277434798_3048791195334857_8538478073891513546_n
14 აპრილი, 2025

დედაენის დღე მე-4(ა) კლასში

სკოლა პოლიგლოტის მე-4(ა) მოსწავლეებმა დამრიგებელ თამარ რიჟამაძესთან ერთად დედაენის დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა აქტივობა გააკეთეს. მოსწავლეებმა გამოიგონეს ამბები, გადაწერეს უნიკალური და დახვეწილი კალიგრაფიით და აკინძეს კრებულის სახით “დროში მოგზაურობა”. მოთხრობები წაუკითხეს თანაკლასელებს და ყურადღება გაამახვილეს ქართული ენისა და დამწერლობის მნიშვნელობაზე. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის თამარ რიჟამაძეს ასეთი მნიშვნელოვანი აქტივობების ორგანიზებისათვის.

სრულად ნახვა
13 აპრილი, 2025

მე-3 (ა, ბ) კლასი მოზარდ მაყურებელთა თეატრში

სკოლა პოლიგლოტის მე-3 (ა, ბ) კლასის მოსწავლეები დამრიგებლებთან, მაკა წურწუმია და მანო ჭანტურიასთან ერთად, სტუმრად იმყოფებოდნენ ნოდარ დუმბაძის მოზარდ მაყურებელთა თეატრში სპექტაკლზე: ,,შვლის ნუკრის ნაამბობი’’ ვაჟა-ფშაველას მოთხრობის მიხედვით. სცენაზე წარმოდგენილი იყო შვლის ნუკრის დიდი და მტკივნეული ამბავი, რომელიც გვასწავლის სიკეთეს, სიყვარულს, ბუნებაში არსებული ცოცხალი და არაცოცხალი არსებების მოვლა-მოფრთხილებას და სამყაროს ტკივილის დანახვას. სკოლა პოლიგლოტი მადლობას… Continue reading მე-3 (ა, ბ) კლასი მოზარდ მაყურებელთა თეატრში

სრულად ნახვა
12 აპრილი, 2025

VII(ა) კლასი ახალგაზრდულ აკადემიაში

სკოლა პოლიგლოტის VII(ა) კლასის მოსწავლეები ხელოვნების მასწავლებელ ქეთევან მაისურაძესთან და კლასის დამრიგებელ მელანო ჩოკორაიასთან ერთად ეწვივნენ საქართველოს ახალგაზრდულ აკადემიას SEU -ში შემეცნებით ლექციაზე: ,,რომი, კოლოსეუმი, გლადიატორები და კულტურა“. შეხვედრაზე მოსწავლეებმა საინტერესო ლექცია მოისმინეს რომის ისტორიაზე, რომაული ლეგიონის და გლადიატორთა სამყაროზე, იმპერატორთა და მხედართმთავართა პიროვნებებზე, რომის პაპებსა და მათ უცნაურ ისტორიებზე, რომაული კულტურის უმნიშვნელოვანეს საგანძურ, კოლოსეუმზე.… Continue reading VII(ა) კლასი ახალგაზრდულ აკადემიაში

სრულად ნახვა
11 აპრილი, 2025

პროექტი: ,,მწვანე ჰანგები ლიტერატურაში’’

სკოლა პოლიგლოტის ლიტერატურული კლუბის წევრებმა სასკოლო პროექტის ,,ეკოლოგია და მდგრადი განვითარების’’ ფარგლებში განახორციელეს პროექტი: ,,მწვანე ჰანგები ლიტერატურაში’’. აღნიშნულ თემაზე ჩატარდა კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მე-7(ა) კლასისა და მე-8 (ბ) კლასის მოსწავლეებმა, მათ დაამუშავეს და წარმოადგინეს შემდეგი საკითხები: ასტრიდ ლინდგრენის ,,პეპი გრძელიწინდა’’- ყვავილების მოვლა და მორწყვის საკითხი- რეკომენდაციები; სენტ-ეგზიუპერის ,,პატარა პრინცი’’ და ბაობაბები’’ . ,,პატარა პრინცი’’… Continue reading პროექტი: ,,მწვანე ჰანგები ლიტერატურაში’’

სრულად ნახვა
10 აპრილი, 2025

VI კლასი ხელოვნების სასახლეში

სკოლა პოლიგლოტის VI კლასის მოსწავლეები, ხელოვნების მასწავლებელ ქეთევან მაისურაძესთან და კლასის დამრიგებელ ეკატერინე შუბითიძესთან ერთად ესტუმრნენ ხელოვნების სასახლეს, სადაც მოსწავლეები დაესწრნენ საგანმანათლებლო პროგრამას „ჩემი ხელნაკეთი დღიური“. მოსწავლეებმა დაათვალიერეს XIX საუკუნეში აგებული ულამაზესი სასახლე. მოისმინეს მისი აგების ისტორია, რომელიც გერმანელმა პრინცმა სიყვარულის ნიშნად ულამაზეს ქართველ ქალბატონს აუგო. მოსწავლეებმა დაათვალიერეს სასახლეში დაცული უნიკალური ექსპონატები: ფერწერული ტილოები, გრაფიკული… Continue reading VI კლასი ხელოვნების სასახლეში

სრულად ნახვა
9 აპრილი, 2025

ღია გაკვეთილი თემაზე “Body Parts”

სკოლა პოლიგლოტის I (ბ) კლასში ინგლისური ენის მასწავლებელმა, მარიამ ცაბაძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე “Body Parts”. მოსწავლეები გაეცნენ ადამიანის აგებულებას, გააკეთეს პრეზენტაციები საკუთარი სხეულის ნაწილებზე, წინარე ცოდნაზე დაყრდნობით განასხვავეს რაოდენობრივად, შეასრულეს მოსასმენი და წერითი სავარჯიშოები. გაკვეთილი დაასრულეს სახალისო სიმღერით, რამაც ხელი შეუწყო ცოდნის გამოყენება/განმტკიცებას. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მარიამ ცაბაძეს ასეთი საინტერესო გაკვეთილის ჩატარებისათვის.

სრულად ნახვა
9 აპრილი, 2025

9 აპრილი

9 აპრილთან დაკავშირებით სკოლა პოლიგლოტში ჩატარდა საინფორმაციო გაკვეთილები, რომლებზეც პედაგოგები კიდევ ერთხელ უყვებოდნენ მოსწავლეებს საქართველოს თანამედროვე ისტორიის ერთერთ უმძიმეს პერიოდზე და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაზე. სკოლა პოლიგლოტის I (ა) კლასში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ანა მუმლაძემ ჩაატარა აქტივობა 9 – აპრილის საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.  აქტივობის დევიზი იყო: ,,თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა… Continue reading 9 აპრილი

სრულად ნახვა

ღია კარის დღე სკოლა პოლიგლოტში

სრულად ნახვა
8 აპრილი, 2025

შეხვედრა თემაზე: „როგორ შევქმნათ მეტაფორები?“

სკოლა პოლიგლოტში წარმატებით ჩატარდა მორიგი შეხვედრა არაფორმალური განათლების ფარგლებში თემაზე: „როგორ შევქმნათ მეტაფორები?“. შეხვედრას უძღვებოდა პროფესორი ცირა ბარბაქაძე. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო მოსწავლეებში შემოქმედებითი აზროვნების განვითარება, მეტაფორების მნიშვნელობის გაცნობიერება და ახალი ტექნოლოგიების, კერძოდ, ხელოვნური ინტელექტის, ეფექტური გამოყენების უნარების გამომუშავება. ღონისძიების ამოცანები მოიცავდა: • მეტაფორების არსისა და მნიშვნელობის გაცნობიერებას. • მოსწავლეებში შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარებას.… Continue reading შეხვედრა თემაზე: „როგორ შევქმნათ მეტაფორები?“

სრულად ნახვა
3 აპრილი, 2025

ღია გაკვეთილი თემაზე:“At school”

სკოლა პოლიგლოტის 1-ელ (გ) კლასში, ინგლისური ენის მასწავლებელმა ანი ფუტკარაძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე: “At school” გაკვეთილის განმავლობაში ბავშვებმა აქტიურად მიიღეს მონაწილეობა სახალისო თამაშებში: დაალაგეს საკლასო ნივთები სურათების მიხედვით; ითამაშეს „მოძებნე და დაასახელე“; იმიტირებული დიალოგებით წარმოადგინეს, როგორ სთხოვენ ერთმანეთს ნივთებს. გაკვეთილი სასიამოვნო და საინტერესო იყო, ბავშვებმა ხალისით იმუშავეს. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ანი ფუტკარაძეს ასეთი… Continue reading ღია გაკვეთილი თემაზე:“At school”

სრულად ნახვა
3 აპრილი, 2025

კონკურსი ,,ტვინების ბრძოლა’’

Სკოლა პოლიგლოტში ჩატარდა კონკურსი ,,ტვინების ბრძოლა’’, რომელიც მიზნად ისახავდა ბავშვთა ზოგადი ცოდნისა და ლოგიკური უნარების გამოვლენას. სკოლა პოლიგლოტში ჩატარდა კონკურსი ,,ტვინების ბრძოლა’’, რომელიც მიზნად ისახავდა ბავშვთა ზოგადი ცოდნისა და ლოგიკური უნარების გამოვლენას. შეჯიბრება 3 ეტაპად ჩატარდა: პირველ ეტაპში მონაწილეობდნენ: მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები. მეორე ეტაპში მონაწილეობდნენ: მე-6, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები. მესამე… Continue reading კონკურსი ,,ტვინების ბრძოლა’’

სრულად ნახვა

სკოლა პოლიგლოტის მოსწავლეები ფრანკოფონიის დღეებზე

სრულად ნახვა

შემოქმედებითი ღონისძიება სკოლა პოლიგლოტში

სრულად ნახვა
3 აპრილი, 2025

მიუზიკლი ,,უარი”

სრულად ნახვა
2 აპრილი, 2025

ღია გაკვეთილი I (გ)კლასში

სკოლა პოლიგლოტის I (გ)კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, მარიამ ხუსკივაძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი – ,,ანბანის გაცილება”. თემატურად მოწყობილ საკლასო ოთახში მოსწავლეებმა შეაჯამეს ნასწავლი მასალა სახალისო აქტივობებით. წაიკითხეს ასო-ბგერებზე ნასწავლი ლექსები და შეასრულეს ანბანზე შექმნილი სიმღერები. გააკეთეს სავარჯიშოები არსებით სახელებზე; დააჯგუფეს სულიერი და უსულო სახელები, მხოლობითი და მრავლობითი რიცხვის აღმნიშვნელი არსებითი სახელები. სკოლა პოლიგლოტი მადლობას… Continue reading ღია გაკვეთილი I (გ)კლასში

სრულად ნახვა