლიგლოტში დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში მე-4(ბ) კლასში ჩატარდა საინტერესო აქტივობა მოსწავლეები გაეცნენ დედაენის დღის დაწესების ისტორიას, ისაუბრეს ბარბარიზმების გავლენაზე და ასო-ბგერებით შექმნეს სიტყვები. აღნიშნული აქტივობები მიზნად ისახავდა ქართული ენისადმი პატივისცემის გაღრმავებას, მსჯელობის და წერის კულტურის განვითარებას. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის დამრიგებელ თამარ ჯანხოთელს საინტერესო აქტივობის განხორციელებისათვის.
დედაენის დღის აღსანიშნავად სკოლა პოლიგლოტის 1-ელი (ა,ბ,გ) კლასის მოსწავლეები დამრიგებელებთან და მშობლებთან ერთად ესტუმრნენ დედაენის ბაღს. პატარებმა დედაენის ძეგლთან წაიკითხეს ლექსები, ისაუბრეს იაკობ გოგებაშვილზე და შეასრულეს სიმღერები. პირველკლასელი მოსწავლეები ემოციებით სავსე დაბრუნდნენ სკოლაში. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის თამარ რიჟამაძეს, სოფიო შერმაზანაშვილს და ნინო კიკაძეს თემატური გასვლითი აქტივობის ორგანიზებისათვის, ასევე მადლობა მშობლებს აქტიური ჩართულობისათვის.
15 აპრილს, სიყვარულის დღესთან დაკავშირებით, სკოლა პოლიგლოტის მე-8(ა) კლასში განხორციელდა ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროექტი – „ასე უყვარდათ უწინ“. პროექტის ავტორები იყვნენ: ფრანგული ენის მასწავლებელი, გვანცა არაბული და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მელანო ჩოკორაია. ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეთა ლიტერატურული, კულტურული და ემოციური კომპეტენციების განვითარება. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ ცნობილი ფრანგი და ქართველი მწერლების, პოეტებისა და საზოგადო… Continue reading პროექტი – „ასე უყვარდათ უწინ“
სკოლა პოლიგლოტის მე-7 კლასის მოსწავლეები ხელოვნების მასწავლებელ ქეთევან მაისურაძესთან ერთად ესტუმრნენ ს. ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმს, სადაც გაეცნენ ქვეყნის უძველეს კულტურულ მემკვიდრეობას. ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა დაათვალიერეს მუზეუმის „ოქროს ფონდი“, სადაც წარმოდგენილია საქართველოს უძველესი კულტურისა და ხელოვნების უნიკალური ნიმუშები. ასევე ნახეს უძველესი სამკაულები, ოქროსა და ძვირფასი თვლებისგან დამზადებული არტეფაქტები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მაღალ კულტურულ დონეს ასახავს.… Continue reading მე-7 კლასი მუზეუმში