თანამედროვე მსოფლიოში რესურსების გადამეტებული მოხმარების, მოსახლეობის რაოდენობის სწრაფი ზრდისა და გარემოსადმი მომხმარებლური დამოკიდებულების გამო არაერთი პრობლემა წარმოიშვა. რის გამოც გაეროს მიერ შემუშავდა მდგრადი განვითარების 17 მიზანი. აღსანიშნავია, რომ სკოლა პოლიგლოტში 2024-2025 სასწავლო წელს მიმდინარეობს სასკოლო პროექტი – ,,ეკოლოგია და მდგრადი განვითარება“ გეოგრაფიის მასწავლებლის, ნინო წამალაშვილის, ხელმძღვანელობით. აღნიშნული პროექტის ფარგლებში სკოლა ,,პოლიგლოტის“ ეკოკლუბ ,,კირბების“ წევრებმა მიზანი… Continue reading სასკოლო პროექტი – ,,ეკოლოგია და მდგრადი განვითარება“
სკოლა პოლიგლოტის მე-4 (გ) კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ღონისძიება ორ მოქმედებად. პირველ მოქმედებაში მოსწავლეებმა ფრანგულ ენაზე გააცოცხლეს ვიქტორ ჰიუგოს გენიალური რომანი “საბრალონიდან” მონაკვეთი “კოზეტა”. ხოლო მეორე მოქმედებაში დედებს მიულოცეს დედის დღე ემოციური სიტყვებით, ულამაზესი ლექსებითა და სიმღერებით. ღონისძიება იყო ძალიან შთამბეჭდავი და ემოციური. ბოლოს კი დედები მოიხმეს სცენაზე, საგანგებოდ მომზადებული მისალოცი ბარათები და ყვავილები გადასცეს. სკოლა… Continue reading მე-4 (გ) კლასის ღონისძიება
სკოლა პოლიგლოტის მე-3 (ბ) კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელთან, მანანა ჭანტურიძესთან ერთად მშობლებს დედის დღე მიულოცეს. დადგეს სპექტაკლი “იავნანამ რა ჰქმნა?!” “იავნანა” ხომ დედაშვილობის ჰიმნია, დედისა და შვილის უანგარო სიყვარულის ამოძახილი. ბავშვებმა სამსახიობო ნიჭი, შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურეს. მონაწილეებმა სპექტაკლზე მუსიკალური ნომრები შეასრულეს – იცეკვეს, იმღერეს. ღონისძიებაში მშობლებიც მონაწილეობდნენ, რომლებმაც თავიანთ შვილებთან… Continue reading სპექტაკლი “იავნანამ რა ჰქმნა?!”
სკოლა პოლიგლოტში არაფორმალური განათლების ფარგლებში გაიმართა პროფესორ ცირა ბარბაქაძის მორიგი ვორქშოფი თემაზე: “როგორ შევქმნათ სიმღერები Suno.AI-ის დახმარებით”. თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიური უნარების განვითარება და ხელოვნურ ინტელექტთან ეფექტური კომუნიკაცია ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. სწორედ ამ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება სპიკერმა ვორქშოფის ფარგლებში. მოსწავლეები გაეცნენ გენერაციულ ჩატბოტებს, რომლებიც მუსიკის შექმნაში ეხმარებიან მომხმარებლებს. მათ პრაქტიკაში გამოცადეს AI-ის პოტენციალი, შექმნეს პრომპტები და… Continue reading ვორქშოფი თემაზე: “როგორ შევქმნათ სიმღერები Suno.AI-ის დახმარებით”
სკოლა პოლიგლოტის მე-4 და მე-5 კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა თეატრში, სადაც დაესწრნენ სპექტაკლს ,,ფრთხილად ადამსები”. მოსწავლეები განსაკუთრებული ინტერესით ადევნებდნენ თვალს სპექტაკლს, ამოიცნეს მთავარი გმირები და შთაბეჭდილებებით სავსე დღე გაატარეს. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის დამრიგებლებს: ნინო ოქრუაშვილს, სოფო დვალიშვილს, გურანდა ხუსკივაძეს, ანა ნიჟარაძესა და თამარ რიჟამაძეს ასეთი საინტერესო აქტივობის ორგანიზებისათვის.
სკოლა პოლიგლოტში მუდმივად ტარდება მოსწავლეებში პროფესიული ორიენტაციის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება, რათა მათ შეძლონ სწორი არჩევანის გაკეთება და წარმატებულად დაგეგმონ თავიანთი კარიერა. ამჯერად სკოლაში სტუმრად იმყოფებოდა თავისუფალი უნივერსიტეტის წარმომადგენელი, რომელმაც უფროსკლასელებს დეტალურად გააცნო თავისუფალი უნივერსიტეტი. მან ისაუბრა არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, სტუდენტურ ცხოვრებაზე, დასაქმების პერსპექტივებზე, დაფინანსების საკითხებზე და უპასუხა მათ მიერ დასმულ შეკითხვებს. სკოლა პოლიგლოტი დიდ… Continue reading თავისუფალი უნივერსიტეტის წარმომადგენლის ვიზიტი სკოლაში
სკოლა პოლიგლოტი ჩართულია eTwinning-ის საერთაშორისო პროექტში „Green Developers“, რომელსაც ხელმძღვანელობს ინგლისური ენის მასწავლებელი სალი ბოხუა. პროექტის ფარგლებში მთელი სასწავლო წლის განმავლობაში იგეგმება და ხორციელდება სხვადასხვა გარემოსდაცვითი ღონისძიება. სკოლა პოლიგლოტში ამჯერად ჩატარდა ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული აქტივობა, რომლის დროსაც სკოლის მოსწავლეებმა დაიწყეს ელემენტების გადამუშავებაზე ზრუნვა. სკოლა პოლიგლოტის ადმინისტრაციამ მხარდაჭერისათვის მიმართა კომპანია „Wasteless“-ს, რომელიც წარმოადგენს სპეციფიკური ნარჩენების მართვის… Continue reading ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული აქტივობა
სასკოლო პროექტ ,,ეკოლოგია და მდგრადი განვითარების“ ფარგლებში ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრის ინიციატივით სკოლა პოლიგლოტის მე-8 (ა-ბ) კლასებში ჩატარდა მინიკონფერენცია თემებზე: ,,ჰაერი“ და ,,წყალი-სიცოცხლის საწყისი“. მოსწავლეებმა იმუშავეს სხვადასხვა თემაზე, შექმნეს სასკოლო პლაკატები, Power Point-ის გამოყენებით გააკეთეს პრეზენტაციები და გამოუშვეს ხელნაწერი წიგნები. წიგნები გააფორმეს ვიზუალურად, აკინძეს და წარმოადგინეს პრეზენტაციები. კონფერენციაზე განხილული იყო შემდეგი თემები: წყალი და… Continue reading მინიკონფერენცია თემებზე: ,,ჰაერი“ და ,,წყალი-სიცოცხლის საწყისი“
21-25 თებერვალს, სკოლა პოლიგლოტში ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში, ისტორიის პედაგოგების თინათინ დორეულისა და ნაზი ზაალიშვილის ინიციატივით ჩატარდა სხვადასხვა აქტივობა. მასწავლებლებმა აჩვენეს მოსწავლეებს საბჭოთა ოკუპაციის ამსახველი დოკუმენტური ფილმები, ჩაუტარეს მინილექციები და წაიყვანეს მოსწავლეები იუნკერთა ხსოვნის პატივსაცემად აგებულ მემორიალთან. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ისტორიის პედაგოგებს საინტერესო და მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხორციელებისათვის.
სკოლა პოლიგლოტის მე-6 კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა სოფო დვალიშვილმა და მუსიკის მასწავლებელმა თამთა ცანავამ ჩაატარეს ღია ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე ,,აბესალომ და ეთერი.” მოსწავლეებმა გაიხსენეს ზღაპრის ჟანრული მახასიათებლები და იმსჯელეს, ,,ეთერის,” როგორც ზღაპრის, ლიტერატურულ წარმომავლობაზე. მათ ისაუბრეს ოპერაზე და მისი ჩამოყალიბების პროცესზე. გაიხსენეს ზაქარია ფალიაშვილის ბიოგრაფია და მოუსმინეს სხვადასხვა არიას ოპერიდან ,,აბესალომ და ეთერი.”… Continue reading ღია ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე ,,აბესალომ და ეთერი”
სკოლა პოლიგლოტის მე-4 (ა, ბ, გ) კლასის მოსწავლეები მუსიკის მასწავლებელ, ანი ზაზაშვილთან, ასევე დამრიგებლებთან: თამარ რიჟამაძესთან, ანა ნიჟარაძესთან და გურანდა ხუსკივაძესთან ერთად იმყოფებოდნენ ქართული ხალხური სიმღერებისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმში. მოსწავლეებმა მუზეუმში დაცული ქართული და ამიერკავკასიის რეგიონში გავრცელებული მუსიკალური საკრავები, ევროპული, მექანიკური და კლასიკური საკრავები მოინახულეს. მოისმინეს ისტორიები, როგორ და სად აღმოაჩინეს პირველი ქართული საკრავი.… Continue reading მე-4(ა, ბ, გ) კლასები ქართული ხალხური სიმღერებისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმში