სკოლა პოლიგლოტის ისტორიის მკვლევართა და მემატიანეთა კლუბმა პედაგოგ თინათინ დორეულის ხელმძღვანელობით ჩაატარა კონფერენცია თემაზე: ,,აფხაზეთი საქართველოა, ჩვენ დავბრუნდებით !“ მოსწავლეებმა შეისწავლეს ქართველ – აფხაზთა კონფლიქტის გამომწვევი მიზეზები, საბაბი, გააცნეს აუდიტორიას ეროვნულ გმირთა ბიოგრაფიები და მათი ბრძოლის ამსახველი პრეზენტაციები გააკეთეს. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ისტორიის მასწავლებელ, თინათინ დორეულს ასეთი მნიშვნელოვანი კონფერენციის ორგანიზებისათვის.
სკოლა პოლიგლოტში აღინიშნა ენების ევროპული კვირეული 2024 , რომლის ფარგლებშიც უცხო ენების კათედრის პედაგოგებმა მოამზადეს შემდეგი აქტივობები: კვირეულის ფარგლებში მოსწავლეები უკეთ გაეცნენ სხვადასხვა ევროპული ენის საბაზისო უნარებს და მათ თავისებურებებს.
27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა.ეს თარიღი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთერთი ტრაგიკული დღეა. დაიღუპა 10000ქართველი ჯარისკაცი, 300000 დევნილად იქცა. სკოლა პოლიგლოტის ისტორიის მკვლევართა კლუბის წევრები პედაგოგებმა თინათინ დორეულმა და ნინო გოგოლაძემ გმირთა მოედანზე მემორიალთან წაიყვანეს, რათა პატივი მიეგოთ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნისადმი. ბავშვებმა გაიცნეს და მოისმინეს გმირი გოგიტა კიკნაძის დედის ნაამბობი, თუ როგორ გამოასალმეს სიცოცხლეს… Continue reading სოხუმის დაცემის დღე
სკოლა ,,პოლიგლოტი“ ჩართულია eTwinning-ის საერთაშორისო პროექტში „Green Developers“, რომლის ფარგლებშიც მთელი სასწავლო წლის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა გარემოსდაცვითი ღონისძიების განხორციელება. ამ პროექტის ფარგლებში სკოლა პოლიგლოტი შეუერთდა მსოფლიო დასუფთავების დღისადმი მიძღვნილ აქციას, რომელიც ყოველწლიურად 20 სექტემბერს იმართება. ღონისძიების ორგანიზატორი იყო უცხო ენების კათედრის ხელმძღვანელი, ინგლისურის ენის მასწავლებელი სალი ბოხუა. სკოლა პოლიგლოტის ადმინისტრაციამ მხარდაჭერისათვის მიმართა თბილსერვის ჯგუფს,… Continue reading მსოფლიო დასუფთავების დღისადმი მიძღვნილი აქცია
სკოლა პოლიგლოტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველა პოლიგლოტელს !
სკოლა პოლიგლოტი გიზიარებთ უცხო ენების (ინგლისური ენა, ფრანგული ენა, რუსული ენა) სახელმძღვანელოების ჩამონათვალს, რომლითაც ისწავლიან ჩვენი მოსწავლეები 2024-2025 სასწავლო წელის განმავლობაში. ინგლისური ენა: I კლასი – Academic Stars II კლასი –Macmillan 1, Science 1 III კლასი – Macmillan 2, Science 2 IV კლასი – Macmillan 3, Science 3 V კლასი – Macmillan 4, Science 4… Continue reading უცხო ენების სახელმძღვანელოები
სკოლა პოლიგლოტი განსაკუთრებით ემზადება ახალი სასწავლო წლისათვის. პედაგოგებს უტარდებათ მათი ინტერესებიდან გამომდინარე სხვადასხვა საგანმანათლებლო ტრენინგი, რომელიც ემსახურება მათ კარიერულ წინსვლას. სკოლა პოლიგლოტი მუდმივად ზრუნავს განათლების ხარისხზე და სკოლის მდგრად განვითარებაზე.